Тёмный
ბიზნესის უნარ-ჩვევები დაწყებით განათლებაში
ბიზნესის უნარ-ჩვევები დაწყებით განათლებაში
ბიზნესის უნარ-ჩვევები დაწყებით განათლებაში
Подписаться
G-PriEd-ის ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არის დაფინანსებული, ის პროგრამის საპილოტე 39 საჯარო სკოლის დაწყებით I-VI კლასებში 2015 წლიდან ხორციელდება და მოსწავლეებს სთავაზობს უნიკალურ საგანმანათლებლო გამოცდილებას, რომლის შედეგადაც მოზარდები უკეთ გაიგებენ და აღიქვამენ ბიზნესის სამყაროს, რომელში ჩართვაც მათ ელით სკოლის დასრულების შემდეგ.

ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის მიზანია, ადრეული ასაკიდან მოსწავლეებს განუვითაროს ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, ლიდერობა, დაგეგმვა და სხვა.
Комментарии