Тёмный

Nickolos - ვიპარავ წამებს 

Nickolos
Подписаться 141
Просмотров 2,4 тыс.
50% 1

IG: / nickolos13
Mix & Mastered : Nickolos
Prod by : EMITE
Lyric :
მარადისობიდან ვიპარავ წამებს რომ შევერკინო წარმავალს
სიგიჟეს მწამებენ ოსტატს და მარგარიტა ესწრება კარნავალს
სანამ მივყვები ავსულთა დერეფნებს შენ გასწავლიან რევერანსს
ჩემი ნაწერი აღსრულდა ვაცოცხლებ გარდაცვლილ რენესანსს
ვიცი სულ სხვა არსებით სულ სხვა არსებობის გავხდები მოწმე
გამქრალი მატერიით მივხვდები სივრცეც მე ვარ და დროც მე
არ უნდა დასცილდეს სხეული სულს რომ არ გავდეს სნეულს
რომ არ ჰგავდე სნეულს როდესაც დასცილდება სული სხეულს
ამ სანსარას წრებრუნვაში რამდენი სიკვდილი და სიცოცხლეა
ვარ სანსარას სპირალში სადაც ზიდჰარტა და ქოქოსის ხეა
სულის ჭიდილი სამყაროსთან სხეულს ამსგავსებს მარკინალს
ვფურცლავდი წიგნებს ვეძებდი თავს და მივაგენი მარგინლას
ისევ უსიერი ტყე ოღონდ აკუტა გავა სადაც ქრება ობიექტური
რჩება ტყე და აბსურდთან დავა სიმბოლიკაა მგონი კელტური
სადაც კვდება აბსულუტი გონება ყველაფერს აფარდობითებს
როდესაც იწვის ჟაკ დე მოლი ისვრის წყველის ალგორითმებს
იცვლება სამყარო მოჭედილი ლალით მარგალიტით ბროლითა
ირევა სამყარო პერსონაჟებად და სტავროგინს ხვდება ლოლიტა
ვხედავ იმპრესიონიზმი ცოცხლდება მოდერნისტულ ტილოზე
ამ სიურეალიზმში სალვადორ დალია ამხედრებული სპილოზე
კვლავ მიზეზშედეგობრივი ჯაჭვები ქმნიან კანონზომიერებას
არ იქნება თავისუფლება თუ არ მოაშორებ კანონს ცნობიერებას
ვინ იწერება სიცოცხლის წიგნში და ამ წიგნიდან ვინ იშლება
ვიხედებოდით სხვა მხარეს და გამოგვრჩა რამდენი მინიშნება
ხედავ, როგორ იღვრება ილუზიის წვეთები რეალობის გუბეში
როგორ ემღვრევა თვალები სინამდვილეს ცრემლიან გუგებში
სანამ ელოდები ბედინერებას და ფიქრობ რომ დრო განახებს
გეტყვი დრო ფარდობითია რასაც დრო ქმნის დრო გადახევს
დრო გატარებს სიცოცხლიდან სიკვდილამდე ოდისევსივით
და თან ამ ზღვებში გიძღვნის ზურგის ქარს ოდეს ზევსივით
აჰა მისდევ ფიქრებს სადაც მარადისობის სიშიშვლე გითრევს
იხსენებ მითებს ხანდახან აქლემს ნემსის ყუნწს და მდიდრებს
ამ აზრთა სიღრმეს უსივრცო სივცეს სიბრძნესთან სინთეზს
იხსენებ მას ვინც ჰგავს ვერ დამახსოვრებულ სიზმრებს
ანუ საკუთარ თავს ქვეცნობიერში უხაზავ ანბანით სახელს
რადგან არავინ იცის ვინ ხარ ვერავინ იხსენებს ადამის სახეს
სანამ ადამის სახე დაკარგულია ადამიანი სახე დაკარგულია
შენშია თავისუფალი ნება მაგრამ ეგეც განებით განკარგულია
განკარგულია გაგნებით რომ მარადისობის კარი ციური შრეა
აქ არ არსებობს სწორი და არასწორი რადგან ყველაფერი წრეა

Опубликовано:

 

9 сен 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 1   
@Librael-prod
@Librael-prod Месяц назад
🔥🔥🔥🧠
Далее
Nickolos  - კარცერი ლუქსი
2:53
Просмотров 1,1 тыс.
лучшая покупка в моей жизни
00:41
Сказала дочке НЕТ!
00:24
Просмотров 1,2 млн
Nickolos - ალგორითმებში
2:09
Просмотров 2,1 тыс.
PVPFLOWSEASON2: IVA G vs BXNNY 1/2
30:29
Просмотров 554 тыс.
TAHA - ბალანსი (prod. HaruTune)
2:27
Просмотров 275 тыс.
PVP FLOWSEASON2: NIKKI SLOW vs BXNNY • Final
33:02
Просмотров 486 тыс.
лучшая покупка в моей жизни
00:41