Тёмный
No video :(

🔎 ტესტი | 345 ცხენის ძალა! ახალი დიდი SUV საქართველოში | Mazda CX-90 [2023] 

AUTO BILD GEORGIA
Подписаться 6 тыс.
Просмотров 3,1 тыс.
50% 1

მაზდა ყოველთვის განსხვავებული და გამორჩეული იყო - როტორული ძრავებით დაწყებული, შესანიშნავი სპორტული MX-5-ით გაგრძელებული, თავისი ექსკლუზიური წითელი ფერით დამთავრებული. ახლა კი ჩვენს წინაშეა მაზდას დიდი SUV, CX-90, რომლითაც მაზდამ პრემიუმ-სეგმენტისკენ აღებული კურსი ლოგიკურად დააგვირგვინა.
#mazda #mazdacx90 #cx90
00:00 როგორ გამოიყურება?
01:50 როგორ უნდა შეფასდეს დიზაინი?
03:00 რამდენად ახლოსაა პრემიუმ სეგმენტთან?
04:08 რა შეუძლია?
05:15 რა ხდება მძღოლის სამუშაო მაგიდაზე?
07:57 როგორ დადის?
10:06 რას ნიშნავს მაილდ-ჰიბრიდი?
12:22 როგორ ვზივართ უკან და სულ უკან?
13:40 დასკვნა
- - - - - -
• გამოიწერეთ არხი: bit.ly/AUTO_BILD_GEO
• AUTO BILD საქართველო ფეისბუქზე: www.facebook.c...

Опубликовано:

 

29 авг 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 19   
@giorgisanikidze6914
@giorgisanikidze6914 9 месяцев назад
რა კარგი ვიდეოა 🫶 რაღაცნაირი სასიამოვნო საყურებელი და მოსასმენი. თუმცა ფული რომც მქონდეს, ამხელა მანქანას არ ვიყიდი. მარტო ავტობანზე და შორ გზაზე გაასწორებს რა. გაბერილი რო არაა და სიმსუქნე რო არ ეტყობა, ეს მომენტი კარგად დაგიჭერიათ, რო დავაკვირდი მართლა ეგრეა სხვა ბევრ ასეთ მოდელთან შედარებით.
@ratitsiklauri950
@ratitsiklauri950 9 месяцев назад
მაზდა მყავს და ძალიან საინტერესო იყო ეს ვიდეო ჩემთვის. ფაქტია რომ დიდი პროგრესი აქვს ამ ბრენდს და ალბათ ახალ მანქანაზე ისევ მაზდაზე ვიფიქრებ
@emzarigiunashvili1461
@emzarigiunashvili1461 9 месяцев назад
ორი ტონა და ორასი გრამი😂😂 კარგები ხართ. წარმატებები🫶
@autobildsakartvelo
@autobildsakartvelo 9 месяцев назад
ჩვენც ვიკაიფეთ გრამებზე და წამყვანმაც - ოღონდ მონტაჟის დროს )))
@ZexX853
@ZexX853 9 месяцев назад
ძალიან კაია❤ მაგრამ ნუ იკარგებით რა. მაგალითად თქვენი CHR ის ვიდეო სხვაგან ვნახე და აქ საერთოდ არ დევს🙏
@autobildsakartvelo
@autobildsakartvelo 9 месяцев назад
კი, კი, C-HR-საც მალე დავდებთ, სხვა, უფრო ვრცელ და "სააქაო" ვერსიას
@ZexX853
@ZexX853 9 месяцев назад
@@autobildsakartvelo ხაან კაი იქნება მადლობა ❤️
@eduardmirotadze2560
@eduardmirotadze2560 9 месяцев назад
👍
@ratitsiklauri950
@ratitsiklauri950 9 месяцев назад
აქამდე მერსედესი მყავდა და მაგრად დაემთხვა, უნდა დაფიქრდე მერსედესში ზიხარ თუ არაო… ეგრე მავიწყდება ხოლმე ზოგჯერ რომ უკვე მაზდაში ვზივარ ))))
@iraklisaluqvadze3438
@iraklisaluqvadze3438 9 месяцев назад
@liiiizzz4081
@liiiizzz4081 9 месяцев назад
mercedes და bmw საერთოდ ვერ შეედრება. ძალიან დიდი სხვაობაა. როგორ უნდა გეგონოს მერსედესში ხო არ ვზივარო 😂 მაზდაა რა
@gochamakharadze799
@gochamakharadze799 9 месяцев назад
ახსნა და განმარტება როგორც ასეთი ზალიან მევასება შენი ახსნილი პროფესიონალი ხარ რასაც გიყურებ
@giorgi3330
@giorgi3330 9 месяцев назад
ორიტონა და ორასი გრამი არაა ორი ტონა და ორასსამი გრამია სამ გრამს ნუიტყუები😂 არშემეძლო არ მეხუმრა სერიოზულად კი კაი იუთუბერიხარ და გადმოცეკის უნარი გაქ კარგი რესპექტ ჩემგან✊
@autobildsakartvelo
@autobildsakartvelo 9 месяцев назад
😍😍 ვიდეოს მონტაჟის დროს ჩვენც ბევრი ვიცინეთ მაგაზე )) და თვითონ შაკომაც, ოღონდ რამდენიმე წამის შემდეგ )) ნამეტანი გერმანელია. ზომებზე მილიმეტრული სიზუსტით რომ ლაპარაკობს ხოლმე, ხშირად ვეღადავებით, "2 სანტიმეტრით გაიზარდა" და ეგეთებზე )) ყველა სანტიმეტრს მნიშვნელობა აქვსო ))
@vasilchkhubianishvili5409
@vasilchkhubianishvili5409 9 месяцев назад
იაპონელებმა შეჭამეს მთელი ბაზარი. ფაქტია მაგარ მანქანებს უშვებენ. ვიდეო კარგია და ბევრ გამომწერს გისურვებთ
@teimurazmenteshashvili680
@teimurazmenteshashvili680 9 месяцев назад
კარგი ავტომობილია, ფერიც მომეწონა, ალუბლის ნაპერწკალი! აი, პრემიუმობის რა მოგახსენოთ?! ჩემთვის პრემიუმი მხოლოდ დიდი გერმანული სამეულია. როცა Mercedes-ს წარმოვიდგენთ მაშინვე კომფორტი და სინატიფე მოდის წინა პლანზე, BMW-ს წარმოდგენისას ბრუტალურობა, სპორტულობა, AUDI-ს წარმოდგენისას ტექნოლოგიურობა და ა.შ. რა აზრი მოგივა Mazda-ს რომ უყურებ? უბრალოდ კარგი ავტომობილი! რა არის ის რაც მას ახასიათებს? როტორის (ვენკელის) ძრავები? ვერ გაამართლა! SkyActive? მოგუდული და ნაკლებრესურსიანი ძრავები! კიდევ რა? Mazda mx5 (პიტნა)? ესეც კარგი ავტომიბილი, არაფერი განსაკუთრებული. Volvo ხომ უსაფრთხოებასთან ასოცირდება, Porsche სისწრაფე, ხარისხი და ტრადიციონალიზმია, ამერიკული ავტომანქანები ასოცირდება რვაცილინდრიან, როხროხა ძრავებთან. Mazda უბრალოდ კარგი, საკმაოდ ელეგანტური და ლამაზი ავტომობილია. პრემიუმს უახლოვდება, მხოლოდ უახლოვდება! ბევრი მარკის ავტომობილი ახლოსაა პრემიუმთან, მაგრამ დიდი გერმანული სამეული ყოველი მოდელის შემუშავების მერე ისე ზრდის მანძილს სხვა ავტომობილებთან, რომ ისინიც იძულებულნი არიან იმოქმედონ, გაუმჯობესდნენ დაკვლავ შეამცირონ მანძილი. პრემიუმ კლასის ავტომობილები ახალ სტანდარტებს აწესებენ კომფორტულობაში, სპორტულობაში, ტექნოლოგიებში. სხვები კი მხოლოდ მათკენ მიისწრაფიან! მომეწონა ვიდეო, მანქანაც მომეწონა. სხვანაირი, მსუბუქი და გასაგები, ერთი ამოსუნთქვით საყურებელი ვიდეოები იდება თქვენს არხზე. მადლობა გაწეული შრომისათვის!
@autobildsakartvelo
@autobildsakartvelo 9 месяцев назад
ჟურნალს თუ აღვადგენთ, სტატიების დაწერა თქვენც უნდა შემოგთავაზოთ 🤘
@user-lq8ne4wm2l
@user-lq8ne4wm2l 9 месяцев назад
საჯდომი სიდენია გაწიე უკან მასე ქალები დადიან რომლებსაც ეშინიათ საჭე არ გაექცეს ხელიდან.
@autobildsakartvelo
@autobildsakartvelo 9 месяцев назад
თუ დაინტერესდებით, დაგუგლეთ, როგორ არის საჭესთან ჯდომა რეკომენდებული :)
Далее
2024 Mazda CX 50 - Sound, Interior and Exterior
14:34
Просмотров 840 тыс.