Тёмный

მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 76. დრაკულა: ცოტა ისტორია და ბევრი მითი 

Bitter Podcast
Подписаться 14 тыс.
Просмотров 3,6 тыс.
50% 1

მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
--------------------------------------------------------------------------
„მწარე პოდკასტის" 76-ე ეპიზოდი, გოთიკური პროზის საკვანძო პერსონაჟს და ყველაზე ცნობილ ვამპირზე, დრაკულას ეხება. სად ამოიკითხა ბრემ სტოკერმა სახელი „დრაკულა"; რას წარმოადგენდა ამ სახელის ნამდვილი პატრონი - ვლად დრაკულა; ვინ იყო ის - წმინდანი თუ სასტიკი ურჩხული; რა ურთიერთობა ჰქონდა თავისი ეპოქის დიდ ისტორიულ ფიგურებთან - იანუშ ჰუნიადისთან, მათიაშ კორვინუსთან და მეჰმედ დამპყრობელთან; რას ნიშნავს „ტრანსილვანია"; როგორ დაიღუპა დრაკულა და სად არის მისი სამარხი; რომელ ცნობილ მწერალზე დააფუძნა დრაკულას პერსონაჟი სტოკერმა; რამ შთააგონა დაეწერა წიგნი ტრანსილვანიელ გრაფზე; რომელ მითოლოგიასა და ხალხურ გადმოცემებში გვხვდება ეს არსება; როგორ არის გაერთიანებული მაქციისა და ვამპირის ბუნება ერთ პერსონაჟში; სტოკერის გარდა ვინ შექმნა ცნობილი ვამპირი პერსონაჟები; როგორ გადმოიტანეს რეჟისორებმა დრაკულა კინოეკრანებზე; როგორ გადაიღო ფრიდრიხ მურნაუმ Nosferatu - ფილმი დრაკულას პროტოტიპზე და რატომ ვერ გამოიყენა ორიგინალი სახელი და სიუჟეტი; ვინ შეასრულა დრაკულა საუკეთესოდ - ლუგოშმა, ლიმ, ოლდმანმა, როქსბურგმა თუ სხვამ; როგორ დაიწყო სტივენ სომერსმა ახალი მითოლოგიური სამყაროს შექმნა ფილმ "Van Helsing"-ში; როგორ ტრანსფორმირდა ვამპირის პერსონაჟი დროთა განმავლობაში და რამდენად პოპულარულია ის დღეს - ეს ყველაფერი და კიდევ სხვა საინტერესო ამბები, ამ ეპიზოდში შეგიძლიათ მოისმინოთ.
პოდკასტის სტუმარია მიშა შაველაშვილი და შავი კატა, სახელად ნორი

Опубликовано:

 

8 сен 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 22   
@BitterPodcast
@BitterPodcast Год назад
მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel ▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ: საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა) PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
@murtazmoseshvili
@murtazmoseshvili 6 дней назад
დრაკულა უნთოლდი 😂😂😂😂❤️
@rosjerry
@rosjerry Год назад
ძალიან ღირებულ საქმეს აკეთებთ
@rosjerry
@rosjerry Год назад
ვილემ დეფო დრაკულას როლში კი, იდეალურია მაგრამ მაგის ჯოკერს ისე ველოდები, ისე ველოდები... ისე მინდა ჯოკერის როლის მისცენ რო... პუწიას სიკვდილი არ მინდა ეგრე მგონი :დ კატა
@GG-mh3de
@GG-mh3de Год назад
კარგი იქნებოდა პოდკასტი ქართულ მითოლოგიაზე თუ რათქმაუნდა ერკვევით ამ სფეროში
@lashaerbelidze3511
@lashaerbelidze3511 10 месяцев назад
❤❤
@giorgidzaganishvili8968
@giorgidzaganishvili8968 Год назад
მადლობა ბიჭებო კარგი იყო, მაგრამ კატა გვირგვინი იყო ამ სერიის, მეტი მისტიკა შესძინა...........
@user-oj7lp9kd5c
@user-oj7lp9kd5c Год назад
👍
@gelacharashvili8460
@gelacharashvili8460 Год назад
ნიკა დავით სოსლანზე რო ჩაწეროთ ერთი ეპიზოდი თუ შეიძლება ამ პიროვნებაზე ძალიან მწირი ინფორმაციებია ეხლა ერთი წიგნი ვნახე რომელიც გამოთქმული არის ვარაუდი რო მოკლეს სოსლანი თამარ მეფის მეუღლე თუ მოგეპოვებათ ინფრმაცია ან წყაროები სოსლანის ისტორიულ პიროვნებაზე
@mirianimiriani1899
@mirianimiriani1899 Год назад
გამარჯობა, თხოვნა მაქვს თუ შეგიძლიათ გააკეთოთ პოდკასტი ჟოზეფ ფუშეზე, ვიცი რომ არის ერთი პოდკასტი გაკეთებული სადაც ალექსანდრე მიქაბერიძე საუბრობს, მაგრამ ვფიქრობ ეს პოდკასტი ცოტათი ზედაპირული იყო და არ შეეხო ფუშეს პიროვნებას და მის ცხოვრებას(ეს ჩემი აზრია შესაძლოა ვცდები) და თუ შეგიძლიათ ბატონო ნიკა რომ უფრო ვრცელი პოდკასტი მიუძღვნათ ამ პიროვნებას, მადლობა წინასწარ.
@user-uj2lp1vc9g
@user-uj2lp1vc9g Год назад
ბატონებო, ძალიან საიტერესო პოტკასტები გაქვთ! 👏👏👏! გიორგი სააკაძე???
@user-bk2px6dr6l
@user-bk2px6dr6l Год назад
ილიადაზეც რომ ჩაწეროთ საინტერესო იქნება მადლობა
@davidguigaouri910
@davidguigaouri910 Год назад
sainteteso iko. Mara am katam bodishi da magrad gamitexa mosmena
@BitterPodcast
@BitterPodcast Год назад
წინასწარ განზრახული არ ყოფილა, ასე გამოვიდა და ხმას ვერ ამოვჭრიდი ცალკე, ამიტომ დარჩა ბოლობოლო😄
@mariammakharadze1035
@mariammakharadze1035 Год назад
კატა გყავთ თუ ჩიტი :D რაღაცის თქმა უნდა იმასაც
@BitterPodcast
@BitterPodcast Год назад
სტუმრის კატაა, წერია პოდკასტის აღწერაშიც 👌🏻
@gurulo17
@gurulo17 Год назад
1979 წლის ნოსფერატუში ნამდვილად არის წინწყარო, მაგრამ არა ჰამლეტ გონაშვილის შესრულებით.
@BitterPodcast
@BitterPodcast Год назад
შეიძლება, თუმცა პრესაშიც გონაშვილს მიაწერენ. reportiori.ge/old/?menuid=6&id=62563
@TamarMebonia
@TamarMebonia Год назад
@@BitterPodcast სპეციალურად მოვძებნე ადრე ეგ მომენტი და მართლა არ არის გონაშვილი. საერთოდ სოლო პარტიაც ამოღებულია, მარტო გუნდური ნაწილია (და არა ანსამბლი რუსთავის შესრულებით). პირველი ხმა ტემბრით მიაგავს, მაგრამ მოუხეშავ ჩახუჭუჭებაზე ეტყობათ რომ სხვები არიან
@BitterPodcast
@BitterPodcast Год назад
კი, შეიძლება. მე არ დავკვირვებივარ, გაკვრით მსმენია და სტუმარსაც ალბათ. თუმცა, წინწყარო ხომ არის ნამდვილად რაც მთავარია.
@Christiansymbolism
@Christiansymbolism Год назад
ოტომანების მე-2 სეზონი როგორ გამოგრჩათ? მთლიანად დრაკულას და მეჰმედის დაპირისპირებას ეძღვნება, ძაან მაგარი დოკუმენტური მინი სერიალია, გირჩევთ უყუროთ, ბევრ დეტალს აღმოაჩენთ როგორც დრაკულაზე ასევე მეჰმედზე.
@BitterPodcast
@BitterPodcast Год назад
კი, აღარ გამახსენდა საუბრისას. 2-3 სხვა რამეც გამოგვრჩა, მაგრამ ძირითადები ითქვა. ეგ საკმაოდ ნორმალური სერიალია, თუმცა, პირადად დიდად არ მომწონს. რაც შეეხება ისტორიულ ცეპეშს, Radu Florescu-ს წიგნი არსებობს Dracula: Prince of Many Faces, რომელიც ყველაზე ნორმალურია პოპულარულ ენაზე დაწერილი ისტორიებიდან; მაგრამ ვინაიდან ლიტერატურულ დრაკულას ბევრი არაფერი აკავშირებს მასთან, ზოგადი მიმოხილვა გავაკეთეთ და შევურიეთ მხატვრულ დრაკულას...
Далее
კომედი შოუ - დრაკულა
11:27
Fake watermelon by Secret Vlog
00:16
Просмотров 9 млн