Тёмный
No video :(

მელქისედეკ კათალიკოსი 

giorgi chokheli
Подписаться 1 тыс.
Просмотров 8 тыс.
50% 1

კონსტანტინე გამსახურდიამ შემოქმედებითი ფანტაზიით ოსტატურად შეავსო მელქისედეკის შესახებ არსებული ისტორიული ცნობები და შექმნა საინტერესო მხატვრული სახე, რომელიც ისტორიული რომანისათვის ეგზომ საჭირო კოლორიტულობითაა აღბეჭდილი.
მელქისედეკი გარეგნულად ექვემდებარებოდა გიორგის, მაგრამ ქრისტეს მოსაყდრეს ურყევად სჯეროდა, რომ „მეფე ქვეყანასა ზედა ხელმწიფეა, ხოლო ქრისტე - ზეცისა, ქვეყნისა და ქვესკნელისა". ასეთი პიროვნება, ცხადია, დიდ როლს უნდა თამაშობდეს სახელმწიფოს გამგებლობაში და ეს ობიექტურად აქვს გაშუქებული გამსახურდიას რომანში.
კათალიკოსი, როგორც ადამიანი ბევრ ამქვეყნიურ სიამოვნებაზე ამბობდა უარს, რომ იტყვიან, სულის სიმაღლეს ანაცვალებდა ხორცის პატივს: „მელქისედეკს ასე სჯეროდა: თუ გსურს ზეგავლენა მოახდინო ერზე, იგივე უნდა სჭამო, რასაც მრევლი სჭამს, და ისევე ჩაიცვა, რაც მას აცვია, სხვა მხრით უნდა ეცადო იშვიათად ეჩვენო ხალხს. თვალს შეგაჩვევენო. ეკლესიიდან გამოსული უბრალო ბერის ჩოხას იცვამდა ჯვალოსას. რაც შეეხება ყოველდღიურ პურობას, სტეფანოზ ბერის საოსტიგნოში, ბერებისა და მორჩილების თვალწინ სჭამდა მხალეულსა და საერთო სამარხვოს".
მიუხედავად მელქისედეკის ადამიანური პატიოსნებისა, მკაფიოდ შეიგრძნობა, რომ კათალიკოსის მოღვაწეობა მხოლოდ ზღუდავს ადამიანის თავისუფალ შემოქმედებას. რომანში კათალიკოსი გარკვეული თვალსაზრისით დიდ შეცდომას სჩადის. სხვანაირად, შეძლებისდაგვარად მაინც დაიცავდა არსაკიძეს. გიორგი პირველთან ერთად ეკლესიაც, მელქისედეკიც დამნაშავეა ხელოვანის წინაშე, რომელმაც დიადი ძეგლი შექმნა სახელმწიფოსათვის.
კათალიკოსი, დოგმათა ტყვეობაში მოქცეული, მოვლენებზე, ადამიანებზე ცივი გონებისა და შეუპოვარი ხასიათის თავისეული ძალით ზემოქმედებს.

Опубликовано:

 

29 авг 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии : 1   
@zazamchedlishvili342
@zazamchedlishvili342 4 года назад
რუსულადაც თარგმნეთ
Далее
მეფე გიორგი I
8:57
Просмотров 17 тыс.
Woman = best friend🤣
00:31
Просмотров 3,9 млн
БАБУШКА УМЕЕТ ВОДИТЬ?? #shorts
00:32
Просмотров 363 тыс.
🎙ПОЮ ВЖИВУЮ!
3:17:56
Просмотров 1,5 млн
ფარსმან სპარსი
8:17
Просмотров 7 тыс.
Woman = best friend🤣
00:31
Просмотров 3,9 млн