Тёмный

ლევან ბერძენიშვილი: ღვთაებრივი დანტე ალიგიერი 

რადიო თავისუფლება
Подписаться 86 тыс.
Просмотров 39 тыс.
50% 1

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს გენიალური იტალიელი პოეტის, დანტე ალიგიერის, „ღვთაებრივ კომედიაზე“. დანტეს ძალიან გაუკვირდებოდა, მისთვის რომ გვეთქვა, „ღვთაებრივი კომედიის“ ავტორი ხარო. საქმე ისაა, რომ ამ დროს ყველაფერი, რაც კარგად იწყებოდა და ცუდად მთავრდებოდა, ლათინურად იწერებოდა და ტრაგედიად ითვლებოდა, ხოლო ყველაფერი, რაც ცუდად იწყებოდა და კარგად მთავრდებოდა, იტალიურად იწერებოდა და კომედიად იწოდებოდა. სწორედ ასეთი „კომედია“ დაწერა დანტემ, რომელიც ჯოჯოხეთით იწყება და სამოთხით მთავრდება, ხოლო ბოკაჩომ მას „ღვთაებრივი“ უწოდა, რადგან ადამიანის ხელიდან ასეთი შედევრი ვერ გამოვიდოდა. ასე გახდა დანტე ალიგიერი „ღვთაებრივი კომედიის“ ავტორი. რატომ შედგება დანტესეული ჯოჯოხეთი ცხრა წრისგან, თუკი შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა არსებობს; რა. დააშავეს სათნო არაქრისტიანებმა და მოუნათლავმა ჩვილებმა, ჯოჯოხეთის პირველ წრეში რომ აღმოჩნდნენ; რატომაა ავხორცობა ყველაზე მსუბუქი ცოდვა, ხოლო ღალატი - ყველაზე მძიმე; საიდან დაიბადა დანტეს ფანტაზიის ის საშინელი სურათები, რომლებიც „ღვთაებრივი კომედიის“ მკითხველს თავზარს დასცემს; როგორია ცოდვის ანატომია და როგორია ცოდვის გეოგრაფია დანტეს მიხედვით; რატომ უყვარს ასე უცნაური სიყვარულით დანტეს ჯოჯოხეთის ცოდვილები; რა ცოდვებში ამხილა დანტემ საკუთარი თავი; როგორ მიიღეს პოეტებმა ალიგიერი თავის წრეში; რა კავშირია ჰომეროსის „ოდისეას“, ვერგილიუსის „ენეიდასა“ და დანტეს „ღვთაებრივ კომედიას“ შორის; რატომ ამოძრავებს სამყაროს მარადიული სიყვარული, - ყველა ამ კითხვას გაეცემა პასუხი გადაცემაში.

Опубликовано:

 

4 окт 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 26   
@levanirevishvili2209
@levanirevishvili2209 7 месяцев назад
დიდი მადლობა! მერგო ბედნიერება წამეკითხა ორიგინალში(იტალიურად). ეს საოცარი რამაა. დიდი მადლობა ბატონო ლევან!
@maria-mk5lf
@maria-mk5lf Месяц назад
დიდებული ლევან ბერძენიშვილი ❤მადლობა❤
@dalitoklikishvili8586
@dalitoklikishvili8586 3 года назад
დიდი სიამოვნებაა ბ-ნი ლევანის საუბრები ლიტერატურაზე.❤👍
@likazondler5075
@likazondler5075 2 года назад
ძალიან საინტერესოა თქვენი მოსმენა ბატონო ლევან
@l.g9656
@l.g9656 3 года назад
მაქვს ბედნიერება მქონდეს ძვირფასად ილუსტრირებული ტომები იტალიელი მეგობრისგან ნაჩუქარი.ძალზედ ძნელია ახსნის გარეშე გაერკვე ნანახის და წაკითხულის დანიშნულებაზე. უღრმესი მადლობა ასე ვრცლად და პროფესიონალურად განმარტებისთვის...
@paraonpharaon4373
@paraonpharaon4373 Год назад
ქრისტიანობის ყველაზე დიდ წიგნზე??? ბიბლიაზე დიდი რამ შექმნილა ამ სამყაროში??
@ketevannutsubidze6156
@ketevannutsubidze6156 5 месяцев назад
უდიდესი ინტერესით გისმენთ!❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
@lch514
@lch514 3 года назад
იმედია დარჩენილი 2 ნაწილის განხილვასაც შემოგვთავაზებთ
@anrialania9792
@anrialania9792 2 года назад
პირველ რიგში მადლობელი ვარ და ძალიან ვისიამოვნე ამ 40 წუთით. ერთი რამ ვერ გავიგე მხოლოდ. კონსტანტინე გამსახურდიას თარგმანში ახსნილი შემდეგნარიად აქვს წიგნის სათაური და კერძოდ კომედია. ის ამბობს, რომ კან გრანდესადმი მიწერილ ბარათში დანტე წერს: " ტრაგედია და კომედია გამოთქმით განსხვავდებიან ერთი მეორისგან. პირველი მაღალი და პათეტიკური თქმაა, მეორე-დაბალი და მოკრძალებული". მან თავის ნაწარმოებს კომედია იმიტომ დაარქვა, რომ ამ პოემაში ენა ხალხურია. "ისეთივე, როგორსაც უბირი დედაკაცები ლაპარაკობენ". ეს ერთ-ერთი ვარაუდია თუ დამტკიცებული ფაქტია თუ რატომ ჰქვია წიგნს კომედია? მადლობა
@i_wasthe_choosen_one1157
@i_wasthe_choosen_one1157 3 года назад
რაბინდრანათ თაგორის, "დღენი ჩემი სიჭაბუკისას" განხილვაას სიაამოვნებით მოვისმენდი თქვენგან.
@mariambe1527
@mariambe1527 2 месяца назад
ოღონდ ჯერ შოთა და მერე დანტე ❤
@GiorgioBachanaManagadze
@GiorgioBachanaManagadze Месяц назад
მეორე წრის სასჯელი: სულებს მარადიულად მიათრევს ძალადობრივი და განუწყვეტელი ქარი. უკონტროლო ვნებების სიმბოლო...
@jorgoss.1135
@jorgoss.1135 3 года назад
❤️👌
@marinamaina408
@marinamaina408 3 года назад
კარგი მოსასმენია,როგორც ყოველთვის.(ოღონდ იმ პერიოდზე საუბრისას , ამბობენ "იმ პერიოდში" და არა "მაგ პერიოდში." "ნაციების"-არა, "ერების" ქართულად. Нация-это ведь по-русски.
@nikaguliashvili2959
@nikaguliashvili2959 3 года назад
Eg latinuri sityvaa, ara rusuli da tan internacionaluri !
@sabasologhashvili1030
@sabasologhashvili1030 2 года назад
დანტე💞ბეატრიჩე
@ayasani8402
@ayasani8402 2 года назад
Ikmneba shtabechdileba rom Dantes komedia dawerilia Papis dakvekvetit!
@Oo-io8sc
@Oo-io8sc 3 года назад
mgeli angarebastan rato gaaigiva 😀
@tensorflow5777
@tensorflow5777 3 года назад
დაიცა კაცო აიეტიც კი არ იყო ქართველი სანამ ფაზიში ჩამოვიდა და კოლონია დაარსა და მაგის და ვაფშე რა შუაშია ქართველობასთან :დ ან რა დედით და მამით ქართველიო, მზის ღმერთის შვილია :დ
@tensorflow5777
@tensorflow5777 3 года назад
en.m.wikipedia.org/wiki/Pasiphaë
@tensorflow5777
@tensorflow5777 3 года назад
პასიფაე*
@vitocorleone6386
@vitocorleone6386 3 года назад
ამ ნაბოზვარს როგორ უნდა ვუსმინო, არადა საინეტერესო გადაცემაა
@nikaguliashvili2959
@nikaguliashvili2959 3 года назад
Troli xar da tan Vito gqvia?
@maaskharuldze1941
@maaskharuldze1941 Год назад
შენც მოგისმენთ ნუ დარდობ და შესაფერ სიტყვასაც მოგიძებნით...აბა გელოდებით...
@saqmezefromgmail6351
@saqmezefromgmail6351 8 месяцев назад
ტიპი იმენა წარმოსახვითი პარალელურ რეალობებში მოგზაურობს და გვიყვება თავის გასაოცარ შეხედულებებს.
Далее