Тёмный

bacho zaqaidze vajkacebis qarqashi ვაჟკაცების ქარქაში 

bacho zaqaidze
Подписаться 2,9 тыс.
Просмотров 19 тыс.
50% 1

ვაჟკაცების ქარქაში.
ეძღვნება ამირან ჯანჯღავას
საქართველო არის, თითქოს, დიდი ქვევრი,
იწურება შიგნით ერთად ცუდიც, კარგიც,
რაც ცუდია ილექება სულ მთლად ქვევით,
რაც კარგია გვერგება და წვეთს არ ვკარგავთ.
აქ ღრუბლები ცხვრის ფარას გავს დილით მთაში,
ხანაც ნაბადს წამოხურულს მხრებზე მწყემსის,
თუ რწმენა გაქვს მთის მწვერვალზე ფრთებსაც გაშლი
და ღმერთის ხმა სამოთხიდან ლოცვად გესმის.
გლეხის სახე ნაოჭებით თუ გინახავს?
გეგონება ნაპრალებში ჩასდის მტკვარი
და ამ მტკვარში ეჭიდება თითქოს ბრმად ხავსს
ასი ათას მოწამეთა წმინდა კვალი.
ქართველობა, არა როგორც ეროვნება,
ქართველობა არის დიდი ტრადიცია,
- თუ გინახავს მტერს რა გულით ეომება,
დარწმუნდები - არსად ასე არ იბრძვიან.
აღარ ვრეკავ საქართველოს გლოვის ზარებს,
რადგან ნაღდი ქართველები მყვანან გვერდზე
სხვის რა გითხრათ, ჩვენ ასეთად გავიზარდეთ,
ამ მიწის და ამ მთა-ბარის იქით ვერ ვძლებთ.
უსამშობლოდ არსაით არ დავიძვრებით,
რა უჭირს, რომ დაფლეთილი ჩოხა გვეცვას.
საძირკველი გავიშენეთ გმირთა ძვლებით
და თვალები ღვთისმშობელის არის ზეცა.
არ იქნება მთის სიწმინდე არ გვახსოვდეს,
მერე რა თუ ჩვენი ბუდე ქალაქშია.
აქ გმირები არ კვდებიან არასოდეს,
ჩემი მიწა ვაჟკაცების ქარქაშია.

Опубликовано:

 

9 сен 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 16   
@xatiasulaberidze07
@xatiasulaberidze07 10 лет назад
საამაყო ქართველები ხართ ბიჭებო!!!
@tamunabucxrikidze9585
@tamunabucxrikidze9585 10 лет назад
აი ეს არის ჩემი საქართველო, რომელიც ასე ძალიან მიყვარს! თქვენ კი ნამდვილი ქართველები ხართ! იარეთ დალოცვილებმა!
@OtosPage
@OtosPage 10 лет назад
შესანიშნავი ლექსი, შესანიშნავი ქართველის მიერ შესანიშნავ ქართველს
@lashazhorzholiani7479
@lashazhorzholiani7479 10 лет назад
Genacvale chemi dzma, rogorc yvela leqsi esec sauketesoa da racmtavariasauketeso adamians edzgvneba
@tamarjamarishvili9145
@tamarjamarishvili9145 10 лет назад
საამაყო ქართველები ..♥
@giorgimetreveli3300
@giorgimetreveli3300 10 лет назад
genialurobaa :))) bravoo
@irinakisamxarauli8948
@irinakisamxarauli8948 10 лет назад
სასწაულიი ადამიანიი..!
@tylapigrutu
@tylapigrutu 10 лет назад
Unichieresi adamiani xar :*
@anichakvetadze5473
@anichakvetadze5473 10 лет назад
აქ გმირები არ კვდებიან არასოდეს
@lanatsiramua3039
@lanatsiramua3039 10 лет назад
"ჩემი მიწა, ვაჟკაცების ქარქაშია"
@iamgeorgian5200
@iamgeorgian5200 10 лет назад
bacho gvtisgan dalocvili yopiliyavi meamayeba shenistana qartveli, saqartvelos gamarjveba iyos mravaljamier
@skarkletskarlet3903
@skarkletskarlet3903 10 лет назад
sul sul vusmen-shinagania da aucilebeli...yvela leqsi,natqvami tu ubralod amonatqvami...
@vasogoginava4661
@vasogoginava4661 10 лет назад
გასაოცარია
@vakojabuavakojabua7580
@vakojabuavakojabua7580 7 лет назад
მუსიკის ლინკი მინდა
@lashatoradze4379
@lashatoradze4379 9 лет назад
?
@lashatoradze4379
@lashatoradze4379 9 лет назад
აუუ ამ მუსიკის სახელი არ იცით
Далее
Dropping In from the Clouds 🌁
00:17
Просмотров 1,4 млн
დილის ლოცვა - dilis locva
20:11
Просмотров 795 тыс.
dialogi gmerttan  HD
4:39
Просмотров 695 тыс.