რუსეთმა უკრაინაზე ღამის განმავლობაში დრონებითა და რაკეტებით მორიგი მასირებული იერიში მიიტანა.
საოკუპაციო ძალებმა ბალისტიკური რაკეტით დარტყმა კრივი-რიჰში ერთ-ერთ სასტუმროზე განახორციელეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გარდაცვლილია ორი და დაშავებულია ხუთი ადამიანი. რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სასტუმროს გარდა, დარტყმის შედეგად დაზიანდა ახლო მდებარე სახლები, მაღაზიები, კვების ობიექტები და ავტომობილები. ღამის იერიშის შედეგად მსხვერპლია ზაპოროჟიეშიც. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთის მიერ „შაჰიდებით“ თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეში დაიღუპა სამი და დაშავდა ხუთი ადამიანი. უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 10 რაკეტა და 81 დრონი გაუშვა. 65 სამიზნე უკრაინელებმა ჩამოაგდეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
29 окт 2024