შენზე ნაზი ოცნება ახლა ჩემი მხლებელი, ვერ დაგივიწყო ვერ შეძლო გულმა შეუძლებელი. მინდა დილა გაგიზღაპრო, გაგიარაკო ტკბილიაო სიყვარული გელაპარაკო. ღიმილი არ მოიშორო ტურფა ქალო მზისთვალო, სიყვარულის მზეს ვფიცავარ მე თუ გადაგიყვარო. თოვლი დნება გაზაფხული მოსვლას აპირებს ია ხარ და მოდი გული გამიაპრილე. მერე რა, რომ წლები ცაში მიფრინავენ მერცხლებად, გეფიცები ჩემს სიყვარულს, თმაც არ შეევერცხლება. თოვლი დნება გაზაფხული მოსვლას აპირებს, ია ხარ და მოდი გული გამიაპრილე.