Тёмный

ლევან ბერძენიშვილი: გოლდინგი და მისი „ბუზთა ბატონი“ 

რადიო თავისუფლება
Подписаться 82 тыс.
Просмотров 16 тыс.
50% 1

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“ გთავაზობთ საუბარს 1983 წლის ნობელიატზე, უაღრესად პოპულარული რომანის, „ბუზთა ბატონის“ ავტორზე, სერ უილიამ გოლდინგზე. გოლდინგი ძალიან ცნობილი კაცი იყო, შესანიშნავი განათლება ჰქონდა მიღებული, იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. ამ შესანიშნავმა ინგლისელმა მწერალმა თორმეტი რომანი დაწერა, თუმცა სახელი და დიდება პირველმა რომანმა რომ მოუტანა, შემდგომში მას არაფერი მომატებია, მაგრამ „ბუზთა ბატონის“ მოტანილი დიდებაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ ამ შემოქმედს სამუდამოდ დაეკავებინა ადგილი მეოცე საუკუნის მწერლობის ოლიმპზე. წიგნს ძალიან უცნაური ბედი ერგო: უპირველეს ყოვლისა, მისი გამოცემა არავის არ უნდოდა. ოცდაერთმა გამომცემლობამ დაიწუნა ეს წიგნი, რომელიც ძალიან მალე გახდა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი შედევრი. „ბუზთა ბატონი“ ბელზებულს, ბაალს, ფინიკიელ ღმერთს აღნიშნავს, რომელსაც ძველი ებრაელები სატანად აღიქვამდნენ. წიგნი სატანაზე და პირველყოფილ ცოდვაზეა დაწერილი, აბელისა და კაენის ამბავზე. ბირთვული აფეთქების შემდეგ ევაკუაციაში მიჰყავდათ ბავშვები და ისინი აღმოჩდნენ უფროსების გარეშე უკაცრიელ კუნძულზე. და ჩვენ დავინახავთ, როგორ დაიბადება ცივილიზებულ, განათლებას ნაზიარებ, საყვარელ, ძვირფას ჩვენს შვილებში აბსოლუტური თავისუფლების მახინჯი წარმონაქმნი - პირველყოფილი ბოროტება. როგორ დაიყვნენ ბავშვები დემოკრატებად და მონადირეებად, როგორ იქცა ნადირობა მკვლელობად, როგორ შეეწირა გონება ველურობას, - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Опубликовано:

 

30 июн 2019

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 12   
@llovegeogametactics166
@llovegeogametactics166 3 года назад
ძალიან კარგი მსჯელობა გამოგივიდათ ბატონო ლევან.ნეტავ ყოველ წაკითხულ ნაწარმოებზე შემეძლოს თქვენი განხილვის მოსმენა. ჩემთვის ამ ნაწარმოებში წმინდა,ბრძენი პერსონაჟია საიმონი მან შიშს თავის თავზე გავლენის მოხდენის უფლება არ მისცა გაუსწორა მას თვალი გაბედა ღამით ავიდა ,,ურჩხულის" სანახავად და შემდეგ გახარებული ცდილობდა საბოლოოდ ყველასთვის ეთქვა რომ მათი ,,ურჩხული" არ არსებობს იმის მიუხედავად რომ ,,ბუზთა ბატონმა" მას უთხრა რომ მათთვის თავი დაენებებინა ის ტომთან ერთად თანაცხოვრობს ამიტომ არ გაებედა მათთვის შიში ,,ურჩხულის" სახით მოესპო. ეს გაფრთხილება ასრულდა როცა გაშმაგებულმა, შიშით (ურჩხულით) შეშინებულმა დასუსტებულმა ველურმა ტომმა საიმონს ამის საშუალება არ მისცა და მოკლა სასტიკად.
@morisdiaz2357
@morisdiaz2357 5 лет назад
ბატონო ლევან პირველად არ დაგეთანხმებით, კერძოდ გოლდინგისა და ორუელის შედარებაზე. მიუხედავად “ბუზთა ბატონის” დიდი პატივისცემისა 1984 ბევრად დიდი წიგნი მგონია. კარგი იქნებოდა თქვენი მსმენელების კომენტარებიც აღნიშნულთან დაკავშირებით. დიდი მადლობა კიდევ ერთი საინტერესო გადაცემისთვის!
@tatiagocholeishvili713
@tatiagocholeishvili713 5 лет назад
მეც იგივე ვიფიქრე.
@LAZISH
@LAZISH 5 лет назад
ჩემზე გოლდინგის ნაწარმოებმა უფრო დიდი ზეგავლენა მოახდინა. შეიძლება 1984 არის უფრო მასშტაბური ნაწარმოები, მაგრამ ჩემთვის ბუზთა ბატონი უფრო შემაძრწუნებელი აღმოჩნდა.
@sabakhelashvili6360
@sabakhelashvili6360 4 года назад
რა სისულელეა. თან ის ტოტალიტარიზმის თემატიკაა, ეს საერთოდ სხვა. შედარებაც არაა. გოლდინგი ჯობია.
@shalva4004
@shalva4004 4 года назад
ბიძინას რომ წიგნი მოეწონება ის წიგნია 1984. 😃 დიდი დრო დაჭირდება რეაბილიტაცია.
@gigirioniinoir4736
@gigirioniinoir4736 Год назад
რუსულად წავიკითხე ეგ წიგნი, რამოდენიმე წლის წინ, ისრაელში როცა სარეაბილიტაციო კლინიკაში ვიწექი ნარკოტიკების გამო, სერიოზულად დამაფიქრა, სერიოზული წიგნია, და დიახ სერიოზული წაკითხვა უნდა.
@tamiwiklauri5359
@tamiwiklauri5359 2 года назад
მადლობა ბატონო ლევან.
@m.k2605
@m.k2605 2 года назад
❤️❤️❤️❤️
@nananamoradze271
@nananamoradze271 Год назад
ყველაზე გულსატკენი არა happy-end-ური ფინალი....მშვიდობას ამყარებს ძალა და ამას ვერ ახერხებს დემოკრატია...საკუთარ თავსაც კი ვერ შველის, სამწუხაროდ. ეს ნაწარმოები აღწერს კაცობრიობის ზნეობის უდიდეს ტრაგედიას...
@LAZISH
@LAZISH 5 лет назад
მაგარი ნაწარმოებია!!!!!
Далее