Тёмный

როგორ ვუბიძგოთ თავს საქმის დაწყებისაკენ. 3 მარტივი მეთოდი 

Арчил Шаин
Подписаться 49
Просмотров 294
50% 1

ბევრისთვის ცნობილია რომ საქმის დასრულებაში ყველაზე რთულია მისი დაწყება
პირველი რაცაა საჭირო ვიცოდეთ საქმის დაწყებამდე ის, რომ ჩვენი ტვინი უნებურად ფიქრობს საქმის ყველაზე რთულ და გაუგებარ ნაწილზე.
ალბათ თქვენ გსმენიათ ფრაზა: „საქმის დაწყება შესრულებულის ნახევარია“. ეს იმიტომ რომ ჩვენს ტვინში იწყებს მოქმედებას ზეიგარნიკის ეფექტი.
ზეიგარნიკის ეფექტი - ადამიანს დასრულებულ მოქმედებებზე უკეთ შეწყვეტილი ქმედება ამახსოვრდება.
სხვა სიტყვებით რომ ავხსნათ, თუ ჩვენ დავიწყეთ რაიმე საქმე, გაგვიჩნდება მუდმივი დისკომფორტი და უხერხულობა სანამ არ დავასრულებთ მას, რადგან ის არ გამოდის ჩვენი გონებიდან.
მაგიტომაც ჩვენ ვეცდებით მეტი ყურადღება მივაქციოთ სამუშაოს მისი დასრულებისათვის.
ეს ყველაფერი ასე მოქმედებს ჩვენზე რადგან საქმის დაწყებისთანავე ტვინში ქმედებას იწყებს ზეიგარნიკის ეფექტი, რომელიც გვეხმარება ქმედების დეტალებზე ფოკუსირებას და გვიზრდის ენთუზიაზმს.
ეხლა ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ ვუბიძგოთ თავს საქმის დაწყებისაკენ.
ამისთვის მე გაჩვენებთ და აგიხსნით სამ მარტივ და გამოცდილ მეთოდს, რომელიც მრავალი ადამიანიასათვის უკვე ცნობილია. თქვენ კი აირჩევთ რომელი მეთოთი იქნება თქვენთვის უფრო მისაღები.
მეთოდი ნომერ I - 5 წამის წესი
5 წამის წესი საკმაოდ მარტივი და უმრავლესობისათვის ცნობილია, მაგრამ მისი პრაქტიკული გამოყენება არაა გავრცელებული.
საქმის დაწყებისათვი თქვენ იწყებთ ათვლას 5-დან 0-მდე, და როგორც კი წარმოთქვამთ ნოლს თქვენ დგამთ ნაბიჯს დასახული მიზნის დაწყებისაკენ.
საკუთარ სიზარმაცესთან ბრძოლისათვის დავიწყე უკუათვლა გონებაში (უკეთესია ხმამაღლა) 5 4 3 2 1 0 რის შემდეგ მივედი ნოუთბუქთან, ჩავრთე და დავიწყე ტექსტის წერა.
ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა მექანიზმით მოქმედებს ეს მეთოდი, მაგრამ საკუთარი და არაერთი ადამიანის გამოცდილებიდან ვიცი რომ ეს მეთოდი შედეგიანია.
მეორე მეთოდი
3 მარტივი ნაბიჯი
იმისათვის რომ დავიწყოთ რამის კეთება ჩვენ წარმოვიდგენთ ან ვწერთ სასურველი საქმის პრიმიტიულ და თანმიმდევრულ სამ ეტაპს, რის შემდე ჩვენ ვაძლევთ თავს საქმის შეჩერების ნებას თუ ამას თვითონ ვისურვებთ.
მაგრამ გაგრძელებას ან შეჩერებას გადავწყვეტთ მხოლოდ მესამე ეტაპის შემდეგ.
არავითარ შემთხვევაში საკუთარ თავს არ ვატყუებთ, თუ მესამე ეტაპის შემდეგ არ გვსურს გაგრძელება, ჩვენ ვუბრუნდებით ჩვეულებრივ საქმიანობას.
მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ იშვიათია, როცა გაგიჩნდებათ დაწყებული საქმის შეწყვეტის სურვილი.
მაგალითად: ჩვენ გვსურს დავიწყოთ დილაობით ვარჯიში, მაგრამ როცა ვიღვიძებთ გვეზარება ადგომა თბილი საწოლიდან და ვარჯიში გადაგვაქვს შემდეგ დილამდე, და ასე გრძელდება ყოველ მომდევნო დღეს.
ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა შევიმუშვოთ სამი ეტაპი.
I - წამოვდგეთ საწოლიდან,
II-დავიბანოთ პირი,
III-ჩავიცვათ სავარჯიშო ტანსაცმელი,
შემდეგ კი ვაძლევთ თავს ნებას მივიღოთ გადაწყვეტილება უკან დავბრუნდეთ საწოლში თუ დავიწყოთ ვარჯიში.
აქ საჭიროა გუწრფელობა, თუ მართლაც გსურთ უკან დაბრუნება და ძილის გაგრძელება ნუ იძალადებთ თავზე და შეასრულეთ დადებული სიტყვა.
თუმცა მესამე ეტაპის შემდეგ იშვიათად გაგიჩნდებათ დაწყებული ქმედების შეწყვეტის სურვილი.
ეს არის მშვენიერი მეთოდი რადგან 3 მარტივი ნაბიჯი არ აშინებს ჩვენს გონებას მომავალი სირთულეებით და დისკომფორტით, ხოლო უკვე დაწყებული საქმის შემდგომი ეტაპები აღარ გვეჩვენება რთულად.
მესამე მეთოდს რომელსაც თქვენ შემოგთავაზებთ ქვია კაიძენის მეთოდი ან 1 წუთის პრინციპი.
ეს მეთოდი მოიფიქრებული იქნა იაპონიაში მასააკი იმაის მიერ რომლის აზრით ამ ფილოსოფიის გამოყენება შეიძლება როგორც ბიზნესში ისე ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.
ის განსაკუთრებით ეფექტურია ახალი სასარგებლო ჩვევის შემუშავებაში.
თვითონ სიტყვა შესდგება ორი ფუძიდან: კაი ნიშნავს ცვლილებას, ძენ კი სიბრძნეს რაც მოგვიწოდებს იმას, რომ ცხოვრებისეული ცვლილებები სპონტანური კი არა ნელი და შეგნებული უნდა იყოს.
როგორია ამ მეთოდის პრინციპი?
მთავარი იდეა ის არის, რომ თქვენ უნდა აკეთოთ წინასწარ დაგეგმილი საქმე ყოველ დღე ერთი და იგივე დროს მხოლოდ 1 წუთის განმავლობაში.
ნახევარ და ერთ საათიანი საქმის არშესრულებისათვის ყოველთვის შეიძლება რამე მიზეზის მოფიქრება, მაგრამ ყველაზე ზარმაცი ადამიანისათვისაც კი არ იქნება რთული 1 წუთის დახარჯვა სასურველი საქმისათვის.
ნეიროფსიქოლოგების მიერ დადგენილია, რომ სასარგებლო ჩვევის შეძენისათვის საჭიროა ერთი და იგივე ქმედების უწყვეტი გამეორება არ ნაკლებ 21 დღის განმავლობაში.
კაიძენის მეთოდით ნებისმიერი ახალი წამოწყება თუნდაც ვარჯიში ან უცხო ენის შესწავლა თქვენ არ მოგეჩვენებათ რთულად და გახდება სახალისო.
1 წუთის პრინციპი ახალი ჩვევების შემუშავებაში თქვენს პროგრესს გახდის თვალსაჩინოს, ხოლო შემდგომში გაგიჩნდებათ სურვილი ნელა-ნელა გაზარდოთ საქმეზე დახარჯული დრო, რაც მხოლოდ გააუმჯობესებს შედეგს.
ამგვარად თუ გვინდა ჩვენი და ჩვენი ახლობლების ცხოვრების ხარისხობრივი გაუმჯობესება საჭიროა გავიაზროთ რა საქმის კეთება ან რისი მიღწევა გვსურს, ხოლო შემდეგ გამოვიყენოთ ზემოთ შემოთავაზებული 3 მეთოდიდან ერთერთი.
როგორც თქვა კონფუციმ „დიდი გზა პატარა ნაბიჯებით იწყება“
თუ თქვენ მოგეწონათ ეს ვიდეო მაშინ კომენტარებში გაგვიზიარეთ საქმის წამოწყების ან სიზარმაცის დაძლევის თქვენი მეთოდი, ან უბრალოდ დაალაიქეთ და გააზიარეთ ეს ვიდეო.

Опубликовано:

 

21 окт 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии    
Далее