Тёмный

ხორონო /ახალი ხორუმი - khorono / New khorumi 

Georgian dance song and Georgian History
Подписаться 1,3 тыс.
Просмотров 21 тыс.
50% 1

ქართული ნაციონალური ცეკვა ხორუმი − აჭარის ხალხური საცეკვაო შემოქმედების უძვირფასესი მონაპოვარი საბრძოლო შინაარსის ხორუმი, იგივე, ხორონო იყო. იგი უძველესი დროიდან მომდინარეობს და საბრძოლო შინაარსის მეომართა ცეკვა იყო. მასში წამოწეული იყო არა თავდასხმითი, არამედ თავდაცვითი ბრძოლების და მტერთან შერკინების აღმნიშვნელი საცეკვაო პასაჟები.
არქეოლოგიური მასალების საფუძველზე ხორუმის უძველესი ტრადიციები დასტურდება. ხორუმის მსგავსი ცეკვის არსებობაზე არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი ის მოცეკვავე ბრინჯაოს ფიგურები მიუთითებს, რომლებიც ძვ. წ. II საუკუნეს განეკუთვნება. ხორუმის უძველეს წარმოშობაზე მეტყველებს სხვა მასალებიც. ძვ. წ. V საუკუნის ძველი ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტი, რომელიც ქართველ ტომთა კულტურული ცხოვრებით იყო დაინტერესებული, წერდა, რომ მათ ჩვეულებად ჰქონდათ მტერზე გამარჯვების შემდეგ სიმღერისა და ცეკვის გამართვა. მისი სიტყვით, გამარჯვებულმა მოსინიკებმა მოკლულ მტრებს თავები მოაჭრეს და ბერძნების დასანახავად აღმართეს, თან თავისებურ ჰანგზე ცეკვავდნენ და მღეროდნენ. ამ ცნობის საფუძველზე მკვლევრები თვლიან, რომ ჩვენ საქმე უნდა გვქონდეს „გადახვეული ხორუმის” არსებობასთან.
ხორომს მხოლოდ მამაკაცები ასრულებდნენ, თუმცა აჭარაში ქალთა ხორუმიც არსებობდა. ხორუმის მთლიანი სურათი ოთხსაფეხურიანი იყო. პირველ ნაწილში მეომართა დასაბანაკებელი ადგილის ძებნა წარმოისახებოდა. ამ სცენაში ნაჩვენები იყო მოცეკვავე მხედართა შესაშური ელასტიურობა, სწრაფი მიხვრა-მოხვრა, საბრძოლო მზადების დაგეგმვა, მეორე ნაწილში კი განსახიერებული იყო მტრის დაზვერვა. ამ სურათში ჩანს ყურის ფიცარნაგზე დადებით მტრის მოძრაობის შეცნობის, მზვერავთა ერთმანეთთან მოთათბირების საცეკვაო სცენები. ცეკვის შემდეგ ეპიზოდში იერიში და ცხარე ბრძოლა იყო გადმოცემული. წრიული „საცეკვაოები” დინამიურ მოძრაობას შეიცავდა, ზოგჯერ თითქოს უკანაც მოიწევდნენ, რათა მტერი ვიწროებში შემოეტყუებინათ და მისთვის ხელახალი დარტყმა ეგემნებინათ. გამარჯვების აპოთეოზი კომპოზიციის ბოლო − დასკვნითი ნაწილი იყო, რომლის უმთავრეს კომპონენტს „გადახვეული ხორუმი” წარმოადგენდა.
გადახვეული ხორუმი ერთმანეთზე გადახვეული სპეციფიკურ მოძრაობათა ცეკვა იყო, რომელსაც განსხვავებული რიტმი, წყობა ახასიათებდა და დასარტყმელი ინსტრუმენტის თანხლებით სრულდებოდა. „გადახვეულში” ტერფთა ჩაკვრა-ამოკვრა, გვერდზე გაქნევა-ამოთამაშება მტრის მოჭრილი თავების გაგორებას, დაბეჟვას და ჩაქოლვას მიგვანიშნებდა. ამდენად, საშემსრულებლო ხერხებისა და ილეთების მიხედვით აჭარაში ხორომი სხვადასხვა ვარიანტით გვხვდებოდა, მაგალითად, როგორც ითქვა, „გადახვეული ხორომი”, „ჩამორებული ხორომი” და სხვა მისთანანი: „ბოლოს იმფერი ხორომი ჩავასკვით, რომ ქალიან-კაციანა ჩვენ შეგვცქეროდა”. ამასთან, აჭარაში არსებობდა „ხორუმის” სხვა სახეობაც, რომელიც „დელი ხორუმის” − გიჟური ხორუმის სახელწოდებით იყო ცნობილი.
დელი ხორუმი, ისე როგორც „ფერხული ბუქნით” იმერხევშიც იყო გავრცელებული. ფერხულის მოთამაშენი წრეს ქმნიდნენ, მაგრამ წრე მთლიანად არ იყო შეკრული. ხორომი, როგორც ჯგუფური საფერხულო ხალხური ცეკვა, აჭარის გარდა გურიაშიც იყო ცნობილი.

Опубликовано:

 

27 янв 2023

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 11   
@user-qu7xc3ep3x
@user-qu7xc3ep3x Год назад
❤❤❤❤
@helicopter9441
@helicopter9441 Год назад
🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪♥️✊️✋️
@tamtaartsividze3260
@tamtaartsividze3260 Год назад
💚💚💚💚💚💚💚💚💚💚💚💚💚💚💚💚💚💚💚💚💚💚💚💚💚💚💚💚💚💚
@josefgluklich8267
@josefgluklich8267 7 месяцев назад
კარგია რომ ახსენეთ ხორონ. იგი ბერძნულია და ცეკვას ნიშნავს. ეს მოდის ძველი მენიჩბეებისგან. ხარონი იყო მენავე ვისან მიცვალებული გადაყავდა ან ქვეყნიდან იქით. ხორონს ცეკვავს ლაზები, გურულრბი, აჭარლები. და ბერძნები
@monikak.7097
@monikak.7097 8 месяцев назад
ეს ცეკვა აზერების არაა?
@Georgiandance2001
@Georgiandance2001 8 месяцев назад
ახწერაში წაკითხეთ წერია ყველაფერი მანდ
@Georgiandance2001
@Georgiandance2001 8 месяцев назад
ქართული ნაციონალური ცეკვა ხორუმი − აჭარის ხალხური საცეკვაო შემოქმედების უძვირფასესი მონაპოვარი საბრძოლო შინაარსის ხორუმი, იგივე, ხორონო იყო. იგი უძველესი დროიდან მომდინარეობს და საბრძოლო შინაარსის მეომართა ცეკვა იყო. მასში წამოწეული იყო არა თავდასხმითი, არამედ თავდაცვითი ბრძოლების და მტერთან შერკინების აღმნიშვნელი საცეკვაო პასაჟები. არქეოლოგიური მასალების საფუძველზე ხორუმის უძველესი ტრადიციები დასტურდება. ხორუმის მსგავსი ცეკვის არსებობაზე არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი ის მოცეკვავე ბრინჯაოს ფიგურები მიუთითებს, რომლებიც ძვ. წ. II საუკუნეს განეკუთვნება. ხორუმის უძველეს წარმოშობაზე მეტყველებს სხვა მასალებიც. ძვ. წ. V საუკუნის ძველი ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტი, რომელიც ქართველ ტომთა კულტურული ცხოვრებით იყო დაინტერესებული, წერდა, რომ მათ ჩვეულებად ჰქონდათ მტერზე გამარჯვების შემდეგ სიმღერისა და ცეკვის გამართვა. მისი სიტყვით, გამარჯვებულმა მოსინიკებმა მოკლულ მტრებს თავები მოაჭრეს და ბერძნების დასანახავად აღმართეს, თან თავისებურ ჰანგზე ცეკვავდნენ და მღეროდნენ. ამ ცნობის საფუძველზე მკვლევრები თვლიან, რომ ჩვენ საქმე უნდა გვქონდეს „გადახვეული ხორუმის” არსებობასთან. ხორომს მხოლოდ მამაკაცები ასრულებდნენ, თუმცა აჭარაში ქალთა ხორუმიც არსებობდა. ხორუმის მთლიანი სურათი ოთხსაფეხურიანი იყო. პირველ ნაწილში მეომართა დასაბანაკებელი ადგილის ძებნა წარმოისახებოდა. ამ სცენაში ნაჩვენები იყო მოცეკვავე მხედართა შესაშური ელასტიურობა, სწრაფი მიხვრა-მოხვრა, საბრძოლო მზადების დაგეგმვა, მეორე ნაწილში კი განსახიერებული იყო მტრის დაზვერვა. ამ სურათში ჩანს ყურის ფიცარნაგზე დადებით მტრის მოძრაობის შეცნობის, მზვერავთა ერთმანეთთან მოთათბირების საცეკვაო სცენები. ცეკვის შემდეგ ეპიზოდში იერიში და ცხარე ბრძოლა იყო გადმოცემული. წრიული „საცეკვაოები” დინამიურ მოძრაობას შეიცავდა, ზოგჯერ თითქოს უკანაც მოიწევდნენ, რათა მტერი ვიწროებში შემოეტყუებინათ და მისთვის ხელახალი დარტყმა ეგემნებინათ. გამარჯვების აპოთეოზი კომპოზიციის ბოლო − დასკვნითი ნაწილი იყო, რომლის უმთავრეს კომპონენტს „გადახვეული ხორუმი” წარმოადგენდა. გადახვეული ხორუმი ერთმანეთზე გადახვეული სპეციფიკურ მოძრაობათა ცეკვა იყო, რომელსაც განსხვავებული რიტმი, წყობა ახასიათებდა და დასარტყმელი ინსტრუმენტის თანხლებით სრულდებოდა. „გადახვეულში” ტერფთა ჩაკვრა-ამოკვრა, გვერდზე გაქნევა-ამოთამაშება მტრის მოჭრილი თავების გაგორებას, დაბეჟვას და ჩაქოლვას მიგვანიშნებდა. ამდენად, საშემსრულებლო ხერხებისა და ილეთების მიხედვით აჭარაში ხორომი სხვადასხვა ვარიანტით გვხვდებოდა, მაგალითად, როგორც ითქვა, „გადახვეული ხორომი”, „ჩამორებული ხორომი” და სხვა მისთანანი: „ბოლოს იმფერი ხორომი ჩავასკვით, რომ ქალიან-კაციანა ჩვენ შეგვცქეროდა”. ამასთან, აჭარაში არსებობდა „ხორუმის” სხვა სახეობაც, რომელიც „დელი ხორუმის” − გიჟური ხორუმის სახელწოდებით იყო ცნობილი. დელი ხორუმი, ისე როგორც „ფერხული ბუქნით” იმერხევშიც იყო გავრცელებული. ფერხულის მოთამაშენი წრეს ქმნიდნენ, მაგრამ წრე მთლიანად არ იყო შეკრული. ხორომი, როგორც ჯგუფური საფერხულო ხალხური ცეკვა, აჭარის გარდა გურიაშიც იყო ცნობილი.
@GODOBER
@GODOBER 6 месяцев назад
...
@GioGeorgia
@GioGeorgia 6 месяцев назад
ეს კითხვა ქართველმა როგორ უნდა დასვა საერთოდ? თუ უცხო პლანეტელი ხარ, ხორუმი აზერულიაო რო გაიძახი!
@Georgiandance2001
@Georgiandance2001 6 месяцев назад
ეს იმის ბრალია ახწერას რო არ კითხულობენ @@GioGeorgia
Далее
კავკასიური - kavkasiuri
4:54
Просмотров 36 тыс.
кукинг с Даниилом 🥸
01:00
Просмотров 2,9 млн
I'm Excited To see If Kelly Can Meet This Challenge!
00:16
ჩუბინა
2:13:45
Просмотров 36 тыс.
Qal -vajta -alvanuri
7:16
Просмотров 16 тыс.
кукинг с Даниилом 🥸
01:00
Просмотров 2,9 млн