მდევარი ვარ შავი ქურქით ნათება მერქვა მე ფიქრების ნაზი ნელი ღრუბელი შენ განდე არადა ვიცი უკვე ჰორიზონტს გაცდი დღეს რაკი სულის სამშვინველო ფეხები გამითბე მომეცი ნება დაგიმახსოვრო ამით მე თვალები შენი მუქი დახუჭვას აპირებს იცდის საუბარს აპირებს ფურცელზე ნელა დამიხატავენ ნაპირებს ლურჯი ცა , მოგიყვება ღმერთის დანაპირებს ისვრი მდევარი მაცვია ლოყაზე მუქი წითელი შუქი ანთია სარკეში დანახულს არაფრად არ თვლიან.
ჩემმა ძმაკაცმა მანახა ეს მუსიკა პირველად, ახლა 13 ივნისის 07:15 ია თბილისში, ვუსმენ ამ მუსიკას,ვუყურებ მშვიდ ცას და გისურვებთ ყველას ვინც ამას წაიკითხავთ იყოთ ბედნიერები და იცხოვროთ თქვენი საუკეთესო ცხოვრება. გაბედეთ და ქენით,თქვით ის რაც აქამდე ვერ გაბედეთ 💜
2022 წლის 5 დეკემბერია, სიცხიანი ავადმყოფი ვწევარ საწოლში, ფანჯრიდან ჩანს ლამპიონზე როგორ ფიფქავს... ბედნიერი ვარ რომ მიყვარს და ვუყვარვარ და თუ წლების შემდეგ ამ კომენტარს შევხვდები უბრალოდ გამაბედნიერებს წაკითხვა და სევდას არ მომგვრის💖!
ჩემი ცხოვრების ერთერთ ყველაზე რთულ პერიოდში ვუსმენ ამ სიმღერას და რაღაცნაერ მოტივაციას მაძლევს რომ არ დავნებდე დარწმუნებულივარ ამ კომენტარს მომავალში თუ ვნახავ ვიამაყებ ჩემი თავით რომ ამასაც გავუძელი. წარმატებები ყველას.
2022 წლის 28 დეკემბერია, საღამოს 9 ის ნახევარია და მივდივარ თბილისიდან ბათუმში, რიკოთზე თოვდა, მაგისტრალზე წვიმს, მე კი ასეთი ბედნიერი ვარ, ადამიანმა რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს მეორედ დაბადება მამცნო, იმედია 10 წლის მერე, შემოვალთ და ჩვენს შვილებს წავუკითხავთ ამ კომენტარს. გისურვებთ ყველა იყოთ ისე, როგორც მე ვარ ახლა.
ნახევარ წელზე მეტი გავიდა. ეს სიმღერა შენს თავს მახსენებს, ამიტომ ვერ ვუსმენ. ბევრ ადამიანს შევხვდი მას შემდეგ, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში, თურმე ეს შენ იყავი, ყოველთვის შენ ხარ. ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს როცა ამას განგება ისურვებს, ამ სამყაროში თუ არა, სხვა სამყაროში მაინც. ''თვალები შენი მუქი დახუჭვას აპირებს''
ფრანგმა 12 წლის ბავშვუნამ მთხოვა, ქართული სიმღერა მომასმენინეო. დინამიკი მოიტანა. მართლა ბევრი ვიფიქრე,რა შეიძლება,მოწონებოდა მისი ასაკის , ფეხბურთში ჩემპიონ ბავშვს რიტმულად და ბოლოს ეს ჩავურთე. თვალები გაუბრწყინდა და შეინახა სიმღერა 💞
კაროჩე ახლა არი 2024ის 17 მაისი‚ ღამის პირველი საათია‚ გარეთ წვიმს და ქუხს‚ ვწევარ საწოლში და ამ სიმღერას ვუსმენ თან იმ ერთადერთ გოგოზე ვფიქრობ რომელიც ჩემი ცოლი გახდება
2023 წლის 26 იანვარია, 10 დღე გავიდა ჩემი დაბადების დრიდან. ვზივარ თბილად და ვუსმენ ამ მუსიკას, თან ბუხარში ვუყურებ ცეცხლს, როგორ გიზგიზებს. შენ მახსენდები და თან ჩემი გულის ცემა ამ სიმღერის ტემპს ემთხვევა. მენატრები... ვიცი ამ მელანქოლიური ჰამგების მოსმენისას სულ შენ გამახსენდები 💘
ადამიანმა ვინც ეს სიმღერა მომასმენინა პირველათ, თავი შემიყვარა იმის მეუხედავათ რომ ჯერ თვითონ გიჯდებოდა ჩემზე და ეხლა საერთოდ აღარ ვაინტერესებ მაგრამ ვერ ვანებებ თავს იმაზე ფიქრით რომ ერთ დღეს იქნებ ისევ ისე შევუყვარდე. ეს სიმღერაა ერთადერთი რაც მახსენებს მის სიყვარულს და თავს არ მანებებინებს მაგრამ ეს სიმღერაც ისე შემიყვარდა ვერც ამას ვამებებ თავს, და ვარ ჩამკვდარი ამ ორს შორის.
მეუბნებოდი ამ სიმღერის მოსმენისას შენ მახსენდებიო შემდეგ კი ისე გაქრი ჩემი ცხოვრებიდან რომ მე ვერაფრის გაკეთება შევძელი და ახლა მე ვუსმენ ამ სიმღერას და მახსენდება ერთად გატარებული თითოეული მომენტი💜💜
დღეს 19 ივნისია აივანზე ვარ და ვუსმენ ამ სიმღერას რომელიც მამშვიდებს❤ წლების მერე ამ კომენტარს თუ ვნახავ ძაან ბედნიერი ვიქნები როცა გავიხსენებ დღევანდელ დღეს❤
I went to the magneti store in Kutaisi 15 minutes before it closed and heard this track there. The guys did an inventory for this song. I got high on the sound, then shazam, making a purchase and going home to the music of this cool band.
biwebo magrebi xart magari mevasebit dges gavige tqven shesaxeb da ai ravi magra damevaser da tqvengan ufroda ufro met lamaz simgeras da alboms velodebi
2023 წლის ივნისი, ჩემი დაბადების დღე :) დილის (შუაღამის) 2 საათი ვზივარ ფანჯარასთან, ვუსმენ ამას და მისწორდება, თუმცა ბევრ რამეზე გული მწყდება ;) იმედია მომავალი უკეთესი იქნება