Тёмный

ფასადის დათბუნება და დეკორატიული ლესვა | სახლის დათბუნება | ეპ. #22 

რემონტის რჩევები
Подписаться 13 тыс.
Просмотров 11 тыс.
50% 1

ფასადის მოწყობის ეტაპები 👇👇👇
• ფასადის მოწყობა 20სმ სისქის ბეტონის ბლოკით
• 5სმ სისქის EPS დათბუნების მიკვრა და დადუბელება
• არმირების ბადის ჩაძირვა და შეფითხნა
• დაგრუნტვა
• ფაქტურის დადება (მიუნხენის ფაქტურა)
• ფასადის ღებვა
ფასადის დათბუნება და მოპირკეთების სამუშაოების ანალიზის ხარჯთაღრიცხვა შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკით 👇
docs.google.co...
#ფასადი #ფასადისმოპირკეთება #მიუნხენისფაქტურა #flatroofwaterproofing #roofwaterproofing #waterproofing #მიუნხენკა #ესპანკა #ფასადისმოწყობა #დათბუნება #ფასადისდათბუნება #EPS #ფასადიდათბუნებით #დათბუნებულიფასადი #კაპაროლი #მეგაბორდი #რემონტისრჩევები #რემონტი #მშენებლობა #მშენებლობისრჩევები #remonti #mshenebloba #კერძოსახლი #სახლი #კერძოსახლისმშენებლობა #სახლისმშენებლობა

Опубликовано:

 

6 окт 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 92   
@renovationtips
@renovationtips Год назад
ფასადის დათბუნება და მოპირკეთების სამუშაოების ანალიზის ხარჯთაღრიცხვა შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკით 👇 docs.google.com/file/d/1YZ1VajAb4-Ujl8P7TA4YXAoxLxGN2Y17/edit?usp=docslist_api&filetype=msexcel
@n.k.7897
@n.k.7897 16 дней назад
მოგესლმებით და მადლობა ძალიან საინტრესო საინფორმაციო ვიდეოსთვის ბევრი რამ გავიგე და ვისწავლე , გისურვებთ წარმატბებს.
@renovationtips
@renovationtips 16 дней назад
გამარჯობა, დიდი მადლობა, გაიხარეთ 🥳 მიხარია რომ რამით დაგეხმარათ ჩემი ვიდეო რჩევები 🥳
@Lifeislifeandlove
@Lifeislifeandlove 10 месяцев назад
დიდი მადლობა, თქვენი ვიდეოები იმდენად კარგია რომ სხვა მე მსგავსი არ მინახავს ასე დეტალურად და კარგად ახსნილი ❤❤❤
@renovationtips
@renovationtips 10 месяцев назад
გაიხარეთ, მადლობა დიდი 🥳
@ninachka37
@ninachka37 Год назад
ძალიან კარგი და გამოსადეგი რჩევებია, დიდი მადლობა🙏💚
@renovationtips
@renovationtips Год назад
მადლობა, გაიხარეთ 🥳
@inga2955
@inga2955 21 день назад
👏👍
@renovationtips
@renovationtips 21 день назад
🙏
@MananaAladashvili-j7i
@MananaAladashvili-j7i Месяц назад
გამარჯობა.აგურით ამოშენებულ კედელზე,რომელიც ატარებს სისველეს რა შეიძლება გავაკეთო? ცემენტით გალესვა და ბრიზგი? თუ ეს რომელიმე დათბუნება ?
@renovationtips
@renovationtips Месяц назад
სისველე შემოდის წვიმის დროს თუ კონდენსატი წარმოიქმნება ? ეხლა აგურის კედელია უბრალოდ და მეტი არაფერი? ანუ გალესილი და შეღებილი არის თუ უბრალოდ აგური ამოშენებული ? და აგურის კედლის სისქე რამხელაა?
@MananaAladashvili-j7i
@MananaAladashvili-j7i Месяц назад
ძლიერი წვიმის დროს გაჟონა კედელში .მარტო აგურით არის ამოშენებული კედელი.გალესილი არ არის
@zviadijimshitashvili7944
@zviadijimshitashvili7944 Месяц назад
ქუთაისში ვინ გამიკეთებს იპიესს? არსებობს რამე კომპანია ხელოსნების?
@renovationtips
@renovationtips Месяц назад
სამწუხაროდ ქუთაისში არავინ ვიცი მაგრამ წესით იქნებიან ხელოსნები ვინც აკეთებს
@davidsadradze1984
@davidsadradze1984 Год назад
გამარჯობათ, ძალიან კარგი რჩევებია, სახლი ავაშენე თბილისში 2018, ჯერ არ შემილესია ფასადი ეხლა ვაპირებ და როგორ იქნება უკეთესი შელესილზე გავაკრა XPS თუ შეულესავზე? თბილისშიც 5-იანი სისქის უნდა იყოს? და მწარმოებელს რამდენად აქვს მნიშვნელობა ზოგი გირჩევს რუსული წარმოების XPS-ს (ყავისფერი ფერის) ვიდრე თურქულს? მადლობა
@renovationtips
@renovationtips Год назад
გამარჯობა, მადლობა, გაიხარეთ. ზოგადად შელესილზე უფრო კარგია, თუმცა თანხა გჭირდებათ შელესვაზე დამატებით. ისე გაულესავზეც შეგიძლიათ გააკრათ. მე EPS გავაკარი და უპირატესობა მივანიჭე მას და არა XPS-ს. თუ გალესავთ მაშინ მე გირჩევთ ცოტათი მეტი გადაიხადოთ და ქვაბამბა მიაკრათ. თუ არ გალესავთ მაშინ EPS. ზოგადად ყველა ეს მასალა აქვს შპს მეგაბორდს, რომელსაც შემოაქვს თურქული წარმოების და შემდეგ სხვადასხვა მაღაზიები ყიდიან. გწერთ ნომერს შეეხმიანეთ და ფასებსაც გეტყვიან +995 555 050 209 ნიკა.
@davidsadradze1984
@davidsadradze1984 Год назад
მადლობა დიდი, ძალიან საინტერესო რჩევებია და ძალიან გასხვავებული რასაც სხვა ხელოსნები გეუბნება, ყველა XPS-ის გაკვრას გირჩევს, EPS რა სისქის გააკარით, ან რა დაპრესვის? აქ მაღაზიებში მაქსიმუმ 5მმ სისქის აქვთ და 8-10კგ დაპრესვის ან თურქული ან ქართული@@renovationtips
@renovationtips
@renovationtips Год назад
@davidsadradze1984 მადლობა დიდი, გაიხარეთ. EPS რაც ფასადზე უნდა გაეკრას უნდა იყოს საშუალოდ 18-20 კგ/მ3 დაპრესვის. მე 5სმ სისქის გავაკეთე, თუმცა თუ გსურთ ამაზე სქელი მაშინ ეგეც შეიძლება საქართველოში აწარმოებენ და იმ სისქეს გააკეთებენ რაც გსურთ. ეს კომპანია აწარმოებს საქართველოში grc.ge/ ხოლო თუ 5სმ სისქის გსურთ, მაშინ შპს მეგაბორდი არსებობს ასეთი კომპანია და მათ შეამოაქვთ თურქეთიდან 5 სმ სისქის.
@davidsadradze1984
@davidsadradze1984 Год назад
მადლობა კიდევ ერთხელ, კი GRC ვიცი რომ ამზადებს და ნორმალური ფასები აქვს ვიდრე მეგაბორდს@@renovationtips
@NikaMeskhia
@NikaMeskhia Месяц назад
გამარჯობა, ვინ შეასრულა სამუშაოები ნომერს ხომ ვერ დაწერთ? მადლობა
@renovationtips
@renovationtips Месяц назад
გამარჯობა, მომწერეთ ფბ-ში და გამოგიგზვანით ნომერს.
@susannasusu3923
@susannasusu3923 4 месяца назад
მინდა გავაკეთო გარე ფასადი..თქვენი მასალით და ხელობით რა დამიჯდება კვადრატი.ვცხოვრობ იმერეთში
@renovationtips
@renovationtips 4 месяца назад
სამუშაოებს არ ვახორციელებ, მხოლოდ რჩევებით ვეხმარები ადამიანებს.
@Darianicottage1
@Darianicottage1 5 месяцев назад
გამარჯობა, თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ რა ფასადის დეკორატიული ლესვისთვის რა ფიქმის მასალას იყენებთ და ერთი შეკვრიდაახლოებით რამდენი კვ.მ ლესვა ხდება?
@renovationtips
@renovationtips 5 месяцев назад
გამარჯობა, კაპაროლის მასალა ერთ-ერთი კარგი ხარისხისაა. გულისხმობთ ვიდეოში ბადის ჩაძირვა რითაც ხდება ხო?
@NemoLee-i6t
@NemoLee-i6t 2 месяца назад
გამარჯობა ჯონი. ესეთი კითხვა მაქვს. უკვე აშენებულ, გალესილ და შეღებილ 30იან ბლოკზე, რამდენად ნორმალური იქნება ჯერ იპს-ის (3სმ-იანი) და შემდეგ ტრავერტინის გაკვრა? წავკისის პირობებშია და სიცივეს ვერ იჭერს
@renovationtips
@renovationtips 2 месяца назад
გამარჯობა, EPS თუ გააკრავთ მერე მასზე ტრავერტინის ქვა ვერ გაეკვრება რადგან ვერ გაუძლებს დატვირთვას. მინიმუმ 5 სმ სისქის EPS გააკარით და დაამუშავეთ და დეკორატიულად შეღებეთ რა ფაქტურითაც გენებოთ. თუ ოდნავ მეტის გადახდაც შეგვიძლია მაშინ მე მაგალითად წავკისში 8-10 სმ სისქის EPS გავაკრავდი.
@NemoLee-i6t
@NemoLee-i6t 2 месяца назад
მადლობა რჩევისთვის
@renovationtips
@renovationtips 2 месяца назад
@NemoLee-i6t გაიხარეთ.
@anatskhovrebadze6434
@anatskhovrebadze6434 6 месяцев назад
გამარჯობა მაინტერესებს იმ შემთხვევაში თუ სახლს ჭირდება ცალკე გადახურვის, რკინის კონსტრუქცია ამას იქსპიესის გაკვრა_შეღებვის მერე შევძლებ? თუ მანამდე უნდა გაკეთდეს? და მერე ფასადის მოწყობის სამუშაოები?
@renovationtips
@renovationtips 6 месяцев назад
გამარჯობა, მე გირჩევთ ჯერ კონსტრუქცია გააკეთოთ ან კიდევ პარალელურად ისე რომ საბოლოო ფაქტურის ფენა არ იყოს გაკეთებული.
@anatskhovrebadze6434
@anatskhovrebadze6434 6 месяцев назад
@@renovationtips საბოლოო ანუ შეღებვის მეორე პირსგულისხმობთ? სახლი არის რაჭაში და ერთი წასვლით ფასადი უნდა გავაკეთოთ და მეორე ჭასვლით მთლიანისახლ;ის რკინეულობა თავის ცალკე გადახურვა_აივნებიანად და რიგითულად რომელს მირჩევთ ჯერ რომ გავაკეთოთ? მადლობა დიდი
@renovationtips
@renovationtips 6 месяцев назад
@anatskhovrebadze6434 მაშინ ჯერ გააკეთეთ რკინეულობა ფასადზე სადაცაა, მერე დაიწყეთ დათბუნება და ასე შემდეგ.
@anatskhovrebadze6434
@anatskhovrebadze6434 6 месяцев назад
@@renovationtips ძალიან დიდი მადლობა🙏🏻 წარმატრბები.
@renovationtips
@renovationtips 6 месяцев назад
@anatskhovrebadze6434 ასევე თქვენც წარმატებები და თუ რამე კითხვები გექნებათ მომწერეთ.
@ekazeikidze4620
@ekazeikidze4620 6 месяцев назад
ბევრი რამ გავიგე და გავითვალისწინებ. მადლობა ძალიან საჭირო ვიდეოა
@renovationtips
@renovationtips 6 месяцев назад
მიხარია ძალიან თუ დაგეხმარათ ჩემი ვიდეო რჩევები.
@NikaPiranishvili
@NikaPiranishvili Год назад
და ის გალესილი ბოლოს სანამ შეღებავდით გაშკურკეთ? თუ არაა საჭრო?
@renovationtips
@renovationtips Год назад
იშვიათად შკურკავენ ხოლმე მსგავსი ფაქტურის ფასადს. როდესაც ღებვა მიდის ფაქტურის გარეშე ისე როგორც შიდა ღებვაა მაშინ უნდს გაშკურკოთ.
@NikaPiranishvili
@NikaPiranishvili Год назад
შემდგომ ეს ფირფიტები რომ გააკეთეთ გალესვის დროს წებოცემენტიტ ლესავთ თუ ჩვეულებივი ცემენტით და რა მარკით ?
@renovationtips
@renovationtips Год назад
აღშნული ტიპის ფასადს ჭირდება 3 ტიპის წებოცემენტი, 1) გასაკრავი 2) ბადის ჩასაძირი 3) ფაქტურის მისაცემი. ყველა წებოცემენტი არის სპეციფიური და კავშირი არ აქვს სტანდარტულ წებოცემენტთან.
@idk-pz1mr
@idk-pz1mr 5 месяцев назад
გაულესავ კედელზე დუბელის გაკეთებას რააზრიაქ ბლოკში როგორ დაიჭერს ამიტომ გალესვა უნდა თუ ხარისხი გინდა
@renovationtips
@renovationtips 5 месяцев назад
არა მხოლოდ საქართველოში არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში ხდება გაულესავ კედელზე დათბუნების მონტაჟი და უპრობლემოდ მაგრდება იმ დონეზე რაც საჭიროა იმისთვის რომ არ მოხდეს დათბუნების მოწყვეტა. თუმცა რა თქმა უნდა გალესილი თუა კედელი მაშინ უფრო მარტივია მონტაჟი და დუბელიც ოდნავ უფრო მყარადაა.
@sofiochubinidze1157
@sofiochubinidze1157 Год назад
გამარჯობათ ფასადის ხელოსნის საკონტაქტო თუ შეიძლება რომ დაწეროთ
@renovationtips
@renovationtips Год назад
გამარჯობა, მომწერეთ ფბ-ში და გადმოგიგზავნით. არ ვიცი საჯაროდ რამდენად მოეწონება ნომრის დაწერა ამიტომ ამ კონკრეტულ შემსრულებელზე მხოლოდ ფბ-ში ვწერ პირადში ადამაინებს.
@NatiaKorkashvili
@NatiaKorkashvili Месяц назад
ფანჯრის ირგვლივ მოწითალო ფერის რა გაიკრა?
@renovationtips
@renovationtips 28 дней назад
ვიდეოს რომელ წუთზეა ?
@NatiaKorkashvili
@NatiaKorkashvili 12 дней назад
24 :45ზე.
@renovationtips
@renovationtips 12 дней назад
@NatiaKorkashvili ფანჯრების გარშემო არის კუთხოვანა ფასადის, რომლის მეშვეობითაც ფანჯრის კუთხეები გამოდის სწორად და კუთხოვანას აქვს გვერდებზე არმირების ბადე.
@besiklomidze9988
@besiklomidze9988 Год назад
სპეციალური წებოცემენტი უნდა თუ ჩვეულებრივი წებოცემენტი? მიკვრისას გამოყენებული წებოცემენტიც და გალესვის დროსაც გამოყენებული წებოცემენტი ერთიდაიგივეა?
@renovationtips
@renovationtips Год назад
მისაკრავად სჭირდება სპეციალური წებოცემენტი, ბადის ჩასაძირად და გასაშპაკლად სპეციალური სხვა, და ფაქტურის მისაღებად კიდევ სხვა.
@besiklomidze9988
@besiklomidze9988 Год назад
@@renovationtips გაიხარე მადლობაა
@renovationtips
@renovationtips Год назад
@besiklomidze9988 გაიხარეთ. წარმატებები
@kakoblagidze5132
@kakoblagidze5132 8 месяцев назад
პენოპლასტის გაკვრა და და შემდეგ ყველაფერი 2 პირ ლესვამდე რა ჯდება კვადრატი?
@renovationtips
@renovationtips 8 месяцев назад
სამწუხაროდ ასე ზეპირად არ მახსოვს, მაგრამ ხარჯთაღრიცხვა არის თანდართული ვიდეოს აღწერაში და შეგიძლიათ გაეცნოთ დეტალურად.
@tamrikokhizanishvili7017
@tamrikokhizanishvili7017 Год назад
ბზარების გაჩენის მიზეზი რა შეიძლება იყოს ამგვარად გაკეთებული ფასადის?
@renovationtips
@renovationtips Год назад
ძირითადად შემდეგი 2 მიზეზია ხოლმე 1) სახლის ჯდენა 2) მაღალი ტემპერატურა ფასადის გაკეთების დროს ან ასევე პირიქითაც დაბალი ტემპერატურა .
@NatiaKorkashvili
@NatiaKorkashvili 3 месяца назад
და ამ შემთხვევაში რა არის ოპტიმალური გამოსავალი, რომ მთლიანად არ ჩამოვანგრიოთ კედელი. კორპუსის აივნის ფასადზე მაქვს საუბარი. მადლობა
@renovationtips
@renovationtips 3 месяца назад
ბზარია კორპუსის აივანზე კედელზე გაჩენილი და მაგ საკითხზე გაინტერესებთ რა უნდა ჰქნათ?
@NatiaKorkashvili
@NatiaKorkashvili Месяц назад
დიახ, და ასევე, დათბუნების გაკეთება, უკვე დასრულებულ ფასადზე როგორაა შესაძლებელი? ახალაშენებული კორპუსია. გაიკეთა ბზარები, დათბუნება არაა გაკეთებული და ვფიქრობ, მხოლოდ ჩემს ბინაზე რომ გავაკეთო. მადლობა დიდი!
@renovationtips
@renovationtips Месяц назад
@user-uz4ks1hu9n ბზარების გაკეთებასთან დათბუნება არაა კავშირში. ბზარის საწინააღმდეგო ბადე კეთდება და ის განაპირობებს ბზარების წინააღმდეგ მოქმედებას თუმცა საშუალოდ 10% ბზარები მაინც ჩნდება.
@progresi-ou4wg
@progresi-ou4wg Год назад
გამარჯობათ 20იან ბლოკზე და 30 იან ბლოკზე ცემენტი ქვიშა იგივე გიწერიათ შეცდომაა ალბათ და რომლისაა ეს რაოდენობები 20 იანის თუ 30იანის? ასევე თუ იცით 500 მარკიანი ცემენტი მაქვს ბლოკის წყობისთვის პროპორცია როგორი უნდა იყოს ყვითელ ქვიშასთან.
@renovationtips
@renovationtips Год назад
გამარჯობა, მადლობა შენიშვნისთვის, კი 30იან ბლოკზე უფრო მეტი ცემენტი და ქვიშა მიდის ვიდრე 20იანზე. რაც შეეხება პროპორციას ზოგადად 1:3 ან მაქსიმუმ 1:4 უნდა გააკეთოთ. ზოგადად 500 მარკიანი ცემენტი სტანდარტულთან შედარებით ძალიან მცირედით ძვირი ღირს ამიტომ მთავარ აქცენტს ნუ გააკეთებთ იმაზე რომ 500 მარკიანია, და ამის გამო პროპორციას ნუ გაზრდით.
@progresi-ou4wg
@progresi-ou4wg Год назад
@@renovationtips მადლობთ
@renovationtips
@renovationtips Год назад
@progresi-ou4wg არაფრის 🥳
@beqailuridze4724
@beqailuridze4724 Год назад
გამარჯობა ძველ აშენებულ სახლზე ფასადის გასაკეთებლად საჭიროა ნებართვის აღება არა?
@renovationtips
@renovationtips Год назад
კანონით კი საჭიროა. საჭიროა ფოტომონტაჟი და შეთანხმება. თუმცა 90% ადამიანების ისე აკეთებს, და მე არავინ მინახავს დაჯარიმებული, თუ ვინმე ცუდმა მეზობელმა არ გიჩივლათ ან ისეთ ფასადს არ ცვლით რაც ისტორიულია ან ისე ცვლით რომ ძალიან ყვირის და ცენტრალურ ქუჩაზეა. მე გავარკვევდი რა დამიჯდება შეთანხმება და რა დრო და რა ნერვები და შემდეგ ავწონ-დავწონიდი და ისე გადავაყვეტდი თქვენს ადგილას რომ ვყოფილიყავი.
@beqailuridze4724
@beqailuridze4724 Год назад
@@renovationtips სად უნდა მივიდე და სად უნდა განიხილონ ხომ არ იცით?
@beqailuridze4724
@beqailuridze4724 Год назад
@@renovationtips მადლობა ინფორმაციისთვის
@renovationtips
@renovationtips Год назад
@beqailuridze4724 არქიტექტორი უნდა ნახოთ, აჩვენოთ თქვენი სახლი და უთხრათ, რომ ცვლილება გსურთ და გეტყვის თვითონ მის მოსაზრებას. არქიტექტორმა ფასადის ცვლილება შემდეგ უნდა შეიტანოს მერიაში.
@beqailuridze4724
@beqailuridze4724 Год назад
@@renovationtips გასაგებია მადლობა 🙂🙂🙂
@anriione
@anriione Год назад
ჯონი მთლიანად იქსპიესის დათბუნების მინუსი რა შეიძლება იყოს?
@renovationtips
@renovationtips Год назад
ერთ მინუს რასაც ვხედავ არის ის რომ XPS აქვს დახურული ფორები, რისი მეშვეობითაც მასში წყლის შეღწევადობა ფაქტიურად ნულია, EPS აქვს ღია ფორები, რაც საშუალებას იძლევა იმოძრაოს ჰაერის ნაკადებმა ამ მასალაში.
@anriione
@anriione Год назад
ხო მაგრამ სითბოსაც ხომ უფრო ინარჩუნებს? ეხლა ვიწყებ მეც და ვფიქრონ სრულად შეფუთვას xps ით. ყველა სხვადასხვა რამეს ამბობს ზოგმა არ შეიძლებაო ზოგმა პირიქით უკეთესიაო
@renovationtips
@renovationtips Год назад
@anriiaganashvili თბოგაცემის კოეფიციენტი ერთი და იგივე აქვს ამ ორივე მასალას. XPS დამატებით შეიქმნა ისეთი ადგილებისთვის სადაც უბრალოდ EPS ვერ გამოიყენებდი. მეც ბევრი ვიფიქრე სანამ გავაკეთებდი და საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებაზე მივედი რაც ვიდეოში მაქვს.
@renovationtips
@renovationtips Год назад
EPS has a water vapour diffusion resistance of 30-70, whereas XPS reaches 80-250. Slightly more permeable to air and moisture, EPS is less resistant to water vapour than XPS. If you're looking to insulate a space prone to humidity (e.g. floors, cellars, and foundation walls), XPS is your best option.
@anriione
@anriione Год назад
ხო მესმის. 30 იანი პემზა მაქვს და დამატებით ვაკეთებ 3 იან დათბუნებას და ხან რას მირჩევენ ხან რას...
@ekazeikidze4620
@ekazeikidze4620 6 месяцев назад
ეს თეთრი გამოშვერილი შნურები რისაა
@renovationtips
@renovationtips 6 месяцев назад
დაკვირვებული თვალი გქონიათ, ეს კაბელები კამერისაა.
@saqmezefromgmail6351
@saqmezefromgmail6351 5 месяцев назад
გთხოვთ მიპასუხოთ, მშენებლობაში აგური მიიჩნევა ერთ ერთ საუკეთესო მასალად, იმ პრინციპიდან გამომდინარე ასე ვთქვათ კედელი "სუნთქავს", ამ ბოლო დროს სულ საუბარია თითქმის სრულად იზოლაციაზე, ვეღარ გავიგე უკვე რომელი ჯობია, კედელი რომელიც "სუნთქავს" თუ რომელიც სრულად იზოლირებულია?
@renovationtips
@renovationtips 5 месяцев назад
აგური კაი რამეა, თუმცა იმისათვის რომ სათანადოდ დათბუნებული კედელი მიიღოთ მხოლოდ აგური არაა საკმარისი. ადრე აკეთებდნენ აგურს 2 ფენას მერე სიცარიელეს ტოვებდნენ რაც ძირითადად ავსებდნენ დს მერე კიდევ 2 ფენა აგური. თუ ისე გააკეთებთ რომ ამის მსგავსი იყოს და პლიუს შუაში დამათბუნებელი გააკეთოთ მაგალითად ქვაბამბა კარგია. მაგრამ თქვენ ის მითხარით რა გაქვთ გადაწყვეტილი და უფრო შევეცდები სწორსდ გიპასუხოთ.
@saqmezefromgmail6351
@saqmezefromgmail6351 5 месяцев назад
@@renovationtips მადლობა გამოხმაურებისთვის, მე ვსაუბრობ კედლის გამტარიანობაზე, აქამდე ითვლებოდა რომ კედელი უნდა "სუნთქავდეს" ანუ გამტარიანი უნდა იყოს რაღაც ზღვარზე, ხოლო ახლა კი ხდება სრული საიზოლაციო საშუალებების გამოყენება. მიმიხვიდთ ალბად რასაც ვგულისხმობ.
Далее
Find The Real MrBeast, Win $10,000
00:37
Просмотров 43 млн
Find The Real MrBeast, Win $10,000
00:37
Просмотров 43 млн