Тёмный

საქართველო: მიწა და ადამიანები - დოკუმენტური ტელეფილმი, 1981 წელი 

GPB ARCHIVE
Подписаться 6 тыс.
Просмотров 1 тыс.
50% 1

სარეკლამო ტიპის ფილმი საბჭოთა საქართველოზე
საქართველოს მთიანი სისტემები. ვაჟა-ფშაველას სახელობის კოლმეურნეობიდან, გოდერძი მჭედლურის, მისი ოჯახი და მეურნეობა ფშავში. ქალები ართავენ მატყლს. სოფელ ჭერემში დაბრუნებული მოსახლეობა. სოფლის განახლებული მშენებლობა, მთიანი თუშეთი, ცხვრის ფარა, ცხვრის კრეჭა, წველა, რძის შეგროვება, გუდის ყველის დამზადება.
გზების მშენებლობა ცხვრის ფარის გადასარეკად საძოვრებზე. თივის ცელვა ზემო სვანეთში. მესტიის რაიონის ხედები. სტუმრად სახლში ექიმთან ლუბა ნიჟარაძესთან. საუბრობს ექიმი სირთულეების შესახებ მაღალმთიან რეგიონში მუშაობისას. ტელეანძა სვანეთში.
მშენებლობების შესახებ მესტიის რაიონში საუბრობს კომკავშირის პირველი მდივანი ბორის კახიანი.
ხედი ყაზბეგის რაიონზე: მყინვარწვერი, საავტომობილო გზები, მოსახლეობა.
როკის გვირაბის მშენებლობა.
ცხინვალი: ოსური გაზეთის „სავიტონ ერისტონის“ ბეჭდვა სტამბაში, საუბრობს დამსახურებულ ჟურნალისტი ბორის ბაგაევი. სავარაუდოდ ცხინვალის უნივერსიტეტი, კოსტა ხეთაგუროვის ძეგლი, საწარმოები, კვაისის საბადო - ტყვია-თუთიის კონცენტრატის მომწოდებელი.
სპილენძის ღია კარიერი, საბადოს მომპოვებელთა ახალი დასახლება მადნეულში.
ითხვისის მანგანუმის მაღარო ჭიათურაში. მაღაროელი გიგა ბაქრაძე, ჭიათურის საბაგიროები, ჭიათურის ხედები საბაგიროდან. მონუმენტი „ჯარისკაცის მამა“ გურჯაანის რაიონში - ხედი ჰაერიდან. სამამულო ომის ვეტერანების შეკრება მემორიალთან გამარჯვების 35 წლის თავზე.
მიწის ხვნა ვენახის ზვრებში.
ქვევრების დამზადება, გამოწვა.
მეტეოროლოგიური სადგური სეტყვის საწინააღმდეგოდ, „გრადის“ დანადგარით სეტყვის ღრუბლის დაშლა.
რთველი, ქვევრში მაჭრის (ღვინის) დუღილი.
დიასახლისი პურს აცხობს თონეში.
ჩურჩხელების ამოვლება.
საშემოდგომო სუფრა ეზოში.
რუსთავის ქიმიური ბოჭკოს ქარხანა. ამიაკის მწარმოებელი კომპლექსი.
გორის და ქარელის ვაშლის ბაღები - მოსავლის აღება.
ხედი ქუთაისზე: ხიდები, ქუჩები.
ქუთაისის ავტოქარხნის ნაწარმი „კოლხიდა“. ავტოინჟინრები ქარხანაში.
ენგურჰესი. ედუარდ შევარდნაძე რუსულ ენაზე საჯარო მადლობას უხდის მშენებლებს და საზეიმოდ იხსნება პირველი აგრეგატი პალიასტომის ტბის ნაპირზე მეცხოველეობისთვის საკვების მოპოვების დანერგვის შესახებ საუბრობს მახარაძის რაიონის პარტიული მუშაკი.
საუბრობს აბაშის რაიონის ხელმძღვანელი გურამ მგელაძე. აბაშის მეცხოველეობის კომპლექსები, აბაშის რაიონული ცენტრი.
აჭარის თევზჭერის ხომალდები ზღვაში თევზჭერისას, ბათუმის პორტი, საუბრობს პორტის წარმომადგენელი ჟანი ბათლაძე, ბათუმის დელფინარიუმი.
რეჟისორი: გიორგი ბარნაველი, თენგიზ მოდებაძე
კომპოზიტორი: ბზვანელი გურამ
1981 წელი

Опубликовано:

 

7 сен 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии    
Далее
Первый день школы Катя vs Макс
19:37
სოფიკო ჭიაურელი
3:11
Просмотров 22 тыс.
ნუგზარა ჩუბინიძე (Part1)
11:10
განაჩენი
1:21:17
Просмотров 68 тыс.