Тёмный

პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან 

Rondeli Foundation
Подписаться 1,3 тыс.
Просмотров 38
50% 1

მოხსენების თემა: ეკონომიკის სტაბილიზაციის ფინანსური მექანიზმები კრიზისის შემდგომ პერიოდში
მოკლე აღწერა: ინტეგრაციული პროცესები ქვეყნების კრიზისის შემდგომ რეაბილიტაციას მნიშვნელოვნად ხდის დამოკიდებულს გლობალურ ეკონომიკურ ტენდენციებზე, მსოფლიო ბაზრების მიერ კრიზისის დაძლევის გზებსა და მეთოდებზე, ეს მნიშვნელოვნად ამაღლებს ხელისუფლების როლს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ოპტიმალური სტრატეგიის განსაზღვრის და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში. პოსტკრიზისულ ეტაპზე ხელისუფლების ეკონომიკური სტრატეგიის პრიორიტეტი სისტემური მართვის მექანიზმების კოორდინაცია, ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველყოფა, ეკონომიკის დაბალანსებული განვითარების და ბაზრების წონასწორობის აღდგენაა.
თანამედროვე ფინანსურ ბაზრებს კაპიტალის მოძრაობის ლიბერალიზაცია, ეროვნულ ეკონომიკაზე გარე შოკების მზარდი გავლენა, ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებთან და ახალ საბანკო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რისკების ზრდა ახასიათებს, შესაბამისად, ეკონომიკური განვითარება, უპირატესად, ფინანსური სისტემის მდგრადობას ემყარება, რაც ფისკალური სტიმულების და საბანკო რესურსების რაციონალურ გამოყენებას, დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის გატარებას და კაპიტალის თავისუფალ მობილურობას ითვალისწინებს. ეს პროცესი ეკონომიკის რეგულირების ფინანსური მექანიზმების არსებით ტრანსფორმაციას და ახლებურ მიდგომებს მოითხოვს.
ვებინარზე წარმოდგენილია ეკონომიკის სტაბილიზაციის სტრატეგიები და მისი ინსტიტუციური უზრუნველყოფის მექანიზმები კრიზისისშემდგომ პერიოდში, ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაციის პრიორიტეტები და ფინანსური სტაბილიზაციის ძირითადი მიმართულებები, გაანალიზებულია საქართველოს ხელისუფლების პოსტკრიზისული სტრატეგიები და ინსტრუმენტები, შეფასებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზები და ეკონომიკის კრიზისისშემდგომი რეაბილიტაციის ძირითადი შედეგები.
მოდერატორი: ვლადიმერ პაპავა, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.
მომხსენებელი: მარინა ტაბატაძე , ეკონომიკის აკად. დოქტორი, ივანე ჯავახიშვილისსახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მაკროეკონომიკის კათედრა, ასისტენტ-პროფესორი.

Опубликовано:

 

29 апр 2024

Поделиться:

Ссылка:

Скачать:

Готовим ссылку...

Добавить в:

Мой плейлист
Посмотреть позже
Комментарии    
Далее
Кто понял тот понял
00:24
Просмотров 138 тыс.
Какую одежду я не ношу? 😱
00:13
Просмотров 244 тыс.
ArmComedy 1209 - Եվրոպական նշանդրեք
27:31