დიდი მადლობელი ვარ თქვენი ლექციების მოსმენით ნონა.სამზარეულო და კერძების კეთებაა ჩემი საყვარელი საქმე და თქვენ წარმოიდგინეთ,რამხელა სიამოვნებაა თქვენი საუბრის მოსმენა.თან ისე ძირფესვიანად ხსნით ნაამბობს,თითქოს ეკრანზე ვხედავ და მთლიანად შევიგრძნობ მას.ძალია ახლობელი და საყვარელი ხართ.....
ვფიქრობ ღმერთთან ერთარსად ყოფნის ან სეკულარისტულად სამყაროსთან ერთარსად შეგრძნების ერთადერთი საშუალებაა მუდმივად მღვიძარებაში ყოფნა -მუდმივი კონტროლი საკუთარ ლოგიკასა ანუ ეგოს შორის და ღმერთის ან სამყაროს კანონებს შორის. დიდი მადლობა უაღრესად დიდ საქმეს აკეთებთ ქართული საზოგადოებისათვის.
თქვენი ჰუმანური პროფესია ძალიან აქტუალურია ისეთ თემაზე როგორიცაა გაუცხოება საკუთარ თავთან,რელიგიასთან,გაორება,დამნაშავის გრძნობა,ჩაკეტილობა ყველაფრიდან გამომდინარე.გულწრფელი საუბარია.
ყოველმხრივი ხედვა ხომ წარმოუდგენელია, ეს ღმერთის თუ შეუძლია.ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ხედვებით, გამოცდილებით ერთმანეთი შევავსოთ,გავაერთიანოთ და სასაცილო პრეტენზია არ გვქონდეს აფსოლიტურ ცოდნაზე.ესეც პირადი ვერსიით.თქვენც ამბობთ ხოლმე ასე.პირადად გრძნობის სიღრმე ,სიმდიდრე უფრო მიზიდავს ვიდრე აზრის.
ძალიან კარგად განმარტავთ იდენტობების პრობლემას რისგანაც ზარალს ვიღებთ და ინტელექტში,აზრებში რომ იკარგებიან ხალხი.შეძლებისდაგვარად კარგად ყოფნა ხომ გრძნობებშია? აღნიშნავთ კიდეც.შეკითხვის გარეშე გელაპარაკოთ არაადეკვატური იქნება. გრძნობებით ვიტანთ ცხოვრებას ამბობს ილია მეორეც.