Тёмный
No video :(

ტარიელ ჭანტურია 

giorgi chokheli
Подписаться 1 тыс.
Просмотров 8 тыс.
50% 1

ერთხანს რითმას განუდგა და თეთრ ლექსს მიმართა. თითქოს ამ ხაზს იგი ვერლიბრამდე უნდა მიეყვანა. ეს ვარაუდი არ გამართლდა, იგი დაუბრუნდა ლექსის კლასიკურ სტრუქტურას. მართალია, თავისუფალი ლექსი მისთვის უცხო არა ყოფილა, მაგრამ ამ ფორმით მეტყველებას ისევ რითმის ერთგულება არჩია. მისი პოეზია უაღრესი სტრუქტურული მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ლირიკული, ინტელექტუალური, ირონიულ-პაროდიული, კვლავ ინტიმურ ლირიკული. ამ ოთხმაგი სტილური სისტემით, ლიტერატურული წერილებით და იმ კონცეფციით, რაც მათში გაიშალა, ტარიელ ჭანტურიამ შექმნა პოეტური სამყაროს გამთლიანებული მოდელი, რომელშიც თავს იყრის განსხვავებული და დაპირისპირებული სტრუქტურები. ფხიზელი ხედვის წყალობით, მის მიერ ნაქანდაკებ პოეტურ სახეებში ყოველი გარეგნული დეტალი საუწყებლის მეტი ინტენსივობითა და სინათლით წარმოდგენას ემსახურება.
მისი სტრიქონი უაღრესად სადა, ჰაეროვანი და ელასტიურია:
„ლექსს ჭირდება დეკა, ლექსს ჭირდება ღვია,
ლექსს ჭირდება მკერდი და იმ მკერდში ტყვია...
ლექსს ჭირდება ქედი, ლექსს ჭირდება მოლი,
ლექსს ჭირდება ცოლი, ხან მეორე ცოლი.
ლექსს ჭირდება მკერდში გარჭობილი დანა,
დაძინება მერე და მკვდარ დედის ნანა.
ლექსს ჭირდება ცხვარი და იმ ცხვრისთვის მწყემსი,
ეს არ ვიცი ოღონდ ვის ჭირდება ლექსი".

Опубликовано:

 

29 авг 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 4   
@user-fe4tm9jr7v
@user-fe4tm9jr7v 5 лет назад
ნიჭერი!
@maiasitchinavasauthorsongs5953
@maiasitchinavasauthorsongs5953 4 года назад
დღეგრძელობა ტარიელ ბატონს! უდიდესი სიყვარულით გენო და მაიასგან. ru-vid.com/video/%D0%B2%D0%B8%D0%B4%D0%B5%D0%BE-1YmNe_nyt1c.html
@esterester8398
@esterester8398 4 года назад
ეს კი აღარ ვიცი, ვის სჭირდება ლექსი😪
@maiasitchinavasauthorsongs5953
@maiasitchinavasauthorsongs5953 4 года назад
88 წლის ტარიელ ჭანტურიას დღეგრძელობა! უდიდესი სიყვარულით გენო და მაიასგან. ru-vid.com/video/%D0%B2%D0%B8%D0%B4%D0%B5%D0%BE-JZ6tJ1_R6zk.html
Далее