Тёмный

G-PriEd პროექტი ქალაქ თბილისის #64-ე საჯარო სკოლაში/13.04.2016 

2016 წლის 13 აპრილს, სსიპ. ქალაქ თბილისის #64-ე საჯარო სკოლას, აშშ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ტომას მილია, აშშ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი, დაგლას ბოლი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური ეწვივნენ.
სკოლაში ვიზიტისას სტუმრები აშშ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში, ბიზნესის უნარ-ჩვევებისა და კითხვის გაკვეთილს დაესწრნენ, ასევე გაეცნენ პროექტის ფარგლებში მიმდინარე საგაკვეთილო პროცესს. მათ სსიპ. ქალაქ თბილისის #64-ე საჯარო სკოლის დირექტორისაგან, თამარ მამსიკაშვილისგან, პედაგოგებისა და მოსწავლეებისაგან მიიღეს ინფორმცია როგორ ეხმარება პროექტი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მათემატიკის, კითხვისა და ბიზნესის უნარ-ჩვევების გაძლიერების კუთხით, ასევე რესურსებით მდიდარი, მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილების შედეგია ბავშვების აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში და კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების შეძენა.
„აშშ. საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მზადაა დაეხმაროს საქართველოს და შესთავაზოს ახალგაზრდებს, ქვეყნის მომავალ ლიდერებს, ძლიერი და მოსწავლეზე ორიენტირებული განათლება,” - განაცხადა აშშ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, თომას მილიამ.
შენიშვნა: აშშ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) ორიენტირებულია კითხვისა და მათემატიკის უნარების გაუმჯობესებაზე I-VI კლასებში. პროექტი საჯარო სკოლებში 2011 წლიდან ხორციელდება.

Опубликовано:

 

11 сен 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии    
Далее
The Most Elite Chefs Ever!
00:35
Просмотров 8 млн