Тёмный
No video :(

გომისმთამდე მისასვლელი გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს 

ინფრასტრუქტურის სამინისტრო
Просмотров 459
50% 1

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის 21 კმ-მდე (კმ13-კმ32.6) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. ამ ეტაპზე, უკვე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და მთაგორიან, დაუსახლებელ რელიეფზე გადის. გზა ბჟუჟჰესის ტერიტორიაზე იწყება და გომისმთის საკურორტო დასახლებაში სრულდება. შესაბამისად, ამ მონაკვეთზე გამართული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია ტურისტებისა და ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვისაც.
არსებული გზა დაზიანებული და ხრეშოვანი იყო. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია - გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და განახლება, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნების და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონების მოწყობა. ასევე, გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა, საგზაო ბოძკინტების დაყენება და სავალი ნაწილის მონიშვნა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 18.8 მილიონი ლარია.

Опубликовано:

 

26 авг 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 1   
@rezikopotirussorusidze3141
@rezikopotirussorusidze3141 5 месяцев назад
აუუუუ რა მაგარიააააააააააააა
Далее
#საუკუნისპროექტი
3:45
Просмотров 2,9 тыс.
Oh No! My Doll Fell In The Dirt🤧💩
00:17
Просмотров 2,8 млн
Визуализация гравитации
10:00
Просмотров 13 млн
#საუკუნისპროექტი
1:13
Просмотров 27 тыс.