Тёмный

საერთაშორისო სანქციების დაცვა 

პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Просмотров 138
50% 1

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს გამოყენების შესახებ ბრალდებები, ხშირ შემთხვევაში, სავაჭრო ნაკადების ცვლილებების შესახებ საეჭვო და ნაჩქარევი დასკვნებითაა გამოწვეული, - ამის შესახებ ნათქვამია შვეიცარიის გლობალური პრობლემების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ ანგარიშში, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის მიზეზებს ეხება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციების დაწესების შემდეგ, ხშირად ისმის ბრალდებები, რომ საქართველოს გავლით ამ სანქციების გვერდის ავლა ხდება. „თუმცა, სავაჭრო მონაცემებისა და სხვა დეტალური ინფორმაციის შესწავლა მიუთითებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვისა და საქართველოს გავლით რუსეთში ტრანზიტის ზრდა შეიძლება აიხსნას უწყინარი მოვლენებით და თუ სანქციების გვერდის ავლა მოხდება კიდეც, ამას უმნიშვნელო მასშტაბი ექნება“, - ნათქვამია ანგარიშში. ამასთან ერთად, პუბლიკაციის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმ ტვირთების ტიპებზე, რომლებიც საქართველოდან რუსეთში გადის და აღნიშნავენ, რომ ამ ტვირთების დიდი უმრავლესობა უვნებელია. ძირითადად საუბარია ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა საკვები პროდუქტები და სასმელები.
„ტვირთების ერთადერთი კატეგორია, რომელსაც საქართველო რუსეთში აგზავნის დიდი მოცულობით და თეორიულად შეიძლება გამოიწვიოს შეშფოთება, ეს არის ფეროშენადნობები. თუმცა როგორც ჩატარებული კვლევა და სავაჭრო მონაცემები აჩვენებს, ფეროშენადნობების საქართველოდან რუსეთში ექსპორტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად შემცირდა, რაც ეწინააღმდეგება წარმოდგენას, რომ სანქციების გვერდის ავლის ბიზნესი ყვავის“, - ნათქვამია დოკუმენტში.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ, რიგ შემთხვევებში, საქართველოში კომპანიები და ინდივიდუალური პირები შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ დასავლეთიდან იმპორტირებული ტვირთი, შესაძლოა სანქციების გვერდის ავლით რუსეთში გაედინებოდეს, თუმცა მონაცემების დეტალური შესწავლის შედეგ საეჭვო ნიშნები არ გამოვლინდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Опубликовано:

 

9 сен 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии    
Далее
Пришёл к другу на ночёвку 😂
01:00