Тёмный
No video :(

მიხეილ ქვლივიძე 

giorgi chokheli
Подписаться 1 тыс.
Просмотров 2,8 тыс.
50% 1

მიხეილ ქვლივიძის შემოქმედებაში ადრევე იჩინა თავი თავისუფლებისაკენ სწრაფვამ და ეს გამომჟღავნდა არა მარტო პოეტის მიერ საგნებისა და მოვლენების ხედვაში, არამედ იმ გამომსახველობით საშუალებებში, რომელთაც ის იყენებდა და იყენებს შემდგომი წლების პოეზიაშიც.
მიხეილ ქვლივიძის შემოქმედებაში ცალკე ნაკადია ინტიმური ლირიკა. სიყვარულის თემაზე შექმნილი მრავალი ლექსი აღბეჭდილია პოეტისეული ორიგინალური ხედვით, ზოგჯერ მართლაც „გაცვეთილი სიტყვებით" განსაკუთრებული ეფექტია მიღწეული:
მე მოვალ შენთან - გუშინ ან შარშან,
შენ მოხვალ ჩემთან - ხვალ ან გაისად,
როცა კვირტები დაიწყებს გაშლას,
როცა ხეხილი ნაყოფს დაისხამს;
როცა მე და შენ იმდენად დაგვღლის
ამქევყნად ჩვენი როლის თამაში,
რომ მე დაგითქვამ შეხვედრის ადგილს
სადმე წარსულში ან მომავალში.
...
შენ არ გჭირდება სიტყვით შემკობა -
ხსოვნაა შენი შემამკობელი...
ასე მიმართავს იგი თავის გარდაცვლილ მეუღლეს.
მიხეილ ქვლივიძე პოეტური დებიუტიდანვე მოექცა მკითხველის ყურადღების არეში და ამ ინტერესს მისი ლექსების უშუალობა, გულწრფელობა და სისადავე განაპირობებდა. ეს ტენდენციები, რომელთაც შემდგომ წლებში დაემატა პოეტური ოსტატობა, გამოცდილება და პროფესიონალიზმი, მიხეილ ქვლივიძის შემოქმედების ნიშანდობლივ მოვლენად იქცა.

Опубликовано:

 

29 авг 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии    
Далее
Chelsea gym be like.. 😅⚽️
00:20
Просмотров 15 млн
ტარიელ ჭანტურია
6:23
Просмотров 8 тыс.