Тёмный

დუშეთის მოსახლეობა თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ 5 

R-CSN Georgia
Подписаться 267
Просмотров 137
50% 1

დუშეთის მოსახლეობა თავდაცვის სამინისტროს მიწის ნაკვეთებზე ედავება - საუბარი ეხება დაბის სიახლოვეს არსებულ ე.წ. „სასროლეთის" ყოფილ ტერიტორიას. აქ ადგილობრივებს სახნავ-სათესი ნაკვეთები აქვთ. საუბარია დაახლოებით 2 ჰა-ზე.
„სასროლეთის" ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის დროს სამხედრო ბაზა იყო განთავსებული, 90-იან წლებში სახელმწიფომ ადგილობრივებს იჯარით მიწის ნაკვეთები დაურიგა. 2005 წელს კანონი შემოვიდა, რომლის მიხედვითაც, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იჯარით უძრავი ქონება ჰქონდათ აღებული, შეეძლოთ, სახელმწიფოსგან გამოსყიდვა და პრივატიზება. უმრავლესობა ასეც მოიქცა. თუმცა 2006 წელსვე ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც, უძრავი ქონების დასამტკიცებლად მხოლოდ ქაღალდზე დადასტურებული კუთვნილება არ იყო საკმარისი და საჭირო იყო კომპაქტ-დისკზე ჩაწერა რეგისტრაციის, აზომვითი ნახაზისა და საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობაც.
2012 წელს საჯარო რეესტრმა თავდაცვის სამინისტროს უფლება მისცა, ტერიტორია სათავისოდ დაემტკიცებინა და შემოეღობა. შედეგად, მოსახლეობას საკუთარ მიწებზე აღარ უშვებენ და არ აძლევენ მის დამუშავების ნებას.

Опубликовано:

 

2 апр 2014

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии    
Далее
დუშეთი
4:59
Просмотров 1,8 тыс.
სტიქია დუშეთში
1:09
Просмотров 4,4 тыс.