მთავარია შენი თავი შეიყვარო. ნაკლი როგორც ფიზიკური, და მენტალურიც ყველას აქვს. ბარბარა სტრეიზანდს მისი დიდი ცხვირი წარმატების მიღწევაში ხელი არ შეუშალა)
უბრალოება ამ სამყაროში ყველაზე დიდი სილამაზეა 😇 შენი ხმით, ჩაცმულობით, იმით რასაც აკეთებ ძალიან დიდ უბრალოებასა და დახვეწილობას აჩენ 💜 ყველა მიზნის ასრულებას გისურვებ💜 ბევრ რამეს ვსწავლობ შენგან. “იცხოვრე საკუთარი ცხოვრებით თუნდაც არასრულყოფილად, ვიდრე იცხოვრო სხვისი ცხოვრებით და სრულყოფილად” 💜
ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ. ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული, დარწმუნებული საკუთარ ფიქრებსა და აზრებში, რაც ძალიან, ძალიან გამოგარჩევს სხვებისაგან. ზუსტად იცი შენი აუდიტორია და გაქვს კონკრეტული მიზანი, რომლითაც მიდიხარ მაყურებლამდე. ეს დასაფასებელია, თანაც ძალიან!
ღმერთო, სულ ვფიქრობდი რატომ ვამსგავსებ ასე ჩემს თავს ამ გოგოს, სტილით, ხასიათით, ესთეტიკის აღქმით, პირველად რომ შემხვდი ინსტაგრამზე ეგრევე მიმიზიდა რაღაცამ და მას მერე თვალს გადევნებ, თურმე, ერთ დღეს ვართ დაბადებული
შენი ყოველი ვიდეო დამამშვიდებელი აბივითაა. წრფელი, რაღაცნაირად რაღაცნაირი კეთილი, სათნო ბუნება მოჩანს შენგან და ძალიან მესადაგება. უუუუუუულევ წარმატებას და ყველა ნატვრის ახდენას გისურვებ.🍒🍓❤
მარ რა ლამაზი ხარ❤️მოაზროვნე და ბუნებრივი გოგო❤️❤️ცხვირის ოპერაცია სულ არ გჭირდება,დღეს უამრავი გოგო ერთმანეთს ჰგავს მაგ მიზეზით🙏საოცარი მაკიაჟი გაქვს❤️
ჩემო ძვირფასო ძალიან დადებითი და საყვარელი ადამიანი ხარ, თითქოს ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი იყო.მინდა როგორც საკუთარ დას მოკრძალებულად რაღაც გითხრა, ჭკვიანი ადამიანი ხარ და მჯერა გამიგებ.ჩვენი საქართველო და ჩვენ ქართველები აქამდე უფალმა,ჩვენმა სარწმუნოებამ და წმინდანებმა მოგვიყვანა,უფლი ჩვენი იესო ქრისტესგან ვიცით, რომ ხორცი არის მოკვდავი, სული კი უკვდავია და სამარადისოდ აგრძელებს ცხოვრებას ან სამოთხეში ან ჯოჯოხეთში.იმის და მიხედვით აქ როგორ ვიცხოვრებთ, განისაზღვრება თუ სად დავიმკვიდრებთ. სულის ცხონება კი აღსარებისა და ზიარების გარეშე არ არსებობს.ძალიან მინდა ამაზეც იფიქრო...შენი კეთის მსურველი♥️
აქ გადავაწყდი შემოთავაზებებში შენს ვიდეოს, ძალიან მშვიდი და პოზიტიური მომეჩვენა და ჩავუჯექი. რამდენიმე ვიდეოში მივხვდი როგორ გეტყობა “საიდუმლო” და ამ ვიდეოში აღმოვაჩინე რომ მართლაც გცოდნია “საიდუმლოს” ამბავი ❤️ მეც ძალიან გამომადგა და ბევრი რამ მასწავლა ამ ფილმმა (წიგნი არ წამიკითხავს, ფილმი ვნახე). მეც მაქვს წინასწარ გაწერილი გეგმები, რასაც ბავშვობიდან ვაკეთებ ხოლმე, ეს ძალიან კარგად მუშაობს და მეხმარება. გისურვებ წარმატებებს ❤️შესანიშნავი გოგო ხარ❤️
ბუნებრივობა არის სრულიად მოდა და რა დროისია ცხვირს რომ მივსტიროდ.სწორედ ეგაა სილამაზე.და ვინც შენებურ სილამაზეს დაინახავს მხოლოდ იმას უყვარხარ რეალურად
მარი შენ ძალიან კარგი გოგო ხარ,მომწონს შენი საუბრის მანერა მშვიდად და სასიამოვნოდ საუბრობ❤️,მე პირადად ძალიან მომწონს შენი გარეგნობა და სიმართლე რომ გითხრა შენს ცხვირს არც კი დავკვირვბივარ❤️.ძალიან მიყვარხარ და მომწონს შენი ვიდეოები❤️
ვიგოზე მეც ეგრე ვიყავი. ყველაზე სიმპატიურ და სექსუალურ პერსონაჟად ვთვლი დღემდე, მაგრამ, ჰოი საოცრებავ, ერთ დღეს რეალური ფოტოები ვნახე... ძალიან მაგარი გოგო ხარ. რამდენიმე დღის წინ აღმოგაჩინე და უზომოდ მახარებს ეს აღმოჩენა.
სანამ ადამიანი თვითონ არ იტყვის რომ რაღაცის კომპლექსი აქვს, ამ შემთხვევაში ცხვირის, მანამდე ვერც ვერავინ ამჩნევს.. :))) საერთოდ ვერ მივხვდი რატომ გქონდათ ეს კომპლექსი. ჰარმონიულად ეწერება სახის მოყვანილობაში.
ჩემი ნახევარი ცხოვრებაა თანამედროვე ლაიფ ქოუჩინგზე ვკითხულობ და ხან საიდან ახდენ პერიფრაზევს და ხან საიდან ... ძაან პირობითად აფასებ ყველაფერს . "მიზანია გადავიდე ლამაზ სახლში " ... (არ გეწყინოს მაგრამ საწინააღმდეგოზე გაიღრმავე ცოდნა . ძაან აწეული გაქვს "თამასო" შენი აუდიტორია არის ახლა 20 წლამდე იმედის და შთაგონების მძებნელი გოგოები და უყვები მათ რომ მიზანია წახვიდე უცხოეთში და გადახვიდე ლამაზ სახლში.. კარგი რა ..პროსტა ვიცი რომ სუბიექტურად ჩათვლი ჩემ აზრს და დიდად არც მოახდენს ეს შენ აზრებზე გავლენას (ნუ გეწყინება) იცი რა მოხდება ? გავა ორი წელი და გადააფასებ ბევრ რამეს და ნახავ ამ ქოუჩინგზე ნათარგმნი თუ გადმოკეთებული ვებინარები რამდენად მყარია და ეგ ბუდისტური მედიტაციაც როგორ მუშაობს .. არის მაგის მიღმაც რაღაც . აბა წაიკითხე ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება მერე თუ შეგრჩება ეგ "ფასეულობები".
პირველ რიგში ძალიან კარგი გოგო ხარ და ვეცდები ხშირად ვუყურო შენს ვიდეოებს🤍 რაცშეეხება ჩემს ცხვირს ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვარ, ამით არ ვისტრესები მაგრამ ვატყობ რომ ძალიან დაკომპლექსებული ვარ როცა ადამიანი გვერდიდან მიყურებს სულ ვცდილობ გავხედო და ჩემი პროფილი ასევთქვათ არდავანახო ძალიან მაწუხებსხოლმე როცა ადამიანი გვერდიდან მიყურებს და დიდი დისკომფორტიმაქვს ასევთქვათ 😐 და სამომავლოდ მეც ვაპირებ ოპერაციის გაკეთებას მაგრამ ჯერ კიდევ ვფიქრობ 😊
გადაიღე ვიდეო l.o.a. ზე და გაგვიზიარე ტექნიკა როგორ იზიდავ კარგ რაღაცეებს და ცვლი ცხოვრებას უკეთესობისკენ, 2cup method,scripting,journaling , რომელს იყენებ და რომელმა გაამართლა შენ შემთხვევაში.ქართველ ვლოგერებს არ უდევთ ამ თემაზე და ხალხის 90% აზრზე არაა რა მეცნიერებაა ეს )
ვაიმე ცხვირზე იმდენი მინდა ვისაუბრო :)) ორი კატეგორიაა აქ, ვისაც აქვს დიდი, კეხიანი და ა.შ ცხვირი მაგრამ უხდება დზ მეორე ვისაც ეს არ უხდება და თუ არ გიხდება ეს უნდა შეცვალო. მე მეორე კატეგორიაში ვიყავი და იმდენად ბედნიერი ვარ ეს რომ გავაკეთე. უამრავი კომპლექსებიც თან გაყვა იმ ცხვირს და უბრალოდ მიხარია როცა სარკეში ვიყურები. ნამდვილად არ ვურჩევ არავის რომ ატაროს ის რაც მასთან ჰარმონიაში არაა, იგივე ცხვირი თუნდაც. აი სხვა მხრივ მაგალითად, სულ მქონდა ზედმეტი წონა და ეხლაც მაქვს მაგრამ მგონია რომ მიხდება და ძალიანაც კარგა ვგრძნობ თავს ასე :)) ისე კი პირველი ვიზუალია, რაც არ უნდა ვილაარაკოთ შინაგან სამყაროზე და ინდივიდუალიზმზე, პირველად ყველა გვაფასებს ჩვენი ვიზუალით და ლამაზი ადამიანისთვის მგონია რომ ბევრი რამე გაციებით ადვილია, ამიტომ რაც გგონიათ რომ გასალამაზებელია, არ შეიკავოთ თავი .