Тёмный

რას არ გვპატიობს საბურავი.? - რჩევები მძღოლებს.! 

OFFicial • LEON • Production
Подписаться 9 тыс.
Просмотров 12 тыс.
50% 1

⛔ საბურავი არ გაპატიებთ.!
საბურავი უყურადღებობას არავის პატიობს და შურისძიებაც სჩვევია...
საქმის მცოდნენი ამბობენ ხოლმე, საბურავს მეხსიერება აქვს და ყველაფერს იმახსოვრებსო. ცხადია, ამაში საბურავისადმი ცუდად მოპყრობას გულისხმობენ.
ხუმრობა იქით იყოს და, საბურავი მართლაც ყველაფერს იმახსოვრებს - ოღონდ, რა თქმა უნდა, არა ტვინის რომელიმე რეგიონში, არამედ კარკასსა (2) და პროტექტორების ნაერთებს (1) შორის. მაგალითად, თუ საბურავში საკმარისზე ნაკლები ჰაერია, წნევა აღარ არის საკმარისი იმისათვის, რომ საბურავის გვერდითა ზედაპირები (4) დაცული იყოს და თანაბრად გაიცვითოს. ამ დროს გვერდითა ზედაპირი ისე იბეგვება, როგორც პურის ცომი მცხობელის ხელში.
სწორედ ამ დროს ჩნდება ზედმეტი სითბო, რამაც შეიძლება საბურავების ფლანგების შიგნით მძღოლისთვის უჩინარი დაზიანებები გამოიწვიოს.
საბურავისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ის მომენტიც, როცა მძღოლი დაპარკინგებისას უხეშად მიარტამს ბორდიურს, რაც კარკასის დაზიანებას იწვევს. ყურადღებით ყოფნაა საჭირო ზაფხულის და ზამთრის საბურავების დასაწყობების დროსაც, რადგან რეზინა მინერალებიან ზეთებზე მგრძნობიარედ რეაგირებს. ასე რომ, ვინც საბურავებს ზეთიან ადგილზე დააწყობს, პრობლემები შეექმნება.
ყველაზე ცუდი და, ამავდროულად, საინტერესო ის არის, რომ საბურავი დაზიანებულია, მაგრამ მაინც ფუნქციონირებს - ყოველ შემთხვევაში, გარკვეული დროის მანძილზე მაინც. მძღოლი კი ამ დროს ვერ ხვდება, რომ ფაქტობრივად ნაღმზე ზის.
სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი საბურავის მუდმივი კონტროლი: კვირაში ერთხელ შეამოწმეთ წნევა და შეათვალიეთ საბურავი. უხილავ დაზიანებებს კი მხოლოდ პროფესიონალი ამოიცნობს.
როგორ ვიცნოთ საბურავის ნაკლი?
ბორდიურზე მირტყმის შედეგი: გარეგნულად ვითომ ბევრი არაფერი, მაგრამ პრობლემა შეიძლება სერიოზული იყოს
რაღაც შეერჭო: თუ საბურავს ლურსმანი, ან რაღაც ამდაგვარი შეერჭო, ამ პრობლემას პროფესიონალი ხელოსანი აღმოფხვრის
არათანაბარი ცვეთა: მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყო. ჯერ მიზეზი უნდა გამოარკვიოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეცვალოთ საბურავი - წინააღმდეგ შემთხვევაში ახალსაც ეს პრობლემა შეექმნება
ჰაერსაბერი: ხელოსნები ნერწყვით დასველებული თითით სწორედ ჰაერსაბერს ამოწმებენ ხოლმე...
დასკვნა
ავტომობილის მართვისას ან ავტომობილით მგზავრობისას უსაფრთხოების შეგრძნება უმთავრესია. თუ საბურავი წესრიგში არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია. საბურავის მცირე პრობლემასაც კი შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვეს. ავტობანზე დავქრივართ, მოსახვევებში სწრაფად შევდივართ და ამ დროს მოჭიდება რამდენიმე კვადრატულ სანტიმეტრზეც კი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც გთხოვთ: დაუთმეთ თქვენს საბურავებს მეტი ყურადღება!
66%
AUTO BILD-ის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მძღოლების 66 პროცენტი საბურავებს ძალიან იშვიათად, ან საერთოდ არ ამოწმებს
👉 ინფორმაციისათვის მადლობა: www.autobild.g...
👉 ვიდეოს გაზიარება ნებადართულია. გადმოწერა, სოციალურ ქსელში ან იუთუბზე ატვირთვის შემთხვევაში დარეპორტდებით გაუფრთხილებლად.!
👉 რაიმე სახის თემასთან დაინტერესების შემთხვევაში, ან თუ რაიმე სახის კითხვაა გაგიჩნდათ, მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე: / officialleonproduction

Опубликовано:

 

7 сен 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 22   
@officialleonproduction8993
@officialleonproduction8993 4 года назад
ლიურსმანი დაგასწარით და დავწერე 😂🤘 W124 უნდა დადებულიყო წესით პოსტი, მაგრამ ხვალ დაიდება, პრობლემაა რამე.? 😂♥️ მგონი ესეთი მოკლე საინტერესო ინფორმაციებიც უნდა დავამატოთ. 👍
@davitdavitashvili4236
@davitdavitashvili4236 4 года назад
კაია გააგრძელე კაი საყურებელია😊😊
@tedochaligava9283
@tedochaligava9283 4 года назад
magari xar ase gaagrzele
@nikasabekia1273
@nikasabekia1273 4 года назад
წარმატებები❤
@kiber2625
@kiber2625 4 года назад
ასეთი მოკლე საინტერესო ინფოებიც გაასწორებს კი გეთანხმები. ლიურსმანი კიდე მაგარი იყო 😂😂
@amikokuprashvili159
@amikokuprashvili159 4 года назад
აქამდე რატო არ მქონდა ესარხი გამოწერილი
@notagem2055
@notagem2055 4 года назад
es sadauri kiloa sad laparakoben ase pirvelad mesmis? ra gadacemata koliopi ra liursmani ra xolmie sad isment maset sittyvebs an kitxulobt ?
@mariamkvaratskhelia2853
@mariamkvaratskhelia2853 4 года назад
Dodge demonze dade informacia ❤
@officialleonproduction8993
@officialleonproduction8993 4 года назад
ძემონი ძველია მაგრამ ადრეც იყო მოთხოვნა და დავდებთ ♥️
@mariamkvaratskhelia2853
@mariamkvaratskhelia2853 4 года назад
@@officialleonproduction8993 axali 2018 😁❤
@mrgio-x530
@mrgio-x530 4 года назад
მეც ეგ უნდა დამეწერა დოდჯი დემონზე გააკეთე ვიდეო მეთქი და დამასწრეს😂
@mariamkvaratskhelia2853
@mariamkvaratskhelia2853 4 года назад
Chemi favoritia (mxecia)
@mrgio-x530
@mrgio-x530 4 года назад
@@mariamkvaratskhelia2853 what გოგოს დოდჯე მოსწონს😲🤨
@akakibardavelidze9198
@akakibardavelidze9198 4 года назад
dzaan saintersoa❤️❤️
@user-rc1bu5tp9k
@user-rc1bu5tp9k 4 года назад
99 liker
@schwarzweissjinge2551
@schwarzweissjinge2551 4 года назад
ლიურსმანი
@ladi-mg6pb
@ladi-mg6pb 4 года назад
X5 2006 4.4 gadaige
@AfterReality
@AfterReality 4 года назад
ეს საუბარი გამოასწორე ტო ცოტა
@officialleonproduction8993
@officialleonproduction8993 4 года назад
კიიე მაგ უეჭველი ჯერ მაინც ექსპერიმენტების ეტაპზე ვართ, სანამ მთლიანად გამოვიწერთ ჩამწერს, და მიკროფონით აღარ დავიტანჯებით და ყელი აღარ მივარგა იმდენი დუბლი მუშავდება, რადგან ჩვენი პრობლემა ჩამწერი იყო ყოველთვის... მაგრამ მწვერვალიდან არავინ იწყებს 😉👍
@Musictelavi
@Musictelavi 4 года назад
NU CHXUBOB
Далее
Starman🫡
00:18
Просмотров 9 млн
Fixing Plastic with Staples
00:18
Просмотров 1,3 млн
Starman🫡
00:18
Просмотров 9 млн