ქართული ჯგუფი - ვიტამინი / Georgian group - Vitamin
სერიალი "ჩემი ცოლის დაქალების" soundtrack
Lyrics :
ჩემი ოცნების გემი გასცდება ამ ჭუჭყიან ნაპირებს
და გაუყვება გზას, რომელიც ერთმანეთს გვაშორებს,
გაარღვევს იმ ზღვის ტალღებს, რომელიც მე
ცხოვრების ამღვრეულ გუბეს მაგონებს.
დატოვებს იმ ნაპირებს, რომელიც მე
თბილ ქვეყნებში გაფრენილ ჩიტებს მაგონებს,
გაყინულ ხელებს, გაყინულ თვალებს და
გაყინულ ტუჩებზე კოცნას მაგონებს.
ჩემი გემი გაშლის აფრას და იალქნებს
გადაცურავს ცხოვრების მღვრიე წყლებს
მიადგება შენს მწვანე ნაპირებს რომელიც
ჩემი ოცნების კუნძულს მაგონებს
შენ ხარ ჩემი ოცნების მუზა,
მე შენს კუნძულთან მინდა, რომ ჩავუშვა ღუზა,
რადგან შენ ხარ მხოლოდ შენ.
ის კუნძული, რომელზეც ერთად ვცხოვრობდით ჩვენ
ახლა რატომღაც მხოლოდ გეკუთვნის შენ,
ცხოვრობ მარტო, არავინ გიშლის ხელს,
ვერავინ არღვევს შენს ტეროტორიულ წყლებს.
ვერავინ გიცდის და ვერ გითბობს ხელებს,
ვერავინ კოცნის შენს თაფლისფერ თვალებს
და იმ სიტყვებს ჩემს მეტი ვერავინ გეტყვის
რომელიც მხოლოდ გეკუთვნის შენ...
შენ ხარ ჩემი ოცნების მუზა,
მე შენს კუნძულთან მინდა, რომ ჩავუშვა ღუზა,
რადგან შენ ხარ მხოლოდ შენ.
შენ ხარ ჩემი ოცნების მუზა,
მე შენს კუნძულთან მინდა, რომ ჩავუშვა ღუზა,
რადგან შენ ხარ მხოლოდ შენ.
4 дек 2012