Тёмный

პლასტმასის ტიპები, BPA, უარყოფითი გავლენა, ტესტოსტერონი, ზენოესტროგენი, და პლასტმასის ალტერნატივები 

Giorgi Laluashvili
Подписаться 13 тыс.
Просмотров 520
50% 1

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000
როგორ შევამციროთ პლასტმასის მოხმარება ყოველდღიურობაში და შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა (პლასტმასის ტიპები, BPA, უარყოფითი გავლენა, ტესტოსტერონი, ზენოესტროგენი, და პლასტმასის ალტერნატივები)
fb.watch/eW5WHjOOb5/
პლასტმასი კონკრეტულად კი Bisphenol A იგივე BPA მავნებელია ჯანმრთელობისთვის, კონკრეტულად კი უკავშირდება ესტროგენის და ანდროგენ რეცეპტორებს, ანდროგენები ჰორმონებია რომლებიც ზრდასა და რეპროდუქციას უზრუნველყოფს მამაკაცსა და ქალში. ანუ პლასტმასის გამოყენება სისტემატიურად განურჩევლად ასაკისა იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს და მამაკაცებში ჰორმონი ტესტოსტერონის შემცირებას, რაც დასტურდება არაერთი კვლევით. ამიტომ უნდა ვეცადოთ და პლასტმასის ბოთლების გამოყენება განსაკუთრებით მეორედ და მესამედ შევამციროთ რადგანაც გარკვეული დროის შემდეგ უფრო და უფრო მეტი (ზენოესტროგენი) ქსენოესტროგენი ანუ ესტროგენის მაგვარი სინთეთიკური და ბუნებრივი ნივთიერება ხვდება ორგანიზმში, ამისთვის ასევე აუცილებელია პლასტმასის წყლის შეძენისას ვიყიდოთ ბოთლი სამკუთხედი ნომრით 1, 2, 4 და 5 და არა 3, 6 or 7 რომელიც უფრო ტოქსიკურია ორგანიზმისთვის, ასევე ბოთლი უნდა შევიძინოთ რომელსაც არ ხვდებოდა მზის სხივები, რადგანაც მზის სხივი ამ პროცესს აჩქარებს და კიდევ უარესად ტოქსიკური იქნება ესეთი ბოთლიდან დალეული წყალი ორგანიზმისთვის. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ პრინტერის გამოყენებისას და ახლად დაბეჭდილი ფურცლის გამოყენებისას მსგავსივე ეფექტი აქვს ნებისმიერ თერმულ პრინტერს და ამიტომ ახლად დაბეჭდილ ავტობუსის ქვითრის, გაზეთის შეხების შემდეგაც აუცილებელია დავიბანოთ ხელები რათა შემდეგ არ შევეხოთ ცხვირს პირს და საჰაერო გზით არ მივიღოთ ბისფენოლ ა ორგანიზმში. გარდა ჩვენზე ზემოქმედებისა უარესი ზიანი ადგება გარემოს საშუალოდ პლასტმასის ბოთლის ბუნებაში დაშლას 400 წელი სჭირდება, ოკეანეში მოხვედრილი პლასტმასის ნარჩენები კლავს თევზებს და სხვა ბინადრებს ხდის ტოქსიკურს და ესტროგენულს და შესაბამისად ჩვენთვის საზიანოს. აუცილებელია შევამციროთ პლასტმასის მოხმარება რათა გარემოს და ჩვენი ზიანი შემცირდეს. შეგვიძლია მარტივი ცვლილებებით ჩვენს ჯანმრთელობას და გარემოს ზიანი შევამციროთ: შევცვალოთ მაცივრის საყინულის კუბიკების პლასტმასის ჭურჭელი შუშით, პლასტმასის ჭურჭელი შევანაცვლოთ ფაიფურით და კერამიკით, მაღაზიაში პროდუქციის შეძენისას ნაკლებად შევიძინოთ პლასტმასის სათავსოს მქონე პროდუქცია და პლასტმასის პარკის მოხმარება შევამციროთ. ვიყიდოთ მრავალჯერადი წყლის სასმელი შუშის ან სხვა ტიპის ბოთლი, სახლში გამოვიყენოთ წყლის თერმოსი და ნაკლებად გამოვიყენოთ წყლის დისპენსერები, რომლებიც ყველა პლასტმასისაა ბანკებში და სხვა დაწესებულებებში ა.შ. ყოველმა ინდივიდმა ერთი ცვლილებით მის ყოველდღიურ ქმედებებში დიდი ზეგავლენა შეიძლება იქონიოს პლასტმასის ნარჩენების შემცირებასა და მისივე ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. ამიტომ მოდი დღეს ადექი და გააკეთე ზემოთ ნახსენები ცვლილებები რათა ერთად შევინარჩუნოთ სუფთა გარემო ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის.
#bpa #პლასტმასი #ჯანმრთელობა
გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში:
ru-vid.com_c...
/ giolaluashviliofficial
/ g.laluashvili

Опубликовано:

 

14 авг 2022

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 6   
@mamuka-kavelashvili1990
@mamuka-kavelashvili1990 Год назад
ძალიან საინტერესო კონტენტია გიორგი 👍 გააგრძელე მსგავსი პრობლემების წამოწევა. თორე ჩვენი პლანეტა უკვე მივიყვანეთ ადამიანებმა კრიტიკულ ზღვარზე და კარგს აღარაფერს უნდა ველოდოთ 😕
@GiorgiLaluashvili
@GiorgiLaluashvili Год назад
ხანდახან დავდებ ხოლმე ამ შემთხვევაში როგორც ვთქვი გალფის კონკურსი იყო პლასტმასს ეხებოდა თემატიკა
@mamuka-kavelashvili1990
@mamuka-kavelashvili1990 Год назад
@@GiorgiLaluashvili საჭირო თემატიკა კი არის და... ეგ კიდე, სამკუთხედში რომ ციფრებია, არც ვიცოდი რას ნიშნავდა. ასე რომ საკმაოდ ინფორმაციული ვიდეო გამოვიდა ))
@mamuka-kavelashvili1990
@mamuka-kavelashvili1990 Год назад
გიორგი, რჩევა მჭირდება შენგან. დატენვადი ჰიბრიდს ვეძებ კაი ხანია, ადრეც გკითხე ხოლმე Ford C-Max და Chevy Volt შესახებ მარა ახლახანს გავაძრე KIA Optima-ს რა კაი ფლაგინ ჰიბრიდი ყოლია, 50კმ გადის დენზე, თან რამხელა მანქანაა, სალონი უზარმაზარი აქვს, საბარგულიც 307ლიტრიანი, მოკლედ ვოლტსაც ჯობია და C-Max პლაგინ ვერსიებსაც ჩემი აზრით. რას იტყვი? როგორი მანქანებია?
@GiorgiLaluashvili
@GiorgiLaluashvili Год назад
ვერ გეტყვი შეხება არ მქონია მაგ მანქანასთან სჯობს ინტერნეტში მოიძიო ლიმიტირებული ძრავი თუ აქვს დავალ გარბენზე ეძებე
@mamuka-kavelashvili1990
@mamuka-kavelashvili1990 Год назад
@@GiorgiLaluashvili KIA-ზე და Hyndai-ზე როგორც ამბობენ, 2015-დან მაგრები გამოდისო, აღარც კაროპკა და აღარც ძრავი არ აქვს ლიმიტირებული მაგ წლიდანო მაგრად დახვეწესო, აღწერებში ლაპარაკობენ ხოლმე. მე უბრალოდ ის მაინტერესებს, როგორი ბატარეები აქვთ. პრიუსივით, ყოველ თვეში ცვლა ხოარ ჭირდება. რა ეკონომიკასაც გაძლევს, მერე ბატარეებში ხოარ უნდა იხადო. კარგი, დიდი მადლობა გიორგი ყურადღებისთვის, როგორც ყოველთვის ❤️
Далее
Поём вместе с CLEXXD🥵 | WICSUR #shorts
01:00