Тёмный

ფოლკნერი: "აგვისტოს ნათელი" - ლევან ბერძენიშვილი 

რადიო თავისუფლება
Подписаться 81 тыс.
Просмотров 11 тыс.
50% 1

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ შედევრზე, უილიამ ფოლკნერის 1932 წელს გამოცემულ რომანზე, მოდერნიზმისა და სამხრეთული გოთიკის შედევრზე, „აგვისტოს ნათელზე“. თავის დროზე ფოლკნერმა თქვა ფრაზა, რომელმაც ბევრი ფილოსოფოსი ააღელვა: „ადამიანის მთავარი ტრაგედიაა, რომ მან არ იცის, ვინ არის“. ესაა ამ რომანის მთავარი შეკითხვაც: იდუმალებით მოცულმა პროტაგონისტმა, ჯო ქრისთმასმა არ იცის, თეთრია თუ შავი, ურევია თუ არა ზანგის სისხლი. დედამისი თავის დროზე ცირკის მექსიკელ მსახიობს გაჰკიდებია და მითქმა-მოთქმის მიხედვით, ის მექსიკელი „სუფთა“ თეთრი არ ყოფილა. რომანის მეორე პროტაგონისტი, ლინა გროუვი, თეთრკანიანი ახალგაზრდა ქალი, ალაბამიდან ორსულობის მეცხრე თვეს ფეხით ჩამოდის ჯეფერსონში, ფოლკნერის მიერ გამოგონილი იოკნაპატოფის დედაქალაქში, რომ იქ იმშობიაროს. რატომ ატარებს ლინა გროუვი ღვთისმშობლის ნიშნებს, რატომ ემთხვევა ჯო ქრისთმასის ინიციალები, ასაკი და სიკვდილის გარემოებები იესო ქრისტეს ადამიანური ჰიპოსტაზი​ს ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო დღეებს, როგორ იქცა სახარებისეული 30 ვერცხლი რომანისეული იუდასთვის, ჯო ბრაუნისთვის ათას აშშ დოლარად, რატომ ვერ იტანდნენ ჯეფერსონელები ჯოანა ბარდენს, აბოლიციონისტების ანუ, ადგილობრივების ენაზე, იანკების შთამომავალს, რატომ არ გამოუვიდა არაფერი ყოფილ მღვდელს, უიღბლო გეილ ჰაიტაუერს, რა ბედი ეწია ბაირონ ბანჩს, ამერიკელ იოსებს, - ყველა ამ კითხვას გაეცემა პასუხი გადაცემაში.

Опубликовано:

 

20 окт 2019

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 10   
@tatiagocholeishvili713
@tatiagocholeishvili713 4 года назад
უსაყვარლესი და უძვირფასესი მწერალი.
@ketevannutsubidze6156
@ketevannutsubidze6156 9 месяцев назад
ურთულესი, მაგრამ ამავდროულად უახლოესი ხელოვანი❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
@giorgimerabishvili8194
@giorgimerabishvili8194 4 года назад
ტოლსტოი, მანი და მერე ფოლკნერი
@ZurLob
@ZurLob 4 года назад
ქრონომეტრაჟი რომ გაზარდოთ ძალიან კარგი იქნება. ნახევარი საათი და ორმოცი წუთი ძალიან ცოტაა
@magnumopus7502
@magnumopus7502 4 года назад
ძალიან მიხარია ეს ავტორი რომ ასე გიყვართ, იმედია საქართველოში მისი პოპულარობა მოიმატებს
@nk1399
@nk1399 4 года назад
ყველაზე სიტყვა სავსე უცხო ენოვანი მწერალია ჩემთვის.
@Midori22222
@Midori22222 3 года назад
წაკითხვა მომანდომეთ
@GioGio-nr3vr
@GioGio-nr3vr Год назад
ამ ვიდეოს ბანი როგორ არ დაედო გასაკვირია😂😂😂 იმდენჯერ იყო ნახსენები სიტყვა ზანგი შეიძლება კოცონზე დაგწვან ბატონო ლევან😂😂😂 ძაან მაგარი ხართ წარმატებები. ყოველ საღამოს ვუსმენ თქვენ გადაცემებს
@sandrotsaava1513
@sandrotsaava1513 2 года назад
❤️❤️❤️❤️❤️
@badgeologist
@badgeologist 3 года назад
ჰაითაუერის პაპა არ მოუკლავს სარტორისს, ჯოანა ბარდენის პაპა და ნახევარ ძმა მოკლა. მე როგორც მახსოვს ჰაითაუერის პაპას თვითონ ყავდა მონები
Далее
Косплей на ГОЛОВОЛОМКА 2!
15:20
Просмотров 510 тыс.
Косплей на ГОЛОВОЛОМКА 2!
15:20
Просмотров 510 тыс.