Тёмный

წიგნის განხილვა N1 - ,,იკიგაი'' 

Tsereteli
Подписаться 895
Просмотров 724
50% 1

ყდაზე უკანა მხარეს აწერია შემდეგი სიტყვები - ,,ყველას უნდა ბედნიერად და ხანგრძლივად ცხოვრება, მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას? ამ კითხვაზე პასუხი ამ წიგნში გელოდებათ. ვინც იპოვის საკუთარ იკიგაის, მიიღებს ყველაფერს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის’’. ამ აღწერის თითოეულ სიტყვას ვეთანხმები. უსაყვარლესი წიგნი აღმოჩნდა! რეალური და პრაქტიკული რჩევებით დახუნძლული. მაგრამ სანამ დეტალებში შევიდოდე, მანამდე სულ თავიდან დავიწყოთ. რას ნიშნავს სიტყვა იკიგაი? საიდან მოდის, საერთოდ რა უნდა ავტორს?
როგორც გვეუბნებიან, იკიგაი არის იაპონური ფილოსოფია, რომელიც თავის თავში მოიცავს ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოს. მოგეხსენებათ, იაპონია მსოფლიოში გამორჩეული ქვეყანაა სიცოცხლის ხანგრძლივობის კუთხით. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ოკინავას კუნძულები, სადაც 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 25 ას წელს გადაცილებული ადამიანი მოდის (რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია). სწორედ ოკინავას კუნძულების მონახულება გადაწვიტეს წიგნის ავტორებმა. ინტერვიუები ჩაწერეს 100 წელს გადაცილებულ ადამიანებთან, აკვირდებოდნენ მათი ცხოვრების წესს. კვების რაციონიდან დაწყებული, ფიზიკური აქტივობით დამთავრებული. საბოლოო ჯამში, მოახდინეს კვლევის შედეგების სისტემატიზაცია და საინტერესო კუთხით წარმოჩენა. შედეგად მივიღეთ ძალიან სასიამოვნოდ საკითხავი წიგნი, რომელიც როგორც ზემოთ ვახსენე სუპერ საინტერესო რჩევებით და რეკომენდაციებით არის დატვირთული. ეს ყველაფერი კი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში უეჭველად დაგეხმარება.
მცირე ჩამონათვალი იმისა, თუ რას შეხვდები წიგნში:
1. ჯანსაღი კვების ტექნიკა (80 %-ის საიდუმლო);
2. სტრესი და მისი გავლენა დღეგრძელობაზე;
3. ლოგოთერაპია და ცხოვრების საზრისის ძიება (ვიქტოს ფრანკლის მაგალითზე);
4. ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის მიჰაი ჩიქსენთმიჰაის ,,დინების ძალა’’;
5. როგორ ავიმაღლოთ პროდუქტიულობა და ვისწავლოთ საქმეზე ფოკუსირება;
6. შეხვდებით შთამაგონებელ ისტორიებს ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან (ბილ გეიტსი, ჰაიაო მიაძაკი და სხვები);
7. მედიტაცია და ტექნიკები;
8. იოგა და მისი სხვადასხვა ვარიაციები;
9. ინტერვიუები ოკინავას მკვიდრ ხანშიშესულ ადამიანებთან;
10. ოკინავას სასწაულებრივი დიეტა და Top 15 სასარგებლო საჭმელი;
11. სტოიციმი და ვაბი-საბის ფილოსოფია.
რა იყო ჩემთვის ყველაზე საინტერესო? მიჭირს გამორჩევა. მთლიანობაში წიგნი ძალიან მომეწონა. მაგრამ მაინც იყო რამდენიმე თემა, რომელიც განსაკუთრებულად მომეწონა:
1. ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის მიჰაი ჩიქსენთმიჰაის ,,დინების ძალა’’ - ხო გქონიათ შემთხვევა, როდესაც საქმეში ისე ხართ გართული, ვერც კი შეამჩნიეთ დრო როგორ გავიდა? ისე ხართ ფოკუსირებული და მომართული, საათები შეიძლება იმუშავოთ და დაღლილობის ნატამალიც არ იგრძნოთ. პროცესი ისე ახერხებს თქვენს ,,შთანთქმას'' ვერც კი აცნობიერებთ. მიჰაი ჩიქსენთმიჰაი ამ პროცესს უწოდებს ,,დინების'' მდგომარეობას... როცა მთლიანად გადაეშვებით პროცესში და დროის შეგრძნებას კარგავთ ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქმეს მუღამი დაუჭირეთ და დაღლილობის ნაცვლად, მას სიამოვნება მოაქვს. ამ დროს თქვენ ხართ დინების მდგომარეობაში. გვაქვს მე-2 ვარიანტიც. როდესაც ისეთ საქმეს აკეთებთ, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებთ და ჭირივით გეზიზღებათ. აქ თითოეული წუთი შეიძლება საუკუნედ მოგეჩვენოთ. როგორც აინშტაინი იტყოდა:
,,ერთი წამით მოჰკიდეთ ხელი გავარვარებულ ღუმელს და ეს დრო საათად გადაიქცევა. ახლა მიუჯექით ლამაზ გოგონას 1 საათით - ეს ერთ წამად მოგეჩვენებათ. ეს არის ფარდობითობა''.
2. ასევე, სასწაულად მომეწონა ინტერვიუები ხანშიშესულ ადამიანებთან. ავტორები ცდილობენ დაადგინონ მათი დღეგრძელობის საიდუმლო. ამ ნაწილს მთლიანი თავი აქვს დათმობილი წიგნში. გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს ინტერვიუებიდან:
,,ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო სიმშვიდეშია. შეინარჩუნეთ ახალგაზრდა გული, რომ იგი არასდროს დაბერდეს. გაუხსენით გულის კარი ადამიანებს ღიმილით“.
,,ვჭამ ყველაფერს ცოტ-ცოტას. ალბათ ეს არის ჩემი საიდუმლო. მიყვარს მრავალფეროვნება ყველაფერში, რასაც მივირთმევ. და ვფიქრობ, ასე ყველაფერი ბევრად უფრო გემრიელია’’.
,,მეზობელთან საუბარი და ჩაის სმა - ეს საუკეთესო რამაა ცხოვრებაში, და კიდევ - ერთად სიმღერა’’.
ბევრი რამის თქმა შეიძლება ამ წიგნზე, მაგრამ არ მინდა სიტყვა გამიგრძელდეს. ამიტომაც, შეჯამების სახით გთავაზობთ იკიგაის 10 მთავარ წესს:
1. იყავით მუდამ აქტიური. აკეთეთ ის რაც ღირებულია, განვითარდით და თქვენს ირგვლივ სიკეთე გააზიარეთ;
2. არ იჩქაროთ. ძველი ანდაზის თანახმად - ,,ნელა იარეთ და შორს წახვალთ’’;
3. არ დანაყრდეთ. გავრჩერდეთ მანამ, სანამ ჯერ კიდევ გვშია;
4. შემოიკრიბეთ თქვენს გარშემო საუკეთესო მეგობრები;
5. შემდეგი დაბადების დღისთვის კარგ ფიზიკურ ფორმაში ჩადექით;
6. ხშირად გაიღიმეთ;
7. აღადგინეთ კავშირი ბუნებასთან;
8. იყავით მადლიერნი;
9. იცხოვრეთ აწმყოში;
10. მიჰყევით თქვენს იკიგაის, ანუ თქვენს მოწოდებას. იმ ნიჭს, რომელიც გაქვთ. თუ თქვენ არ იცით თქვენი ნიჭის შესახებ, მაშინ თქვენ გაქვთ მისია - ნიჭის აღმოჩენა.
🔴 ფეისბუქი: / 1tsereteli
🔴 ინსტაგრამი: / tsereteli_1
🔴 ტიკტოკი: www.tiktok.com/@tsereteli1?la...
🔴 ნიუსლეთერი: tsereteli.beehiiv.com/subscribe

Опубликовано:

 

27 июл 2023

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 4   
@vakhooqruashvili2133
@vakhooqruashvili2133 Год назад
წარმატებები🎉🎉❤
@წერეთელი
@წერეთელი Год назад
დიდი მადლობა
@nanadarispanashvili-cb2bc
@nanadarispanashvili-cb2bc 2 месяца назад
სად იყიდება ეს წიგნი?
@წერეთელი
@წერეთელი 2 месяца назад
ბიბლუსი
Далее