Тёмный

#2 ლექცია _ რეინკარნაციის იდეა სახარებაში (ქრისტიანობაში)_ ანთროპოსოფიის შესავალი ლექციები 

ანთროპოსოფია
Подписаться 1,4 тыс.
Просмотров 8 тыс.
50% 1

ადამიანის აზროვნების (პოზიციის, მსოფლმხედველობის) 3 წყარო.
ვინ არის ხელდასხმული?
სახარების ავტორები, როგორც ხელდასხმულები.
სახარება, როგორც ჭეშმარიტების პირველწყარო.

Опубликовано:

 

11 май 2018

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 21   
@yadnyavalkya
@yadnyavalkya Год назад
საინტერესოა. ისე, ოქროპირთან წამიკითხავს ადრე, რო აი, "ელია", იმიტო უწოდა რაბიმ იოანეს, რო მაგალითად, სახარებას ახასიათებსო, როცა სხვისი სახელით მოიხსენიებაო სხვაო. მაგალითად, თუ კარგად ატარებს ადამიანი მანქანას შეიძლება დაუძახო "შუმახერი". ელიაც, როგორც იყო შემამზადებელი დანიშნულების და იოანეც, რადგან იყო მსგავსი ფუნქციისა, ამიტომაც უწოდა რაბიმ ეგრე. ოქროპირთან ესე ეწერა.
@deathlyhallow9490
@deathlyhallow9490 Год назад
უამრავ რამეში მოვყვები გარდა ინკარნაციისა, მაშინ რა აზრიაქ ცოლ-ქმრობას და რატოა საიდუმლოება საერთოდ, ან რა ფასიაქვს ვეღარ ვხდები ერთგულებას თუ სხვა ცხოვრებაში ვიღაც ახალი იქნება. პლუს მაგას ელია და ენოქი არ მომკვდარა, ახალც კოსმოსშია და ჟამს ელოდება აქ დაბრუნების. არვიცი ხელდასხმულები რას ხედავდნენ მაგრამ ვფიქრობ მთელ გენეტიკურ კოდს აღვიძებდნენ და მასში ჩაბეჭდილი ცოდნა ამოჰქონდათ. მეც მქონია მსგავსი ფრაგმენტული გახსენება უძველეს ნახატებს თუ იეროგლიფებს ვხედავდი, კადრებად გადადიოდა, ერთ-ერთი ზუსტად მახსოვს მაგარამ ახლა არაქვს მნიშვნელობა. მინდა სიღრმისეულად შევისწავლო ანთროპოსოფია მაგრამ ინკარნაციის იდეა სრული აბსურდია ჩემთვის :/
@user-ck7cu8op7o
@user-ck7cu8op7o Год назад
ქრისტე პირდაპირ ამბობს მათეს 11-14-ში და 17-12,13, რომ იოანე არის ელია, ანუ ადრე ცხოვრობდა როგორც ელია, შემდეგ დაიბადა როგორც იოანე, ამაზე ნათელი და უცხადესი მაგალითის მოყვანა შეუძლებელია. თანაც ქრისტე ამას ასეთი ფორმით ამბობს: "თუ მიღება გსურთ, იოანე არის ელია", ანუ, ადამიანს თუ არ სურს, არ დაიჯერებს. რას ნიშნავს არ სურს? მისი შინაგანი განწყობა ამ იდეას ეწინააღმდეგება, ამიტომ თავისი პოზიციის გასამართლებლად იწყებს ამ იდეის საწინააღმდეგო აზრების მოძიებას. რეინკარნაციას ადამიანი ან უნდა ხედავდეს, ან მას უჯერებდე ვინც ხედავს, ან გულწრფელად უნდა აღიაროს, რომ მე ეს არ ვიცი. დანარჩენი საკითხები, ამის შემდგომი მსჯელობის საგანია.
@zazagelashvili1497
@zazagelashvili1497 Год назад
ზოგადად შეიძლება არსებობს მართლა რეინკარნაცია და "მუშაობს" მაგრამ, ქრისტიანობაში არამგონია, სწორადაც არ მიმაჩნია. რატომ? ქრისტიანობაში პიროვნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, პიროვნების ვინაობას. პირადად თვითონ იესო პიროვნულობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ქრისტიანობაში რეინკარნაცია გონებით, აზროვნებით თავიდან დაბადებას ნიშნავს (ჩემი აზრით) და არა ფიზიკურად, დღეს კაცი ხარ, ხვალ ქალი, ზეგ ვხოველი, ფრინველი და ასე შემდეგ... ამდენი გარდაცვალება-დაბადების შემდეგ სად არის შენი პიროვნება, ვინა ხარ შენ, ქალი, კაცი თუ თუ რომელიმე ცხოველი?..... თუ გვჯერავს ბიბლიის მაშინ რატომ შექმნა ადამი ღმერთმა თავის მსგავსად, თუკი მისი პიროვნული ვინაობა გაურკვეველი იქნებოდა?.. იესომ უთხრა ადამიანებს, ვინც მე გამომყვება ის მამასთანაც იქნება და ჩემთანაც, მამის მარჯვნივ ვიქნები და ადამიან ჩემს გვერდით... აქ ვინ არის ნაგულისხმევი, რომელი პიროვნება, ქაცი, ქალი, ცხოველი თუ ფრინველი?.. რა თქმა უნდა ის პიროვნება ვინც ნამდვილი ქრისტიანია! ამიტომ მე ვფიქრობ რეინკარნაცია არსებობს მაგრამ ქრისტიანებისთვის არა! ქრისტიანს ეპატიება თუ გულით ნანობს და ინარჩუნებს თავის პიროვნებას. თუ არ ეპატიება ღმერთის მხრიდან მაშინ მე ვფიქრობ რეინკარნაციის მოლოდინში გადადის...
@user-ck7cu8op7o
@user-ck7cu8op7o Год назад
ქრისტიანულად გაგებული რეინკარნაცია ნიშნავს: 1) იმას რომ სწორედ პიროვნება გადადის ერთი ცხოვრებიდან მეორეში, თავისი დაგროვებული ცოდნით, გამოცდილებითა და ძალით და ამ ყველაფერს უმატებს ახალ ცოდნას, ძალასა და შესაძლებლობებს. რადგანაც ქრისტიანობის მიზანია პიროვნების გასრულყოფილება, ამაღლება ინდივიდუალობამდე, ანუ ძე-კაცის სიმაღლემდე. ახალ ინკარნაციაში იცვლება მხოლოდ ფიზიკურ ეთერულ ასტრალური სხეულები, ანუ რაც ადამიანის ინდივიდუალობის, ანუ სამშვინველისა და სულის მხოლოდ სამოსელს წარმოადგენს. 2) ქრისტიანულად გაგებული რეინკარნაციის თანახმად ადამიანი მხოლოდ ადამიანად იბადება!
@zazagelashvili1497
@zazagelashvili1497 Год назад
@@user-ck7cu8op7o სქესს არ ააქვს მნიშვნელობა, ქალი შეიძლება კაცად დაიბადოს და კაცი ქალად?.. მე ვფიქრობ უნდა ჰქონდეს. რატომ? გასაგებია თქვენი თეორიიდან გამომდინარე რომ სხეული სამოსელია.... მაგრამ, არალოგიკურად მიმაჩნია, ხან კაცი იყო და ხან ქალი... იმიტომ რომ მნიშვნელობას კარგავს, ინდივიდუალობას კარგავს ყველა სულიერი ქალიც, კაციც, ცხოველიც, ფრინველი ... გამოდის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქალი იქნები, კაცი თუ ცხოველი ... როდესაც იესო მოვიდა დედამიწაზე, ის რსაც მოქმედებდა, ამბობდა.... ხალხს მაგალითს აძლევდა... აქედან გამომდინარე, ის რომ აღდგა ისევ იმ სხეულით აღდგა. (ესეც ხომ მაგალითია? თუმცა მას ყველაფერი შეუძლია) მაშინ როგორიც იყო, მეორედ მოსვლის დროსაც ზომ ისეთივე იქნება, რა თქმა უნდა სხვა სხეულით არ იქნება და არ იტყვის რომ სხვა სხეულით მოვედიო.... რატომ ვამბობ ამას, იესო რასაც აკეთებდა ის ხალხისთვის მაგალითი იყო და ამავე დროს პარალელებიც შეიძლება გავავლოთ... ადამიანები როდესაც აღდგებიან ხო ისევ იმ სხეულით აღდგებიან? სიზმარი მაგალითად შეიძლება ვთქვათ რომ არაფერია... მაგრამ მე ვფიქრობ არის რაღაც (ისევე როგორც იტყვიან გემოვნებაზე არ დავობენ.... სწორედაც რომ გემოვნებაზე დავობენ) რატომ არის რომ გარდაცვლილს ისევ იმ სახით ვხედავთ სიზმარში და არა სხვა სხეულით? მხოლოდ შეიძლება ვნახოთ უფრო გაახალგაზრდავებული, კარგად რომ გამოიყურება, ისევ იმ სხეულით... მითუმეტეს თუ შენ მასზე საერთოდ არ გიფიქრია, სულ სხვა ადამიანი რომელიც შენი ნათესავიც კი არ არის...
@user-ck7cu8op7o
@user-ck7cu8op7o Год назад
@@zazagelashvili1497 ძალიან ბევრ თემას ეხებით ერთდროულად, თითოეული მათგანი გრანდიოზული თემებია და ამ რეჟიმში ისედაც ძალიან რთულია ყველაფერზე ამომწურავი პასუხის გაცემა, ამიტომ ჯობია ჯერ ერთ საკითხზე ვისაუბროთ, კონკრეტულად ინკარნაციაზე: სრული ადამიანი ეს არის ქალური და მამაკაცური საწყისის სინთეზი. თავიდან ასე იყო, მაგრამ შემდეგ მოხდა გაყოფა (ევას შექმნა ნეკნისგან) ცალკე ქალი და ცალკე კაცი არ არის სრული ადამიანი. ქალური საწყისი ჩვენში (ქალშიც და კაცშიც) არის ის რას არის მიმღები, ანუ ჩვენ ვსწავლობთ და ვიმეცნებთ ქალური საწყისით, ანუ ვნაყოფიერდებით, ამას ჩვენში ქვია - სამშვინველი, რომელიც არის მიმღები. მამაკაცირი საწყისი ჩვენში არის ის რაც არის გამცემი, შემოქმედი - ამას ეწოდება - "მე", იგივე სული. შემოქმედება, ანუ გაცემა, ანუ ქმნადობა ხდება სულიდან, ანუ მეობიდან. სულიერი ძალებით განაყოფიერება, შემეცნება სამშვინველიდან. კაცი უფრო ძლიერად არის გამოხატული მეობაში, ქალი უფრო სამშვინველში, ამიტომაც ადამიანი ჰარმონიული განვითარებისთვის თავის ინკარნაციებში მონაცვლეობს ერთხელ ქალად იბადება, მერე კაცად, თუმცა ეს არ არის დოგმა, შეიძლება ზედიზეც ქალად, ან კაცადაც დაიბადოს.
@user-ck7cu8op7o
@user-ck7cu8op7o Год назад
@@zazagelashvili1497 ხოლო თავად რეინკარნაციის იდეის მართებულობას, ამას თავად ქრისტე ასაბუთებს მათეს 11-14-ში და 17-12,13, როცა ამბობს რომ იოანე ნათლისმცემელი იყო ელია წინასწარმეტყველი.
@zazagelashvili1497
@zazagelashvili1497 Год назад
@@user-ck7cu8op7o ბატონო სულიკო, თქვენს რამოდენიმე ლექციას მოვუსმინე და ბევრი რაღაცეები ისე გავიგე როგორიც მეც ესეთი წარმოდგენები მაქვს ჩემი ცოდნიდან და ლოგიკიდან გამომდინარე... (თუმცა მე ისეთი არაფერი ცოდნა მაქვს, მაგრამ რაც მაქვს და როგორიც მაქვს იქიდან გამომდინარე მჯერავს რაც მჯერავს) რეინკარნაციას ვერ ვიჯერებ ქრისტიანებისთვის, რადგან ჩემს პიროვნებას ვეღარ ვხედავ, ჩემი პიროვნება იკარგება და კითხვა ჩნდება, მე ვინა ვარ, მე ვინ უნდა ვიყო?.. მაგალითად; ბუდისტური გაგებით ადამიანი როდესაც "ზღვაში" შედის ის ზღვას ერწყმის, ანუ ის ზღვა ხდება. (მისი პიროვნება იკარგება) ქრისტიანული გაგებით, ადამიანი ისევ ადამიანად რჩება ზღვაში. (მისი პიროვნება არ იკარგება. ანუ ღმერთში რჩება იმ პიროვნებად ვინც იყო) ის გასაგებია თქვენი მხრიდან რომ ადამიანი შიგნიდან ვინც არის ის არის და მხოლოდ სხეულებს იცვლის... მაგრამ ჩემი აზრით არასწორი უნდა იყოს რადგან, ის ყოველი სხეულიც ხომ სხვადასხვა პიროვნების გამომხატველია, ყოველი ახალი სხეული ხომ სხვადასხვა პიროვნების ფორმაა, ხან ქალი, ხან კაცი და სხვა და სხვა პიროვნებები?.. (თუ სხეული არაფერს ნიშნავს, რატომ ითვლება თავის მოკვლა ცოდვად?) სხეულსაც ხომ აქვს მნიშვნელობა, ის ხომ შარვალი არ არის გაიხადო და მოისროლო... იესო რომ აღდგა ხომ ისევ იმ სხეულით აღდგა?.. ლაზარე ხომ ისევ იმ სხეულით აღადგინა იესომ?.. სხეული ხომ ფორმაა სულისა? ანუ სანამ სული პირველად სხეულს მიიღებს ხომ უფორმოა სული, მას ჯერ ის პიროვნული ფორმა ხომ არა აქვს, როდესაც სხეული ყალიბდება და ფორმას მიიღებს პიროვნების სულიც შესაბამისად იმ სხეულის ფორმისა ხდება და ის პიროვნება არის უკვე როგორის ფორმისაც არის სხეული?.. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ არასწორი იქნება ქრისტიანებისთვის რეინკარნაცია, რადგან ქრისტიანობისთვის პიროვნულობა აუცილებელია და ნომერ პირველია.
Далее
Вопрос Ребром - Субо
49:41
Просмотров 1,4 млн