Тёмный
No video :(

კონსტანტინე არსაკიძე 

giorgi chokheli
Подписаться 1 тыс.
Просмотров 23 тыс.
50% 1

ერთიანი საქართველოს იდეის განმასახიერებელია მეფის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე არსაკიძე. არსაკიძე ქართული ლიტერატურის ერთ - ერთი სრულყოფილი სახეა - თავისი ხალხის, მისი უშრეტი შემოქმედებითი პოტენციალის ტიპიური წარმომსახველი.
კონსტანტინე არსაკიძის ცხოვრება და მოღვაწეობა წარმოადგენს „დიდოსტატის მარჯვენის" სიუჟეტურ მაგისტრალს.
პიროვნულად ჰქონდა მიზეზი არსაკიძეს, მეფის ხელისუფლების სიძულვილზე არ ეფიქრა, პირიქით, საფუძველი სწორედ იმისი ჰქონდა, განაწყენებული ყოფილიყო, მაგრამ დიდმა ხელოვანმა იცის, რომ არ შეიძლება გაუბრაზდე სამშობლოს, მეფე კი ერთიანი სამშობლოსათვის იბრძოდა.
კონსტანტინე არსაკიძე შემოქმედია, ახალი სამყაროს შემქმნელი მხატვარი და ხუროთმოძღვარი და მისი, როგორც მეფის ტყვისა და მეფის ყმის მდგომარეობა სრულიადაც არ არის ადეკვატური მისივე სულიერი ყოფისა. „განა მეფისა და კათალიკოსის წყალობის მოლოდინში შევალიე სვეტიცხოველს ჯანი? მე ჩემი ხელოვნება სიცოცხლეზე მეტად შემყვარებია, ჩემო, ამიტომაც განწირული მაქვს თავი" - ეუბნება იგი შორენას.
დიდოსტატი გამსახურდია სიყვარულით ხატავს კონსტანტინე არსაკიძის სახეს, მის დაუცხრომელ მისწრაფებას უდიდესი შრომისაკენ, მტკივნეული შემოქმედებითი წვისაკენ.
გიორგი პირველიცა და კონსტანტინე არსაკიძეც ერთიანი საქართველოს დიდი მხედრები არიან, ამიტომაც უყვარს მკითხველს როგორც მეფე, ისე ხუროთმოძღვარი მისი.

Опубликовано:

 

29 авг 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 2   
@arachveli2416
@arachveli2416 Год назад
გენიალურია❤
@barrioabogados9535
@barrioabogados9535 10 месяцев назад
უტას თითოეული ფრაზა აფორიზმია. დიდებული, თავდადებული
Далее
მეფე გიორგი I
8:57
Просмотров 17 тыс.
არსაკიძის სახე
28:35
Просмотров 20 тыс.
ბახტრიონი
29:28
Просмотров 35 тыс.