იაგოს ისეთი საინტერესო სტუმრები და გადაცემები აქვს და იმდენ საინტერესო რაღაცას ვისმენ, საინტერესო ხალხისგან, პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად ყველამ უნდა უყუროს მგონი!
ზოგადად გირჩის იდეოლოგიას არ ვიზიარებ, არ მგონია რო არსებობს რაღაც უნივერსალური მიდგომა რაც ყველა დარგს თუ პრობლემას ერთნაირად წაადგება. მაგრამ ეს გადაცემათა ციკლი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. საშუალებაა გავიაზროთ ყველა განვლილი ეტაპი, და გამოვიდეთ რაღაც დოგმატური მიდგომებისგან გინდაც აფხაზეთზე და გინდაც სხვა საკითხებზე. პაატამ კარგი აზრი თქვა, ჩვეულებრივი ხალხის ისტორიებიც საინტერესო იქნება კონფლიქტებთან დაკავშირებით
13:55 იმის თქმა გინდათ რომ აფზაზებმა ბევრი პასუხისმგებლობა აიღეს თავის თავზე? 17:00 იმის თქმა გინდათ რომ ქართველებს ეფექტური კომუნიკაცია აკლიათ? ამაში გეთანხმებით. ციდი კომუნიკაცია გვაქვს იმიტომ რომ ენის ხელოვნება არ ისწავლება. 20:59 რა თქმ უნდა "ჩვენ ხალხს ვკარგავთ" - ქართველებსაც. პასპორტები გაეცით ქართველ ემიგრანტებს. - თქვენი თანამდებობის პერიოდში რა გაკეთდა რომ კონფლიქტი მოგეგვარებინათ? რატომ არ ურჩიეთ მთავრობას რომ ქართული პასპორტები გაგეცათ აფხაზეთში. თუ ქართველი და აფხაზი (ახალი თაობა) თუ არ შეხვდნენ ერთმანეთს, საიდან ეცოდინებათ რომ ქართველები კაციჭამიები არ არიან.