Тёмный

Sf-x - საქართველოდან (Prod. HaruTune) 

Zaza Nozadze
Подписаться 126 тыс.
Просмотров 4 млн
50% 1

#Album - #თბილისიდან /#TbilisiDONE
ა ლ ბ ო მ ი ს ყ ი დ ვ ა !!!
zazanozadze.bandcamp.com/rele...
Prod. by HaruTune
Mixing/Mastering: HaruTune Productions!
Track 23
Official Facebook page:
/ director56
Official Instagram page:
/ zazanozadze56
საქართველოდან
ყველა კუთხეს სოფელს, ყველა წინაპარს
ვინც გვშობეს, მერე თვალით არ გვინახავს
ვისი წყალობითაც დღეს შენ ვიღაც ხარ
ის გინახავდა შენ, შენ რას ინახავ
ვიცი არსი მრწამსის, ვიცი
ფასი მშობლის და შთამომავალი ვარ ვისი
ყვარელში ილიასი მხვდება ჩანახატი
და ათასი აზრი, სხვიტორში - აკაკი
რუსთავში შოთას კალამს ვინ შეუდარებს
ბოლნისში სულხან-საბას მოკითხვას უბარებს
მსოფლიოს ყავდეს ყველას თავის დედოფალი
ხოლო ჩემი დედოფალი - მეფეა და ქალი
თუ მემუქრებიან ნგრევით, მშვიდად ველი
- იღიმის ჩემში აღმაშენებელი
თუ ვინმე ენას მართმევს, მოსულა ცუდ დროს
- მე არა ჩემში ფარნავაზს გაესაუბროს!
ცხრა შვილის დედა და მანამდეც ქვრივი
და მარაბდის ჟლეტა და არავინ ტირის
ცხრავეს სიკვდილს ხედავს, თავის მიწის ფასად
შენც დამშვიდდი დედა, თუ შვილი წავა მსგავსად!
ქალი შიგნიდან ლამაზი, არა - გველის სამოსით
ძვირფასო, ბიჭებთან ვარ - არაგველი სამასი
ძვირფასო, მოვალ გვიან, მანამდე ლექსს გიტოვებ
მანამდე ვაჟა მქვია, ფშავში რომ მიპოვე
შენ ხომ გიყვარს ლექსი, იცი მისი ძალა
შენ მეძახი მეფეს, ემოციებს რომ ვერ მალავ
იქ სადაც იყო გალა, ნუთუ არ იციან
რომ თუ მეძახი მეფეს, ჩემი გვარი - ტაბიძეა!
გამოვიღვიძე აქ, მახსოვს დამატრიალა
- ცისფეყანწელებს რომ ავუწიე ფიალა
და ეხლა რასაც გწერ, აზრმა თავში რომ მომიარა
თითქოს ვიღაც მკარნახობს, აბა თავად კი არა..
ძვირფასო, მშვიდად აქ ვარ - ყაზბეგში ღამეს ვათევ
დილით ვდგებით ადრე - მე და ალექსანდრე
მერე დაისი, გეზი - ქუთაისი და რატომ?
- დავსვი კითხვა ვინ ვარ და კი არ მითხრას, მაგრძნობინოს ლადომ
ვუხდი კახს დიდ მადლობას დღეს
რომ არ ვუხდი ხარკს ბაბუაჩემის მკვლელს
მერე ისევ მონობიდან მონობა, კვლავ დავუძვერით
რითი გავუძელით, რა იყო საფუძველი
ჭავჭავაძე! სმენა!
„ენა, მამული და რწმენა!“
ჭავჭავაძე! სმენა!
„ენა, მამული და რწმენა!“
ერთობა და ძმობა ადგებოდა ერს
ერთობას და ძმობას ახვედრებდნენ მტერს
საუკეთესო თავდაცვა - სულ ომი, სულ ძარცვა
ჩვენ ვახვედრებდით - ვინც ვართ და რაც ვართ
ხომ გითხარი დედა, ნუ იტირებ მაშინ
თუ შვილი შენი მომკლეს აპრილის ცხრაში
შენ ხომ ზუსტად იცი, იქ რისთვის მივდიოდი
ნუ იტირებ, გთხოვ! - სიკვდილის წინ ვიღიმოდი!
რადგან დამიძახეს პირველად - თავისუფალი
ჩემს შვილს უთხარი, რომ მეც იქ ვიყავი
მას ხომ ვეღარავინ ეტყვის რომ - მონა არი
მისია მომავალი, მისიაა - მომავალი!
გილოცავ მორჩა ომი, ძლივს ომი შეწყდა
ვიკმაროთ ომი, ვიზრუნოთ ვინც შეგვრჩა
მამაჩემმა თუ დაამხო, რაც იყო დასამხობი
ჩემო ძმაო, ჩემს ძმასთან რა მაქვს გასაყოფი
ყოფდნენ ერთ თხილს ადრე ბაბუაჩვენები
ჩვენი წინაპრები, სხვა დანარჩენები
- ძალა ერთობაში, ერთობაშა ძალა!
ათასჯერ გვაჩვენებდნენ, ხომ არის ნაჩვენები!
ნეტავ, რას ფიქრობენ ისინი, ნამდვილი მამაცები
მე რომ გებრძვი შენ და შენ რომ მე მებრძვი
ჩემო ძმაო აქ ვარ - მე ჩემი ძმაკაცებით
შენც მაჩენე ძმობა და მერე მე ვიცი
ჩასაფრებული ვინც მისმენს, ვინც მისაფრდება
ჯერ გაანალიზე, თუ ამით ვის აკლდება
რატომ გსურს გამაქციო ან გამანადგურო
როცა ერთად უნდა ვცადოთ გაქცეული დავაბრუნოთ
ვაჩვენოთ, რომ მტრობა მხარდაჭერით შეიცვლება
მოკლედ დავაჯეროთ, რომ აქ ცხოვრებაც შეიძლება!
მიქრის წლები გადის - ფიქრი ემიგრანტის
- ყველასათვის ერი, ერი ყველასათვის!
ილია გვიბარებს - ხიდი გავამთელოთ
ჩატეხილი ხიდი - ანუ საქართველო
აკრძალული ხილი - უბრალოდ გადავთელოთ
რაც შეგვინარჩუნეს - უბრალოდ გავაგრძელოთ
ჩემო ძმაო, აჰა შენც ძმობის ხელი
ჯარისკაცო აქ ვარ, ჯარისკაცი გელი
მეგობარო ეგო შენშივე დააძინე
შენგან კი არ გააგდო, უბრალოდ გააცილე
ერთი გობით წყალს თუ სვამენ მეგობრები
ნუ ვიქნებით ერთმანეთის გემზე მეკობრეები
ჯერ დაკარგული ერთმანეთი დავიბრუნოთ ბევრმა
რომ დაკარგული დავიბრუნოთ ერმა!
მოკლედ, ჩემო ძმაო, გასაყოფი რა გვაქვს
ძლივს თავი გაგვაქვს, ილიას გვამი დაგვაქვს
ჭავჭავაძის მკვლელი დადის დღესაც, ის გასრისე
ჭავჭავაძის მკვლელი - ჭავჭავაძისვე გამზირზე!
ერთობის მოღალატე, თუნდაც ნათესავი
ძირს! ციხის შიგნიდან გამტეხავი
თორემ დღესაც რა გამოლევს იუდებს
ძმას რომ მტერს ოცდა-ათჯერ ოცდაათ ვერცხლად მიუგდებს
ვისაც შეეშალა - ერთი შანსიც კიდე
თუ ისევ შეეშალა უბრალოდ მოერიდე
ოღონდ თუ კი შეცდა ადამიანმა რომ იცის ხოლმე
შენც ხომ ცდები ხოლმე - გაგებით მოეკიდე
მხოლოდ ერთ ომს ვუერთდები საღად, ფხიზლად
ომს - რომელიც მშვიდობას ისახავს მიზნად
მხოლოდ ერთ ომს - ერთობისთვის ისიც
ყველა მებრძოლს - განურჩევლად იყოს ვისიც!
- ჩემს თბილისს და საქართველოს ყველა ქალაქს
ყველა კუთხეს სოფელს, მოკლედ მთელ ქვეყანას
შენს უბანს, ჩემს უბანს, ერთ უბანში
როცა ვნახავთ, ვქთვათ: ძალა ერთობაში!
მე ჩემი, სხვამ თავის, შენ შენი წილი
ძვირფასო, მე ვარ კარგად, როცა შენ იცინი
ძვირფასო, აქ ვარ უკვე, უკვე დაგიბრუნდი
და არა ერთადერთი - ერთიანი გუნდით!
მამა გავიგე შენი შვილი სკოლაშიც მისმენს
და იყავი მშვიდად ცუდს არავინ არ უბიძგებს
ცუდისაკენ არა, ვუსურვებთ განათლებას
შენს ოჯახს ღმერთის ძალას, შვილში გამართლებას!
ხოდა დროა ჟამი ჟამს
შვილს შენს უთხრა
- შური შორს, სჯობს!
მტრობა შობს მტრობას
მტრობა შორს!
მამი, შენს უფრო გაიგებს
ნამი ველს
ნამი ველს..
„თბილისიდან“
- 2018

Видеоклипы

Опубликовано:

 

22 дек 2018

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 958   
@Yoongi_BTS77
@Yoongi_BTS77 2 месяца назад
2024 რამდენი ხართ?
@chugrika
@chugrika 2 месяца назад
სერიოზული ტრეკია❤
@ninia_nina1840
@ninia_nina1840 2 месяца назад
👋🏻
@Makunaprodeuli
@Makunaprodeuli Месяц назад
დღემდე აქ
@nataliagelenava
@nataliagelenava Месяц назад
Სულ ამას ვუსმენ
@takomarojangirashvili631
@takomarojangirashvili631 Месяц назад
კი მეც ვუსმენ
@mamukatodua7331
@mamukatodua7331 3 года назад
2022ramdeni xart?❤️
@gamemania9257
@gamemania9257 3 года назад
აქ ვარდნა😅❤
@Someone-ll3rb
@Someone-ll3rb 2 года назад
Mamuuk she dzvelo
@DINAMO635
@DINAMO635 3 года назад
ადამიანი 6 წუთში საქართველოს ისტორიას ასე რომ გადმოსცემ გენიოსი ხარ აბა რა ხარ ❤️ 2021 წელია და მაინც #1 ტრეკია ❤️💪
@user-vp3qv3qz5h
@user-vp3qv3qz5h 3 года назад
@DINAMO635
@DINAMO635 3 года назад
@@user-vp3qv3qz5h ნამდვილად...
@user-vp3qv3qz5h
@user-vp3qv3qz5h 3 года назад
@@DINAMO635
@giozibzibadze5633
@giozibzibadze5633 3 года назад
უნდა დავაფასოთ ასეთი ადამიანები
@user-vp3qv3qz5h
@user-vp3qv3qz5h 3 года назад
@@giozibzibadze5633 ბევრი აფასებს ბევრი არ აფასებს ძმა
@gvantsanikoleishvili
@gvantsanikoleishvili 5 лет назад
იშვიათია ამ ჟანრში მსგავსი შინაარსის და მაღალი ხარისხის შემოქმედება მოისმინო. მსმენელს ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მადლობა, ეს ძალიან კარგია
@JERRYUSI
@JERRYUSI Год назад
2023 წელია და მაინც #1 ტრეკია✌🏾უბერე ზაზუშ❤️
@Itselgufool
@Itselgufool 5 лет назад
ამ სიმღერით ეროვნულზე ისტორია ჩავაბარე❤
@nikadundua1703
@nikadundua1703 2 месяца назад
😅😅😅😅😅😅😅😅😅😅😅😅😅😅😅
@yagami5859
@yagami5859 5 лет назад
ეს არის ხელოვნი ადამიანის ხელწერა, ეს არის ხელოვნება! ❤️ ძმამ საქართველოს ისტორია გააცოცხლა... ❤️ - საქართველოდან! 🇬🇪 პ.ს ისტორია - "გადაწერილია".
@reperime5245
@reperime5245 4 года назад
ვამაყობ რომ ეს საქართველოში მოხდა❤
@ikagabunia7463
@ikagabunia7463 3 года назад
Samayoa namdvilad, vusmen jruanteli mivlis 100%♡♡
@maiackhakaia4921
@maiackhakaia4921 2 года назад
😁
@Mary-by4wz
@Mary-by4wz 5 лет назад
ხალხოო დააფასეთ ეს კაცი ცხოვრებაში
@dato5673
@dato5673 4 года назад
Fb?
@akibaki8176
@akibaki8176 Год назад
😂
@akibaki8176
@akibaki8176 Год назад
100 წლის მერე, mary როგორ ხარ? დდდდდდდ😅
@nonikachagalidze1305
@nonikachagalidze1305 6 месяцев назад
🦷💛💛💛💛🦷
@iraklimetreveli5068
@iraklimetreveli5068 4 месяца назад
2024 წლის მარტი და ისევ ისე ასწორებს❤️ ზაზა ოქრო კაცი ხარ✊🏻❤️
@matikashepherd8669
@matikashepherd8669 5 лет назад
ეს სიმღერა ისეთი სუპერქმნილებაა რო საქართველოს თვითრწმენას უმატებს დიახ საქართველოს, და კიდე უფრო იმედიანს ხდის., ტექსტის ავტორს ბრავო უბრალოდ, ბიტიც ძაან უხდება ამ ყველაფერს, ( ილია ჭავჭავაძე LOVE )
@datozurashvili3170
@datozurashvili3170 3 года назад
გავა წლები და ეს სიმღერა უფრო დაფასდება ❣️
@lukiane97
@lukiane97 5 лет назад
ეს არის საუკეთესო დასასრული'ს დასაწყისი 👌🙏💟
@lerimarkhulia3383
@lerimarkhulia3383 5 лет назад
ჭავჭავაძე სმენა! ენა მამული და რწმენა!
@ioaneshanava1212
@ioaneshanava1212 2 года назад
გავა წლები და შენზეც იმღერებენ, როგორც ქართველი მეფე რეპერი❤️✌️
@user-vz7eo3ct3g
@user-vz7eo3ct3g 6 месяцев назад
იმედია დიდი ხანი იქნება ცოცხლების სიაში 😂
@user-vz7eo3ct3g
@user-vz7eo3ct3g 6 месяцев назад
რო ბევრი მაგარი რამ დაწეროს და გარეპოს
@rezokapanadze9965
@rezokapanadze9965 5 лет назад
ყველა ქართველი მიყვარხართ
@maria_b011
@maria_b011 5 лет назад
"თუ მემუქრებიან ნგრევით,მშვიდად ველი,იღიმის ჩემში აღმაშენებელი"
@user-tx2bf5zh2i
@user-tx2bf5zh2i 4 месяца назад
2024❤❤ და სამუდამოდ ზაზუშ❤❤❤
@psycho1991
@psycho1991 4 месяца назад
Georgian Hip-Hop Top scorer all time 🔝
@_PING1000_
@_PING1000_ 3 месяца назад
2024ა და მაინ #1 ტრეკია❤
@tornikem3892
@tornikem3892 Год назад
ყოველ მოსმენაზე მბურძგლავს, ბრავო ზაზა ♥️🙏
@vaxtangiwiklauri6141
@vaxtangiwiklauri6141 3 года назад
რამდენჯერაც მე მაქ მოსმენილი ეს ტრეკი იმდენი გამომწერს გისურვებ😂😍
@Ado_Ado10
@Ado_Ado10 Год назад
Da mec
@user-rn4zx9rw4w
@user-rn4zx9rw4w 2 месяца назад
დილის 8საათზე ამას ვუსმენ მანქანაში,სიტყვებს ვუკვირდები და მეამაყება საქართველოს ისტორიაც და ეს კაციც! 2024!!!
@DiMa-de5jy
@DiMa-de5jy 5 лет назад
Zaza გილოცავ დაბდღეს💓💓💓💓 ტრეკზე სიტყვები ზედმეტია... (ისტორიას დარჩება) #პატივისცემაზაზას ! N1 ხარ ! 👑💯
@trezernager6766
@trezernager6766 3 года назад
შენ ქრისტიანი ხარ! ჭეშმარიტად ❤
@nero7792
@nero7792 5 лет назад
მეფე ხარ ვინც მეთანხმება like ამ კომს ❤️
@user-zv5tz1sf1e
@user-zv5tz1sf1e 5 лет назад
56like :DD
@nero7792
@nero7792 5 лет назад
@@user-zv5tz1sf1e 😄
@Unknown-mj5ci
@Unknown-mj5ci 5 лет назад
83
@SuperDolcha
@SuperDolcha 5 лет назад
PiKoLa es tu mefea FuLA god
@nero7792
@nero7792 5 лет назад
@@SuperDolcha kvelas tavisi azri akvs..
@archiljaparidze1723
@archiljaparidze1723 5 месяцев назад
ჩშშ ჭავჭავაძე სმენა! ენა, მამული და რწმენა👍🙃
@giorgizautashvili3809
@giorgizautashvili3809 5 лет назад
,,მსოფლიოს ჰყავდეს ყველას თავის დედოფალი, ხოლო ჩემი დედოფალია,მეფეა და ქალი"....
@user-fv6ko5rq2g
@user-fv6ko5rq2g 4 года назад
პიზდეცცც!!! 2020? აქ ხართ???
@funnychannel5164
@funnychannel5164 3 года назад
21 :)
@tanjulouchiha6324
@tanjulouchiha6324 3 года назад
21
@beqmen4386
@beqmen4386 3 месяца назад
2024 აპრილი აბიტურიენტი მე და თემებს შენი ტრეკების დახმარებით ვწერ❤️ გენიოსიხარ
@akoakoo8541
@akoakoo8541 2 месяца назад
დაწერა ისტორია ადამიანმა ამას ქვია ნიჭი ღმერთისგან ნაბოძები ბრავოოოო❤️❤️❤️
@deadpool-mc6dr
@deadpool-mc6dr 4 года назад
Legenda xar da legendad darchebi zazushhhh veravin shegedrebaaaa
@akira26265
@akira26265 5 лет назад
გილოცავ დაბადების დღეს საუკეთესოს გისურვებ ყველაფერს ბედნიერი ყოფილიყავი ქრისტისთან ერთად 🖤🖤🙏
@shalvabartyulashvili3026
@shalvabartyulashvili3026 5 лет назад
xalxo archevnebze 56 unda shemogvexaza 😵😵
@creativeforever5844
@creativeforever5844 3 года назад
lelo fu
@user-es4gp9rp1b
@user-es4gp9rp1b 3 года назад
Q
@user-es4gp9rp1b
@user-es4gp9rp1b 3 года назад
Bfidgi
@tornikeputkaradze3860
@tornikeputkaradze3860 3 года назад
საქართველოს დიადი ისტორია 6:04 წუთში ჩატია. მგონი ყველაზე კარგი ტრეკია რაც ოდესმე მომისმენა. უბრალოდ სააოცარი ტრეკია!!!
@kimamoto
@kimamoto 5 лет назад
მეორე გალაქტკიონ ტაბიძე ხარ💗 მეფე!
@zurazura167
@zurazura167 5 лет назад
დაწყებიდან დასასრულამდე სულ ჟრუანტელი მივლიდა საღოლ ზაზუშ♥️♥️♥️
@tatocxadadze5599
@tatocxadadze5599 Год назад
უკვდავი ჰიტია 💫 თითქმის 2023 🖤
@iraklitchanturia6046
@iraklitchanturia6046 5 лет назад
Yvelaze tesli albomi!❤mokitxva atenidan 😉❤
@georgegeorge6129
@georgegeorge6129 Год назад
istoriis swavla mezareboda xolme da amis mosmenis mere didi shemartebit daviwye ❤ madloba❤
@natiamakhauri244
@natiamakhauri244 5 лет назад
მოკითხვა ფშავიდან ... ნოზაძე
@anuki721
@anuki721 5 лет назад
ეს ის ზაზაა, რომელსაც დიდხანს გვიმალავდი. ყველა ნამუშევარში, სული და გულია ჩადებული. მეამაყები! 💟
@akira26265
@akira26265 5 лет назад
ეს და მიტოვებულო სახლი საუკეთესო ტრეკებია ალბომიდან🖤🖤🔥🔥
@Tkveoba1993
@Tkveoba1993 5 лет назад
ყველა უმაგრესია
@akira26265
@akira26265 5 лет назад
@@Tkveoba1993 ratqmaunda magram me es ori momewonaa vafshee magrad
@Tkveoba1993
@Tkveoba1993 5 лет назад
@@akira26265 ნუუ ხო მე ეს და ეპილოგი
@Tkveoba1993
@Tkveoba1993 5 лет назад
და მიტოვებული სახლიც
@akira26265
@akira26265 5 лет назад
tu dasangrevia kide
@SeNsei_7862
@SeNsei_7862 4 месяца назад
2024ში რამდენი ხართ?❤
@irakli_99
@irakli_99 4 месяца назад
❤❤
@papunagiorgadze4658
@papunagiorgadze4658 3 месяца назад
👍👍👍
@alekomchedlishvili3103
@alekomchedlishvili3103 5 лет назад
დავაფასოთ ეს კაცი,შედევრებს ქმნის 🥰🥰👏🏻
@UnitedStates264
@UnitedStates264 2 месяца назад
ზაზა, თუ ამას ოდესმე წაიკითხავ, ერთ-ერთი უნიჭიერესი და უძლიერესი რეპერი ხარ!!! უდიდესი Respect! სიგიჟეა ❤
@natame7265
@natame7265 5 лет назад
ეს არის ხელოვნება, უძლიერესია ❤❤❤❤
@magdavashaymadze9350
@magdavashaymadze9350 5 лет назад
საქართველოს ისტორიის კითხვა თუ არ გინდათ და გეზარებათ მოუსმინეთ ზაზას 😂
@merabkiknadze7112
@merabkiknadze7112 5 лет назад
100%
@soraelkiasking2790
@soraelkiasking2790 4 года назад
@@gogamezvrishvili5235 წარსულ ჩორტებს ნუ მახსენებ
@destoryern2676
@destoryern2676 4 года назад
@@gogamezvrishvili5235 ჩასაფრებული ვინც მისმენს, ვინც მისაფრდება ჯერ გაანალიზე, თუ ამით ვის აკლდება :DDD
@Zamtaradze
@Zamtaradze 3 года назад
😅👍
@ninokhachidze1482
@ninokhachidze1482 3 года назад
სიტყვებიც ზედმეტიაა❤ აი ცრემლები რომ მოგდის და ისე რომ უსმენ💖
@user-nu9sm2pc1v
@user-nu9sm2pc1v 5 лет назад
yvelazee klasni xar
@pedant9614
@pedant9614 5 лет назад
"სიკვდილის წინ ვიღიმოდი"ძლიერია ძლიერი.
@datunakorkelia5677
@datunakorkelia5677 4 года назад
დღესაც ვუსმენ, და დღესაც მბურძგლავს, აი ყველა მოსმენაზე მბურძგლავს...
@animemusicvideosproduction6288
საქართველოდან ❤️❤️❤️
@guramkhuzmiashvili1770
@guramkhuzmiashvili1770 Год назад
2023 და 15 წელი შენი სიმღერებით უძერსკესი ხარ ზაზუშს😎❤️
@cloudaa4216
@cloudaa4216 2 года назад
zaza geniosi xar ....wow superrr !!!
@mariambichiashvili6713
@mariambichiashvili6713 5 лет назад
6 წუთის მანძილზე წამითაც კი არ მომბეზრებია მოსმენა,,, ძალიან მაგარია❤❤🔥🔥 კარგია რომ არსებობებ ადამიანები ვისაც წარსული და წარსულის გმირებჯ გამოაქვს საზოგადოებაში❤🔥
@gigagangava8473
@gigagangava8473 5 лет назад
ვისაც სკოლაში გეზარებათ სწავლა მოუსმინეთ მეფეს 😂💞ზაზა ნოზაძეს ! 👑🖤
@bukachitadze2470
@bukachitadze2470 5 лет назад
Xoar gadaob saswauli iyo 🙌🏻🙌🏻🙌🏻
@ogdizzy5604
@ogdizzy5604 5 лет назад
მშვენიერი ალბომი იყო 💕
@gigagangava7922
@gigagangava7922 3 года назад
თუ გეზარებათ სკოლებში ისტორიის სწავლა უბრალოდ ამას მოუსმინეთ და გეყოფათ რომ შთააგონო შვილებს "საქართველოს ისტორია" 🖤
@zurazura167
@zurazura167 5 лет назад
აქეთ გაგვიკეთა საჩუქარი კაცმა დაბადების დღეზე 😄გილოცავ ძმაკაც♥️
@George-rr1ih
@George-rr1ih 3 года назад
უბრალოდ გასაოცარია ❣️
@bebero4951
@bebero4951 5 лет назад
შეუდარებელია ეს კაცი ! 💕
@user-eo5fn4uy6u
@user-eo5fn4uy6u 5 лет назад
ამ ტრეკის მოსმენის დროს აქაურობიდან ძაან შროს ვარ..დროში ვმოგზაურობ
@gegechadato
@gegechadato 5 лет назад
ამ ტრქსტზე ცრეკლები და ბოღმის გორგალი თუ არ მოგაწვა, ესეიგი საშველი ხარ. ზაზა ქადაგებაა ძმაო ეს, ქადაგება.
@araushavs
@araushavs Месяц назад
უდიდესი სიმღერაა თარგმნოს ნებისმიერმა მოისმენს საქართველო რას წარმოადგენს. უძლიერესი ქვეყანა და ერი ვართ.
@Halliwicktherapy
@Halliwicktherapy Год назад
იშვიათი ტრეკია, ალბათ ბევრ წელს გაუძლებს და ვერასოდეს ვერ მოიბეზრებს ხალხი, respect !
@levaniavaliani4926
@levaniavaliani4926 3 года назад
შენ გულს ვენაცვალე❤️ კარგო ადამიანო! ზურგის ქარს გისურვებ
@aleksandregulua8831
@aleksandregulua8831 4 года назад
ზაზა ნოზაძე ჩემო ძმაო დიდი მადლობა ყველაზე დიდი სიმართლე თქვი რაც ყველა ნამდვილი ქართველის გულშია
@araushavs
@araushavs 2 года назад
უძლიერესია ♥
@tatobagrationi7952
@tatobagrationi7952 3 месяца назад
გაუმარჯოს საქათველოს და ჩემ ხალხს...❤❤❤
@raminikuridze9951
@raminikuridze9951 2 года назад
არტისტი, რომელიც ყოველთვის მომდევნო ტრეკს წინა ტრეკზე ძლიერს ქმნის! ყველა ტრეკი რო საუკეთესოაქ! ბრავო ზაზა
@steplianni9714
@steplianni9714 5 лет назад
„ ბოლნისში სულხან-საბა" ❤❤❤❤
@strong8598
@strong8598 5 лет назад
იმდენად სიღრმეა ზაზა შენს შემოქმედებაში რომ ყველა ვერ მისწვდება ფსკერს , გაძლება უნდა !!! 💖💖💖
@bad910
@bad910 3 года назад
ყველაზე თესლი ტექტია✌️✌️✌️
@grigoltsintsadze5140
@grigoltsintsadze5140 Год назад
ყოველი წლის მატებასთან ერთად გაიზრდება ამ ტრეკის ფასი❤ 29.03.2023
@user-dh4jt5hn4t
@user-dh4jt5hn4t 3 года назад
2021ეს ტრეკი არ ბერდებააა ❤️❤️
@jabsonmunich3078
@jabsonmunich3078 5 лет назад
Bravo Bravo!!
@tamtatserediani9932
@tamtatserediani9932 5 лет назад
საღოოლ 🖤🖤❤❤
@lukabochorishvili9952
@lukabochorishvili9952 5 лет назад
wina albomi xo dzan dzerski iyo mara es sul sxvaa😍😍
@penguyn6470
@penguyn6470 5 лет назад
Luka Bochorishvili რომელი წინა ალბომი?
@aleksandregulua8831
@aleksandregulua8831 4 года назад
ქართული რეპის გალაკტიონი ხარ ბრატ გვეამაყები ნამდვილ ქართველებს
@georgekurdadze3334
@georgekurdadze3334 2 года назад
ამ სიმღერას რომ ვუსმენ ტანში მაჯრიალებს ისეთი სიამაყის ემოციები მაწვება , საღოლ ზაზა საამაყო ქართველი ხარ ძმაო 👏👍
@levanilakia4932
@levanilakia4932 4 года назад
maladeeec zazaa N1
@animemusicvideosproduction6288
როდესაც უბრალოდ სიტყვები არ გყოფნის მაგრამ რამენაირად კარგი მაინც უნდა დაუწერო ❤️❤️❤️ მიაწექი ჯიგო❤️❤️❤️
@rezijafaridze9646
@rezijafaridze9646 2 года назад
შე ხარ ნამდვილი ქართველი რეპერი და შენით ვამაყობ ძმაო❤❤❤❤
@akapela2178
@akapela2178 5 лет назад
შეუდარებელი ქართველი რეპერია ეს ადამიანი !! 🎤🎤
@giorgibagdasariani4367
@giorgibagdasariani4367 2 года назад
უდიდესი სიტყვები , ტკივილი და სული ❤️ respect 🫡
@chobby3135
@chobby3135 3 года назад
მიყვარხარ ზაზა რეპის ღმერთი ხარ და საქართველოს ისტორია გააცოცხლეს ამ სითყვებით
@veronicamumladze8279
@veronicamumladze8279 5 лет назад
გენიალურად დასრულებული 23 დღიანი სამოთხე... 😔👑💜
@BEBERODAGELA
@BEBERODAGELA 2 года назад
ღმერთმა გვიმრავლოს ესეთი ქართველები
@SHakhalaia
@SHakhalaia 5 лет назад
გენიაა ეს ადამიანი ♥
@tornikeshubitidze7613
@tornikeshubitidze7613 5 лет назад
საოცრებაა უბრალოდ საქართველოს მთლიანი ისტორიაა
@avtandilnacvlishvili2264
@avtandilnacvlishvili2264 4 года назад
ჭავჭავაძე სმენა! ენა მამული და რწმენა!
@pajigrunge
@pajigrunge 5 лет назад
ra tesli beatiaa 🔥🔥
@nikanika4869
@nikanika4869 3 года назад
იმენაა ქართული ტრეკიაა ბრავო !!!!
@tengokakitashvili8390
@tengokakitashvili8390 4 года назад
პოეტი გალაკტიონის მერე👑
@user-fe9pl7lp1z
@user-fe9pl7lp1z 5 лет назад
ისტორიის გაკვეთილები ამ ვეშით დაიწყოს სკოლებში ✊✊💛💛 გილოცავ ბრო ✊✊💛💛 მადლობა 💛
@kakikapanadze5101
@kakikapanadze5101 2 года назад
💚 საუკეთესოა...
@melkostyle
@melkostyle 4 года назад
🙌🙌 გენიალურია 👏👏
@GALAXY-vf9rx
@GALAXY-vf9rx 3 года назад
,,თუ ვინმე მემუქრება ნგრევით, მშვიდად ველი.. ..იღიმის ჩემში აღმაშენებელი.."
@user-vp3qv3qz5h
@user-vp3qv3qz5h 3 года назад
თუ ვინმე ენას მართმევს მოსულა ცუდ დროს მე არა ჩემში ფარნავაზს გაესაუბროს
Далее
ТЫ С ДРУГОМ В ДЕТСТВЕ😂#shorts
01:00
SPILLED CHOCKY MILK PRANK ON BROTHER 😂 #shorts
00:12
Sf-x & Lara - Hypnose (Prod. Cas)
3:13
Просмотров 105 тыс.
KayaKata - Yoda feat. Jeronimo
5:24
Просмотров 4,2 млн
BABILONI - Momeci Dzala (official video)
3:43
Просмотров 16 млн
PVPFLOWSEASON2: IVA G vs YOUNG MIC 1/4
30:41
Просмотров 440 тыс.
MGZAVREBI - Sakartveloa
3:31
Просмотров 3,1 млн
Sf-x - პატრიოტი "ზაზები"
3:48
PVPFLOWSEASON1: MOSKA vs TAHA (FINAL)
35:14
Просмотров 952 тыс.
Молодой Платон - МОЯ ДЕВОЧКА
2:29
GODZILLA
2:09
Просмотров 810 тыс.