Тёмный

როგორ აფასებთ 8 მარტს მომხდარ ინციდენტს - შეფასებები ადიგენიდან 

მეცხრე არხი ახალციხე
Просмотров 1,6 тыс.
50% 1

ადიგენში, წერეთლის #18-ში, დაპირისპირებიდან მესამე დღეს არავინ გამოჩენილა. დაკეტილ სახლთან პერიოდულად მხოლოდ მედიის წარმომდგენლები ჩნდებოდნენ. დღეს, უკვე ორივე მხარე სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მართლმადიდებლებიც და მუსლიმებიც თანხმდებიან, რომ დროული რეაგირების შემთხვევაში საქმე ინციდენტებამდე არ მივა. მუსლიმი თემის აზრით, სახელმწიფო უნდა იყოს ქმედითუნარიანი და სადავო კითხვებზე რეაგირება დროულად მოხდეს, მართლმადიდებლები კი მიიჩნევენ, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, რომელიც მსგავსი ფაქტების არიდებას ხელს შეუწყობს.
მრევლს მედიასთან საუბარი არ სურდათ, თუმცა მოკლე კომენტარებში ორივე მხარე აქცენტს პროვოკაციაზე აკეთებდა. გამოკითხული მართლმადიდებლების უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ მუსლიმი მეგობრები ჰყავთ, თუმცა ქრისტიანებით დასახლებულ დაბაში ,,მეჩეთის ფუნქციონირებას“ შეეწინააღმდეგებიან.
მართლმადიდებლების მსგავსად, პროვოკაციაზე საუბრობს ადიგენის სოფლების მუსლიმი მოსახლეობაც. ვინ შეიძლება იდგეს პროვოკაციის უკან, კონკრეტული პირების/ორგანიზაციების დასახელებისგან თავს იკავებენ და პირველ რიგში პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ.
გამოგვყევი:
web: tv9news.ge/
facebook: / tv9news.ge
instagram: / tv9news_ge
ვიდეო წარმოადგენს www.tv9news.ge-ს საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა.

Опубликовано:

 

9 мар 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 1   
Далее
Машины в 2018 и в 2024
00:15
Просмотров 1,2 млн
მთავარი 6 საათზე - 8.05.2024
36:12