VAU! ეს რა ვნახე! ყოჩაღთ გოგოებო! გაიხარეთ! ასე არ მისიამოვნია კარგი ხანია! აი ეს არის სიცოცხლე! ღმერთმა დაგლოცოთ!!! და სულ ასეთი მხიარულები იყავით ყოველთვის! სიყვარულით მოსკოვიდან. ლალი💋💋💋💋👍👍👍👍💞💖💖💗💝
კინტო თბილისის ქუჩების ერთ-ერთი კოლორიტული ფიგურა იყო, რომელიც განეკუთვნებოდა წვრილ ვაჭართა კლასს. გამოირჩეოდა მოსწრებული სიტყვა-პასუხით და თავისებური ჩაცმა-დახურვით (მაღალსაყელოიანი, საკინძეშემოხსნილი დაწინწკლული ჩითის პერანგი, მოკლე, შავი, ნაოჭიანი ახალუხი, უბეგანიერი მონაოჭებული შარვალი, ზოგჯერ ყელდაკეცილი „დაწყობილი ჩექმები“, ვერცხლის აბზინდიანი სარტყელი, აბრეშუმის ან ჩითის ხელსახოცით). თაბახზე გაწყობილ ხილსა და ბოსტნეულს გასაყიდად ქუჩებში თავით დაატარებდა. კინტო თბილისის ყოფას მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩა. კინტოკინტო კინტოების კასტა შუა საუკუნეების ირანში ჩამოყალიბდა. სპარსეთის სახელმწიფოში კინტოთა ორი ძირითადი კატეგორია არსებობდა: ერთნი იყვნენ ე.წ. ხელის ბიჭები, რომლებიც დიდგვაროვნების კარზე მსახურობდნენ, ან ქალაქის წყლის მზიდავებად და თამბაქოს გამყიდველებად მუშაობდნენ. სპარსეთში მცხოვრები კინტოების მეორე ნაწილი ვაჭრობითა და აფერისტობით ირჩენდა თავს. აი, რას წერს ერთ-ერთი ძველი ირანელი ისტორიკოსი: “კინტომ რომ არ მოიტყუოს, ალბათ, მოკვდება. მაგათ ტყუილი და აფერისტობა ისე აქვთ გვამში გამჯდარი, რომ ერთმანთსაც ხშირად ატყუებენ და ეს არც კი უკვირთ”. კინტოებიკინტოები ზოგი მკვლევარის აზრით, კინტოები ირანში ძირითადად სომხები იყვნენ. ზოგის აზრით, სპარსეთის იმპერია გატენილი იყო ათასი ჯურის და ჯიშის ხალხით, და კინტოს ნაციონალობის იდენტიფიკაცია არ აქვს, უფრო სექტას წარმოადგენდა, რომელთა რიგებს ყველა დეკლასირებული ფენის ხალხი ავსებდა (მათ შორის გადაჯიშებული და დასაჭურისებული ქართველიც).თბილისში კინტოები სპარსეთის ბატონობის პერიოდიდან არსებობდნენ. ისინი “როსტომ მეფემ” (მირზა ხანმა) ჩამოასახლა ქართლის ზნეობრივი გახრწნის მიზნით, რათა ირანს გაადვილებოდა ამ ქვეყნის ინტეგრირება. კინტომ ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახე მხოლოდ მე-19 საუკუნეში შეიძინა, როდესაც ირანი რუსეთმა შეცვალა და კინტოები ახალ ცხოვრებასთან შეგუებას ცდილობდნენ. თუკი ირანში კინტოების ორი კატეგორია არსებობდა, თბილისელმა კინტოებმა ყველა ის თვისება გააერთიანეს საკუთარ თავში რომელიც იმ ორ კატეგორიას ჰქონდა, ანუ ქართველი კინტო ვაჭარიც იყო, აფერისტიც და ხელზე მოსამსახურეც.ირანელი მოგზაური მეჯოდ-ოს-სალტანე 1865 წელს წერდა: “კავკასიაში ბევრი ირანული ყოფის ხალხია, ტფილისში ყველგან გადააწყდებით ირანელი კინტოებივით გამოწყობილ ნახევარკაცებს რომლებიც ხალხს ატყუებენ”.დავით ორბელიანი წერდა ”რაც თურქებმა ვერ ქნეს იმას კინტოები გვიშვრებიან! ქალაქელებს რყვნას ასწავლიან ჩვენ კი ხმას არ ვიღებთ”.იაკობ გოგებაშვილი გაზეთ “კვალ”-ში წერდა: ”ტფილისში დღეს იმდენი სასირცხვო ხალხი ცხოვრობს, სათვალავი, რო აერევა კაცსა. ქალაქში კინტო-მატრაბაზები ყველას ყვლიფავენ და შავზე თეთრს იმტკიცებიან”.საქართველოში კინტოები არაქართველები იყვნენ.