Тёмный

ლევან ბერძენიშვილი: ორი ფორთოხლის ამბავი 

რადიო თავისუფლება
Подписаться 85 тыс.
Просмотров 11 тыс.
50% 1

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ შედარებით ახალი რუბრიკით „კინო და ლიტერატურა“ გთავაზობთ საუბარს ენტონი ბერჯესის რომანის, „მექანიკური ფორთოხლისა“ და სტენლი კუბრიკის ამავე დასახელების ფილმის შესახებ, ანუ საუბარია 1962 წელს გამოცემულ კარგ წიგნსა და 1971 წელს გადაღებულ კინოშედევრზე, რომელიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საკულტო ნაწარმოებად იქცა. სხვათა შორის, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფილმის პოპულარობამ ხელი შეუწყო ლიტერატურული ორიგინალის შემდგომ პოპულარობას. სტენლი კუბრიკს უყვარდა ლიტერატურა და უამრავ ლიტერატურულ წყაროს მიმართა, ნაბოკოვითა („ლოლიტა“) და სტივენ კინგით („ციალი“) დაწყებული, ორი არტურით, კლარკითა („კოსმოსური ოდისეა“) და შნიცლერით („ფართოდ დახურული თვალები“) დამთავრებული. 1961 წელს ცნობილ შექსპიროლოგსა და ჯოისის სპეციალისტს, ენტონი ბერჯესს ექიმებმა თავში სიმსივნე უპოვეს და ერთი წლის სიცოცხლეს დაჰპირდნენ (სხვათა შორის, ექიმები მთელი ოცდაათი წლით შეცდნენ). მოახლოებულმა სიკვდილმა, პრუსტისა არ იყოს, ბერჯესი სამწერლობო ენერგიით დამუხტა, ასე გაჩნდა ანტიუტოპია „მექანიკური ფორთოხალი“. წიგნს ჰქონდა დამამთავრებელი მეოთხე თავი, სადაც ბოროტი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ერთადერთი ღირსება აქვს (ბეთხოვენი უყვარს, რომელსაც სიყვარულით „ლუდვიგ ვანს“ უწოდებს), გამოსწორების გზას ადგება. ეს თავი ამერიკულ გამოცემაში არ შევიდა და იგი არ გაითვალისწინა კუბრიკის ფილმმაც. რატომ შეაძულეს მთავარ გმირს ბეთხოვენის მეცხრე სიმფონია; რა სჯობია, თავისუფლება და ძალადობა თუ იძულებითი არაძალადობა; რატომ შეასრულა 18 წლის ალექსის როლი 28 წლის მსახიობმა; რა არის „ნადსატი“ და მისი ეგზოტიკური ლექსიკა („კოროვა“, „დრუგი“, „მოლოკო“), - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Опубликовано:

 

1 окт 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 12   
@elenenarmania1100
@elenenarmania1100 3 года назад
რა ცუდია რომ ბევრი არ არის დაკავებული ამ საქმით, თუ არის კიდე იქაც სულ ქართველ მწერლებს და ფილმებს არჩევენ. ძალიან მომწონს ლევან ბერძენიშვილი და მისი ეს რუბრიკა.
@gogakatsadze6386
@gogakatsadze6386 3 года назад
ეს რუბრიკა აუცილებელიც კი იყო
@davitramishvili3505
@davitramishvili3505 3 года назад
დათა თუთაშხიაზეც მოვისმენდი სიამოვნებით
@iraklisamkharadze985
@iraklisamkharadze985 3 года назад
ru-vid.com/video/%D0%B2%D0%B8%D0%B4%D0%B5%D0%BE-YDOyLII2Pg4.html
@davitramishvili3505
@davitramishvili3505 3 года назад
@@iraklisamkharadze985 ეგ კი ვნახე მეგობარო მაგრამ ფილმთან შედარება არის გაკეთებული თუ იცი?ბოლომდე არ მინახავს
@davitramishvili3505
@davitramishvili3505 3 года назад
ოოოო პროლოგი გემრიელ სასმენად გამოიყურება
@elenenarmania1100
@elenenarmania1100 3 года назад
@marinamaina408
@marinamaina408 2 года назад
უღრმესი მადლობა.
@mastermobile6292
@mastermobile6292 3 года назад
💙👏👏
@gagaimnaishvili7298
@gagaimnaishvili7298 3 года назад
ცოცხალი ლეში
@badgeologist
@badgeologist 3 года назад
იუტუბზე იმიტომ დაფიქსირდი რო ლევან ბერძნიშვილს აგინო?))) ტროლი
@gagaimnaishvili7298
@gagaimnaishvili7298 3 года назад
@@badgeologist კი არ ვაგინებ ფაქტი ავღნიშნე.
Далее
Как открыть багажник?
00:36
Просмотров 16 тыс.
Как открыть багажник?
00:36
Просмотров 16 тыс.