ჩემთვის გაუგებარია დემეტრე პირველმა რატომ დათხარა თვალები თავის უნცროს ძმას ნუთუ სხვა გამოსავალი არ ქონდა! და რაც შეხება დემეტრე ნეორეს ის ჩემი უსაყვარლესი მეფეა❣❣❣🇬🇪🇬🇪🇬🇪
დემეტრეს12წლისს ნახევარ ძმა ვახტანგ ცუატა, სამწუხაროდ, იმყოფებოდა შეთქმულთა ბანაკში....ღალატი არ აპატია დიდმა მეფემ. თვალები დათხარა დავით აღმაშენებლის საყვარელ უმცროს შვილს.რა თქმა უნდა სამწუხაროა ღალატიც და დასჯაც
@@marinarostoshvili3930 12 წლის არასრულწლოვანი ძმის ასეთი სისასტიკით დასჯა აუცილებელი იყო, თუნდაც შეთქმულთა ბანაკში ყოფილიყო? გაეშვა მონასტერში, მიეჩინა მოძღვარი, აღმზრდელი, მენტორი, რომელიც თვალებს აუხელდა. ბოლო-ბოლო თვით მამამ დაუტოვა მას ანდერძად უმცროსი ძმის არზრდა და მოვლა-პატრონობა.
@@saqartvelo8823 რას გულისხმობთ? როგორც გავიგე, თქვენი აზრით, სიკვდილით დასჯა და ჩემი აზრით, კიდევ უარესი - თვალების დათხრა მისაღებია? კარგი შევეშვათ შუა საუკუნეებს, დღეს სულ სხვა დროა და ახლაც დასჯის მომხრე ხართ? თქვენ წარმოიდგინეთ, მეც! მოღალატე უნდა დაისაჯოს, მაგრამ მეორეა - ვინაა ქვეყნის მოღალატე და ვინ განსაზღვრავს ამას. ანუ სასამართლო დამოუკიდებელი და სამართლიანი უნდა იყოს, თორემ ნიკა მელიას სახელმწიფო გადატრიალებისთვის დასჯიდნენ, რომ ეცლიათ. არადა თვითონ აწყობენ სახელმწიფო გადატრიალებას შიგნიდან, დედა უტირეს და წყალი შეუყენს ძლივს აშენებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ყველაფერი ფასადური გახადეს დემოკრატიის ჩათვლით, თან ისე შეუმჩნევლად და მოგუდულად, რომ ხალხის კრიტიკულად მასა არ იმჩნევს. ამის აღსაკვეთად რა უნდა დაეპირისპირებინათ წინა ხელისუფლების დროს? ხალხი ისე იყო დამუშავებული რუსული პროპაგანდით, რომ ყველაფერს აპროტესტებდა დღევანდელისგან განსხვავებით და ივანიშვილი როგორ უნდა ჩამოეშორებინათ პოლიტიკიდან?
რატომ მალავს სიმართლეს ავტორი? არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ რატომ დასთხარა თვალები უმცროს ძმას დემეტრე პირველმა. ასევე არასწორია ის, რომ დემეტრე მეორე ცდილობდა ეკლესიის კუთვნილი ქონების დაბრუნებას, რაც პირიქით იყო - ცდილობდა, მათთვის უკანონოდ მიტაცებული უძრავი ქონება ჩამოერთმია. თითქოსდა ეკლესიასთან ბრძოლის გამო ღვთის რისხვად მოვლენილი მიწისძვრები ( რასაც მართლა ჰქონდა ადგილი) კი უბრალოდ სასაცილოა. როდემდე აპირებთ დემაგოგობას და ტვინების გამორეცხვას?