მართალს ბაზრობდა ეს კაცი თავიდან 10 11 თამაშიანი წაუგებელი სერია გვქონდა ხორვატიის მერე ყველაფერი დაიძაბა. კობი როგორც ფეხბურთელი ძაან მევასებოდა და მართლა არ იყო გასატეხი ასეთი რა ქეცბასგან და თვითონაც უნდა ეფიქრა რაც იყო იყო... ბოლოს ნაკრებმა მართლა დიდი ანგარიშებით დაიწყო წაგება და ძალიან ზუდი თამაშს თამაშობდნენ სულელურ რაღაცეებს აკეთებდნენ. წავიდა და შედეგი უკეტესი არაა მაგრამ თამაშის ხარისხი შესაშურია წინანდელთან შედარებით... მართლა იმის შთაბეჭდილება მრჩება რომ გაუჩალიჩა ნაკრებმა... საფრანგეთი და ესპანეთი რომ გყავს ჯგუფში იქიდან რა ნამუსით უნდა მოსთხოვო დადებითი შედეგი არ მესმის :D
სამშობლოზე მოფიქრალი დამოყვარული კაცი ან მოუკლათ ან მინიმუმ ყველა გაუძევებიათ ქვეყნიდან......ვერსად გაექცევი ისტორიას და დღევანდელ რეალობას საწუხაროდ!!!!!!!!
გეცბაიას მოეფერეთ და ჩააბარეთ ეს ნაკრები.თუ გინდათ რამის მიხწევა.სანიოლები და ვაისებით ნუ გინდათ ხურდების შოვნა.როდემდე ამდენი ბოღმა.მშობლები წვალობს და მთელ ინვესტიციას შვილებში დებს.და უფასო მაინც გახადეთ ფეხბურთის სკოლები.
ჩემი დედა ვატირე ჩაწყობით(ანუ ახლობლობით) ათამაშებენ ზოგს და უფრო მეტი პოტენციალის ბიჭები არ გამოჰყავთ, შანსი ყველას უნდა მისცენ შიდა ტურნირებში მაინც თორე კი ხედავთ ვინმეს (ფეხბურთელს) აღმერთებენ და დაღმა სვლას რო განიცდის ხოო მერე იძახიან რა დაემართაო და გვიანია, როგორ შეილება 1 და იგივე მოთამაშეები 3-4 წელი თამაშობენ და სხვა ვერ "იზრდება"?!
Xorvatebma 20 wlis win gadaeyvites ro nakrebs didi fexburti unda etamasha da wina msloplioze es anaxes. Gegmaa gazrda da swori prioritetebis dasaxva da ara is rom imas es unda da amas es. Mtavaria chven saqartvelos ra g inda da ara konkretul fexburtelebs.
ეს კაცი აზრზე არ არის, რა განსხვავებაა კლუბსა და ნაკრებს შორის! ნაკრებს არა ჰყავს მუდმივი შემადგენლობა. ის იკრიბება ერთი-ორი თამაშისთვის ან ტურნირისთვის (ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატი). მასში იძახებენ იმ მომენტში საუკეთესოებს ასაკის მიუხედავად! ნაკრების „გაახალგაზრდავებასა“ და „პერსპექტივაზე მუშაობას“ მსოფლიო სამწვრთნელო პრაქტიკა არ იცნობს!... ბოლო კონფედერაციების თასზე იტალიის მწვრთნელი ქეცბაია რომ ყოფილიყო, ორი საუკეთესო ფეხბურთელი არ ეყოლებოდათ: ბუფონიც და პირლოც 30-ს გვარიანად გადასცილდნენ!
@@davitsurguladze6643 ბოდიში, ვერ გავიგე, რას გულისხმობთ. რომელი აზრი უნდა შემეცვალა და რატომ? იმის 90%, რაც დავწერე, ჩემი "აზრები" სულაც არაა, ფაქტებია, რომლებიც, 100 წელიც რომ გავიდეს, ვერ შეიცვლება. ნაკრებს რომ მუდმივი შემადგენლობა არ ჰყავს, ეს იურიდიული ფაქტია. ნაკრებში გრძელვადიანი კონტრაქტები აქვთ მწვრთნელს და მის დამხმარე პერსონალს, ფეხბურთელებს იძახებენ კონკრეტულ შემთხვევებში მათი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე
@@davitsurguladze6643 რაც შეეხება იტალიის ნაკრების გამოსვლას 2013 წლის კონფედერაციების თასის გათამაშებაში ბრაზილიაში, ესპანეთთან პენალტებით წაგებული ნახევარფინალის შემდეგ იქ აღებული მესამე ადგილი რომ მათთვის საუკეთესო შედეგი იყო, ეს ისტორიული ფაქტია. ასევე ფაქტია ისიც, რომ ამ ტურნირზე გუნდს უკაპიტნა 35 წლის ჯანლუიჯი ბუფონმა, ხოლო 34 წლის ანდრეა პირლო ერთადერთი იტალიელი აღმოჩნდა, რომელიც ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს
@@davitsurguladze6643 და ბოლოს, ისიც ფაქტია, რომ მთელი ინტერვიუს მანძილზე ქეცბაია საუბრობს იმაზე, რომ იმიტომ არ იძახებს ნაკრებში ჯერ კიდევ ბუნდესლიგაში (მართალია, უკვე არა "შალკეში", მაგრამ ბერლინის "ჰერტაში") მოთამაშე და, სავარაუდოდ, იმ დროისთვის ერთ-ერთ საუკეთესო მოქმედ ქართველ ფეხბურთელს ლევან კობიაშვილს, რომ "აშენებს მომავლის გუნდს". ჰოდა, ცხადია, ამ ლოგიკით, მისი ხელმძღვანელობით მოთამაშე იტალიის ნაკრებში ვერც ბუფონი მოხვდებოდა, ვერც პირლო!