Тёмный
No video :(

სოფელ ქვეშეთიდან სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბი გაიჭრა 

ინფრასტრუქტურის სამინისტრო
Просмотров 846
50% 1

სოფელი წკერე ერთ-ერთია იმ სოფლებიდან, სადაც დიდთოვლობის გამო გზა ოქტომბრიდან მაისამდე იკეტება.
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში უკვე დასრულდა სოფელ ქვეშეთიდან სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა, რომელიც სწორედ სოფელ წკერეში გამოდის.
9 მ-იანი გვირაბი ქვეშეთის კობთან დამაკავშირებელი 23 კმ-იანი გზის მშენებლობის პროექტის ნაწილია. ამ გზას აქვს დიდი სოციალური ეფექტი იმ 10 სოფლისთვის, რომელთა მოსახლეობა რამდენიმე თვის განმავლობაში საგზაო კავშირის გარეშე რჩება და არ აქვს წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო თუ საყოფაცხოვრებო მომსახურებებზე.
ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას.
პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობასაც.
ქვეშეთი-კობის 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული TBM-ით (გვირაბის საბურღი დანადგარით) წარმოებდა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და უზრუნველყოფს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებას.

Опубликовано:

 

26 авг 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 1   
@levangelashvili471
@levangelashvili471 2 месяца назад
ავტობანზე რა ხდებააა როდის სრულდება
Далее
#საუკუნისპროექტი
3:45
Просмотров 2,9 тыс.